საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის №11 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 19, 2018 18:15
მიღების თარიღი თებერვალი 15, 2018
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის №11 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის N11 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის N11 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე კომისიის 2018 წლის 28 სექტემბრის N653/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თ.ჭელიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
2. კომისიის 2018 წლის 15 თებერვლის N11 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
|
მერაბ ქათამაძე |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №11 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2018 წლის 15 თებერვალი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის №11 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ი.ხარებავა - ადმინისტრაციის უფროსი);
- შპს „კატევე 1“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
- შპს „ტვ გლდანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
- შპს „მეტეხი 2014“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
- შპს „ტივიჯის“ (ს/კ 430035721) წილის 10%-ის შპს „ინტელკომ ჯგუფის“ (ს/კ 202441189) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ბაზრის ანალიზისა და კვლევის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „NEW-NET“-ის (ს/კ 445421696) წილის 20%-ის ფიზიკურ პირ მარინა ხომერიკის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ბაზრის ანალიზისა და კვლევის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ნიუ-ნეტ+“-ის (ს/კ 445478395) წილის 20%-ის ფიზიკურ პირ მარინა ხომერიკის, შპს „ნიუ-ნეტ+“-ის (ს/კ 445478395) წილის 20%-ის ფიზიკურ პირ რუსუდან კრავჩენკოს და შპს „ნიუ-ნეტ+“- ის (ს/კ 445478395) წილის 20%-ის მარინა ჩავლეიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის ბაზრის ანალიზისა და კვლევის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „გეო ვლანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
- შპს „სუპერ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ“ (მომხს. კ.ქორიძე - აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების მთავარი სპეციალისტი;
- „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის №706/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. დ.გოგიჩაიშვილი - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);
- სს „ინფოჯორჯია XXI“-ს ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „იუ ტივის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „რადიოცენტრი პლუსის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B200 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის №761/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- სს „ლიბერთი ბანკისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- სს „m2 უძრავი ქონებისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ელესჯისთვის” არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ტაქსი ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- ინდ. მეწარმე „გიორგი გელაშვილისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ მერაბ ფოჩხუასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე კომისიის 2018 წლის 28 სექტემბრის N653/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (თ.ჭელიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
