წვდომის მენიუ

შპს “ტივიჯის“ (ს/კ 430035721) წილის 10%-ის შპს „ინტელკომ ჯგუფის“ (ს/კ 202441189) მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 75 / 11

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2018 15:56

მიღების თარიღი თებერვალი 15, 2018

შპს “ტივიჯის“ (ს/კ 430035721) წილის 10%-ის შპს „ინტელკომ ჯგუფის“ (ს/კ 202441189) მიერ  შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2018 წლის 29 იანვარს წერილით მიმართა შპს “ტივიჯიმ“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/464-18 29.01.2018), შპს “ტივიჯის“ წილის 10%-ის შპს „ინტელკომ ჯგუფის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ტივიჯი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.7. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა

 ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი

ტელემაუწყებლობის ტრანზიტი. 

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ინტელკომ ჯგუფი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეზე:

B.S.3. თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება

 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.

 

 

 

 

 

 

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “ტივიჯის“ წილის მფლობელები არიან: შპს „აირმაქსი“ – 20%; შპს „ორდუნეტ“ – 15%; შპს „ინტელკომ ჯგუფი“ – 15%; შპს „გრინ ნეთვორქსი“ – 10%; შპს „დუბლლაინი“ -15%; შპს „აილინკ“ – 5%; ფიზიკური პირი ზაზა ზვიადაძე - 20%.  კომპანიის დირექტორია ბესიკი წაქაძე.

შპს „გრინ ნეთვორქსის“ (ს/კ 440889200) კუთვნილი შპს “ტივიჯის“ წილის 10%-ის შეძენის განზრახვა აქვს შპს „ინტელკომ ჯგუფს“, რომელიც ამ ტრანზაქციის განხორციელების შემთხვევაში გახდება შპს “ტივიჯის“ წილის 25%-ის მფლობელი.

შპს „გრინ ნეთვორქსის“ წილის 100%-ის მფლობელი და დირექტორია ფიზიკური პირი ლევან ომაძე.

კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს “ტივიჯის“ წილის 10%-ის შეძენის მსურველი შპს „ინტელკომ ჯგუფი“, ასევე შპს „ინტელკომ ჯგუფის“ პარტნიორები: ირაკლი ნოზაძე (წილის 16%-ის მფლობელი); სამსონ ხადური (წილის 6%-ის მფლობელი); სერგო ამირგულაშვილი (წილის 30%-ის მფლობელი); შორენა ებანოიძე (წილის 1%-ის მფლობელი); ზაზა ძაძამია (წილის 36%-ის მფლობელი); თემურ მექვაბიშვილი (წილის 10%-ის მფლობელი), აფილირებულნი სხვა ავტორიზებულ  პირებთან არ არიან.  შპს „ინტელკომ ჯგუფის“ 1%-ის მფლობელ ზაზა ზვიადაძის აფილირება დგინდება შპს “ტივიჯისთან“, სადაც იგი ფლობს წილის 20%-ს. ასევე შპს „ინტელკომ ჯგუფის“ წილის 16%-ის მფლობელი ირაკლი ნოზაძის აფილირება დგინდება შპს „გლობალ ნეთვორქსთან“, სადაც იგი წარმოადგენს ამ კომპანიის წილის 25%-ის მფლობელს და  დირექტორს.

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ინტელკომ ჯგუფი“ ახორციელებს თანამგზავრულ ინტერნეტ მომსახურებას. 2017 წელს შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებიდან შეადგინა 84769 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით - 22 აბონენტი.

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს “ტივიჯი“ ავტორიზაციით განსაზღვრულ საქმიანობას ამ ეტაპზე არ ახორციელებს. შესაბამისად, აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებამდე და განხორციელების შემდეგ, სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტული გარემო არ იცვლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ტივიჯის“ წილის 10%-ის შპს „ინტელკომ ჯგუფის“ მიერ შეძენა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

შესაბამისად, კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს “ტივიჯის“ წილის 10%-ის შპს „ინტელკომ ჯგუფის“ მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

:

1. მიეცეს თანხმობა შპს “ტივიჯის“, შპს “ტივიჯის“ წილის 10%-ის შპს „ინტელკომ ჯგუფის“ მიერ შეძენაზე.

2. განემარტოს შპს “ტივიჯის“, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს “ტივიჯი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ტივიჯისათვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ტივიჯისათვის“ ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს “ტივიჯისათვის“, ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).    

 

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

 

 

მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

 

 

                                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები