„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 09, 2019 12:54
მიღების თარიღი დეკემბერი 20, 2018
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება და დამტკიცდა ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელ ან/და ავტორიზებულ პირებს დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდულობით.
კომისია აღნიშნავს, რომ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გარკველი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რიგი ელექტრონული ფორმების წარმოდგენის ოპტიმიზაციის შესაძლებლობა, კერძოდ: მოხდეს სტატისტიკურური ანგარიშგების ფორმების 7. 1, 7.2, 7.3, 7.4, 7.5, 7.6, 7.7, 7.8. 7.9, 7.10, 7.11, 7.12, 7.13, 7.14, 7.15, 7.16, 7.17, 7.18, 7.19, 7.20, 7.21, 8.1, 8.2, 8.3, 8.4, 8.5, 8.6, 8.7, 8.8 და 8.9 გაერთიანება/ოპტიმიზაცია და ახალი ფორმატით ჩამოყალიბება, შესაბამისდ სტატისტიკურ ანგარიშგების ფორმების დანართ 1-დან ამოღებულ იქნა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები 7. 1, 7.2, 7.3, 7.4, 7.5, 7.6, 7.7, 7.8. 7.9, 7.10, 7.11, 7.12, 7.13, 7.14, 7.15, 7.16, 7.17, 7.18, 7.19, 7.20, 7.21, ხოლო ფორმები 8.1, 8.2, 8.3, 8.4, 8.5, 8.6, 8.7, 8.8 , 8.9-ა ამოყალიბდეს ახალი რედაქციით. აქვე აღსანიშნავია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებია არ ითვალისწინებს ისეთი ინფორმაციის წარდგენას, რომელიც არ იყო გათვალისწინებული ადრე არსებულ ფორმებში ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ ელექტრონული კუმუნიკაციებისა და სამაუწყებლო დარგების სტატისტიკური ანგარიშგების თანდართულ ფორმებში და დანართი-1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, N6) ერთი თვის ვადაში;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ. რეხვიაშვილს).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
კომისიის წევრი |
|
მერაბ ქათამაძე |
