შპს „ბანეტის“ (ს/კ 412705023) წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ (ს/კ 417882802) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“ (ს/კ 417882802) და შპს „ბანეტის“ (ს/კ 412705023) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 21, 2018 17:40
მიღების თარიღი დეკემბერი 13, 2018
შპს „ბანეტის“ (ს/კ 412705023) წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ (ს/კ 417882802) მიერ შეძენაზე, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“ (ს/კ 417882802) და შპს „ბანეტის“ (ს/კ 412705023) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2018 წლის 29 ნოემბერს ერთობლივი წერილით მიმართეს შპს „ბანეტმა“ და შპს „თრიალეთი-ნეტმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №6/6342-18 29.11.2018), შპს „ბანეტის“ წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ შეძენასთან და შემდგომ, შპს „თრიალეთი-ნეტისა“ და შპს „ბანეტის“ შერწყმის განზრახვასთან დაკავშირებით, კომისიისაგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ბანეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
WiFi |
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „თრიალეთი-ნეტი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
|
A.F.2 |
ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
A.F.3 |
ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა |
|
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა |
|
|
B.F.2 |
ინტერნეტ მომსახურება |
|
WiFi |
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ბანეტის“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია ფიზიკური პირი გიორგი ციკოლია.
შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია ფიზიკური პირი ნინო თოთაძე.
კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „თრიალეთი-ნეტის“, შპს „თრიალეთი-ნეტის“ წილის 100%-ის მფლობელის და დირექტორის ნინო თოთაძის, ასევე შპს „ბანეტის“ აფილირებულობა სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება.
შპს „ბანეტი“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით ძირითადად იმერეთის მხარეში, კერძოდ ვანის, ბაღდათის, სამტრედიის, ზესტაფონის, თერჯოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში. აღნიშნულ რეგიონში შპს „ბანეტის“ ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2018 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით სულ შეადგინა 1986 აბონენტი.
შპს „თრიალეთი-ნეტი“ ახორციელებს ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით ძირითადად შიდა ქართლის მხარეში, კერძოდ გორის, კასპის, ქარელის, ხაშურისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნულ რეგიონში შპს „თრიალეთი-ნეტის“ ფიქსირებული საცალო ინტერნეტ აბონენტების რაოდენობამ 2018 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით სულ შეადგინა 4782 აბონენტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ბანეტის“ წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ შეძენა, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“ და შპს „ბანეტის“ შერწყმა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ბანეტის“ წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“ და შპს „ბანეტის“ შერწყმაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიეცეთ თანხმობა შპს „თრიალეთი-ნეტს“ და შპს „ბანეტს“, შპს „ბანეტის“ წილის 100%-ის შპს „თრიალეთი-ნეტის“ მიერ შეძენაზე, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“ და შპს „ბანეტის“ შერწყმაზე;
2. განემარტოთ შპს „თრიალეთი-ნეტს“ და შპს „ბანეტს“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების, ასევე შპს „თრიალეთი-ნეტის“ და შპს „ბანეტის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „თრიალეთი-ნეტი“ და შპს „ბანეტი“ ვალდებულნი არიან აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობონ შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. შპს „თრიალეთი-ნეტის“ და შპს „ბანეტის“ შერწყმის შემთხვევაში, შპს „თრიალეთი-ნეტმა“ და შპს „ბანეტმა“ უზრუნველყონ “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილების შესაბამისად გათვალისწინებული მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების შპს „თრიალეთი-ნეტისა“ და შპს „ბანეტისათვის“ გადაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „თრიალეთი-ნეტისა“ და შპს „ბანეტისათვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „თრიალეთი-ნეტისა“ და შპს „ბანეტისათვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
