წვდომის მენიუ

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 706 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 21, 2018 17:21

მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2018

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის რადიოსიხშირეების  სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა კომისიას მიმართა განცხადებით (№1/72-85ს,30.11.18), საქართველოს ტერიტორიაზე დაცვითი ღონისძიებების განხორციელებისთვის, სამსახურებრივი დანიშნულების რადიოსარელეო სადგურების სიხშირული რესურსით უზრუნველყოფის მიზნით, 2018 წლის 4 იანვარის კომისიის გადაწყვეტილებით №01/13 ამავე გადაწყვეტილების  დანართში განსაზღვრული გეოგრაფიული კოორდინატებისა და რადიოსიხშირული პარამეტრების შესაბამისად, რადოსარელეო სიხშირეების ახალი ვადით  მინიჭების მოთხოვნით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის  მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274მუხლისა და 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის,„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებით დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის“ მე-3 თავის 3.2.19 პუნქტის, ამავე დადგენილების №3 დანართის 31-ე პუნქტის და ”საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტაციასთან დაშვების მქონე კომისიის ოთხმა წევრმა, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა

1. მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, საქართველოს ტერიტორიაზე დაცვითი ღონოსძიებების განსახორციელებლად სამსახურებრივი დანიშნულების რადიოსარელეო სადგურების  ფუნციონირებისთვის, რადიოსიხშირეები  ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით  განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად, 2019 წლის 4 იანვრიდან  ერთი წლის ვადით;

2.  წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;

3.  სახელმწიფო  საიდუმლოებად  იქნას მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების  დანართი;

4.  აღირიცხოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლოდოკუმენტაციის     სპეციალურ  რეესტრში   (ი.ხარებავა);

5.  საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნას მოყვანილი მოქმედ კანონმდებლობასთან; 

6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის ჩაბარებისთანავე; 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის ჩაბარებიდან  ერთი თვის ვადაში;   

8.   გადაწყვეტილება,  დანართის  გარეშე  გამოქვეყნდეს კომისიის ვებ-გვერდზე ინტერნეტში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის  დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის უფროსს (თ.ძაგნიძე).

           კომისიის   წევრი                                                                               ვ.აბაშიძე                                                          

           კომისიის    წევრი                                                                              ე.ასანიძე

           კომისიის    წევრი                                                                              გ.ფრუიძე

           კომისიის    წევრი                                                                              მ.ქათამაძე

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები