საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 21 მაისის N 240/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9, 2007 წლის 20 ივლისის №400\9, 2011 წლის 25 იანვრის N26/9 და 2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 15, 2019 18:02
მიღების თარიღი დეკემბერი 28, 2018
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 21 მაისის N 240/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9, 2007 წლის 20 ივლისის №400\9, 2011 წლის 25 იანვრის N26/9 და 2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის თაობაზე
კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 20 სექტემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №561/11 „შპს „ჯეოსელის“ (ს/კ 203841940) სს “სილქნეტთან“ (ს/კ 204566978) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ“. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „სილქნეტმა“ 2018 წლის 2 ნოემბრის №5062/05-8 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №5786-18 02.11.2018) აცნობა კომისიას შპს „ჯეოსელის“ სს “სილქნეტთან“ შერწყმის თაობაზე. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ჯეოსელის“ სს “სილქნეტთან“ შერწყმა განხორციელდა 2018 წლის 1 ნოემბერს.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან შპს „ჯეოსელი“ კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებებით ცნობილი იყო მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე, შპს „ჯეოსელის“ სს “სილქნეტთან“ შერწყმის შედეგად, შპს „ჯეოსელზე“ დაკისრებული ვალდებულებები უნდა დაეკისროს სს „სილქნეტს“, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი ცვლილება უნდა განხორციელდეს კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9, 2007 წლის 20 ივლისის №400\9 , 2011 წლის 25 იანვრის N26/9, 2017 წლის 16 მაისის N345/22 გადაწყვეტილებებში, რაზედაც კომისიის 2018 წლის 29 ნოემბრის №658/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ჯეოსელი“ ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში და დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება;
ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
გ) ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება;
დ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება;
ე) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.
კომისიის 2009 წლის 13 ნოემბრის N610/9 გადაწყვეტილებით შეტანილი იქნა ცვლილებები კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400\9 გადაწყვეტილებაში, რომლის თანახმადაც, შპს „ჯეოსელი“ ცნობილ იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად მოძრავი ბოლო მომხმარებლისთვის ინტერნეტ მომსახურების მიწოდების საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში და დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;
ბ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება;
გ) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.
კომისიის 2011 წლის 25 იანვრის N26/9 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ჯეოსელი“ ცნობილი იქნა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში და დაეკისრა შემდეგი ვალდებულებები:
ა) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება;
ბ) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.
ამასთან ერთად, კომისია აღნიშნავს, რომ „მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ“ კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილების მიღებისას და შემდგომ პერიოდშიც, შერწყმის განხორციელებამდე, სს „სილქნეტი“ მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ბაზარზე წარმოდგენილი იყო მცირე მოცულობის ქსელით (S-1), ეკავა ბაზრის სეგმენტის უმნიშვნელო ნაწილი და შესაბამისად არ წარმოადგენდა მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს. მას შემდეგ, რაც განხორციელდა შპს „ჯეოსელის“ სს „სილქნეტთან“ შერწყმა და შედეგად შეიქნა შპს „ჯეოსელისა“ (GSM ქსელი) და სს „სილქნეტის“ (CDMI ქსელი) ერთიანი კონსოლიდირებული ქსელი, სს „სილქნეტის“ მთლიან მოძრავ საკომუნიკაციო ქსელზე (S-1 ქსელის ჩათვლით) უნდა გავრცელდეს ყველა ის სპეციფიკური ვალდებულებები, რაც კომისიის 2010 წლის 21 მაისის №240/9 გადაწყვეტილებით დაკისრებული ჰქონდა შპს „ჯეოსელს“.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ სს „სილქნეტმა“ 2018 წლის 30 ნოემბერს კომისიის ვებ გვერდზე გამოაქვეყნა „სს „სილქნეტის“ კუთვნილი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა)“, სადაც ავტორიზებულ პირებს მომსახურებას სთავაზობს სს „სილქნეტის“ ერთიანი მოძრავი საკომუნიკაციო ქსელით.
ამასთან ერთად, კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომისიის 2018 წლის 27 დეკემბრის №726/19 გადაწყვეტილებით უკვე შევიდა ცვლილება კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში, 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება უნდა შეწყდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ ცვლილება უნდა შევიდეს კომისიის 2010 წლის 21 მაისის N 240/9, 2007 წლის 20 ივლისის №400\9 , 2009 წლის 13 ნოემბრის 610/9, და 2011 წლის 25 იანვრის N26/9 გადაწყვეტილებებში და შპს „ჯეოსელზე“ დაკისრებული ვალდებულებები დაეკისროს სს „სილქნეტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავის, 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 გადაწყვეტილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების ჯგუფი განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) სს „სილქნეტი“;
ბ) შპს „მაგთიკომი“;
გ) „შპს მობიტელი“.
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოძრავი საკომუნიკაციო მომსახურების კონკრეტული ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/ დასრულების) საბითუმო ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დადგინდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, შემდეგი ავტორიზებული პირები:
ა) სს „სილქნეტი“;
ბ) შპს „მაგთიკომი“.“
გ) 4.5. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე, ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებს: შპს „მაგთიკომს”, სს „სილქნეტს“ და შპს „მობიტელს“, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაუდგინდეს სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების მომსახურების სახეებზე ტარიფი, შემდეგი ოდენობითა და შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:
|
ურთიერთჩართვის მომსახურება |
2018 წლის 1 ივლისიდან |
2019 წლის 1 იანვრიდან |
|
ზარის წამოწყება, თეთრი (გადასახადების გარეშე) |
2,16 |
1,44 |
|
ზარის დასრულება, თეთრი (გადასახადების გარეშე) |
1,81 |
0,75 |
2. შევიდეს ცვლილება კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №400\9 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე პუნქტი:
„21. წინამდებარე გადაწყვეტილებით შპს „ჯეოსელისათვის“ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება 2019 წლის 1 იანვრიდან დაეკისროს სს „სილქნეტს“.
3. შევიდეს ცვლილება კომისიის 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:
„14. წინამდებარე გადაწყვეტილებით შპს „ჯეოსელისათვის“ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება 2019 წლის 1 იანვრიდან დაეკისროს სს „სილქნეტს“.
4. კომისიის 2011 წლის 25 იანვრის N26/9 გადაწყვეტილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების ჯგუფი განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) შპს „მაგთიკომი“;
ბ) შპს „მობიტელი“.
გ) სს „სილქნეტი“.“
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბოლო მომხმარებლებზე (აბონენტებზე) მოძრავი სატელეფონო ხმოვანი მომსახურების მიწოდების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დადგინდეს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ შემდეგი ავტორიზებული პირები:
ა) სს „სილქნეტი“;
ბ) შპს „მაგთიკომი“.“
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“, შპს „მობიტელმა“ და სს „სილქნეტმა“ კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, შემოსავლების, აგრეთვე სატარიფო გეგმების და აქციების ფარგლებში განხორციელებული ტრაფიკისა და მიღებული შემოსავლების შესახებ კომისიის მიერ მოთხოვნილი ფორმის შესაბამისად.“
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).
|
კომისიის თავმჯდომარე |
|
კახი ბექაური |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
|
|
|
