შპს „NEW-NET“- ის (ს/კ 445421696) წილის 20%-ის ფიზიკურ პირ მარინა ხომერიკის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2018 15:53
მიღების თარიღი თებერვალი 15, 2018
შპს „NEW-NET“- ის (ს/კ 445421696) წილის 20%-ის ფიზიკურ პირ მარინა ხომერიკის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2018 წლის 7 თებერვალს წერილით მიმართა შპს „NEW-NET“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/685-18 07.02.2018), ფიზიკურ პირ მარინა ხომერიკის მიერ ფიზიკურ პირ დავით ხომერიკის კუთვნილი შპს „NEW-NET“-ის წილის 20%-ის შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „NEW-NET“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა
პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.
B.F.2. ინტერნეტ მომსახურება
WiFi
|
|
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „NEW-NET“-ის პარტნიორები არიან: მაყვალა ამირანაშვილი (წილის 20%-ის მფლობელი); რუსუდან კრავჩენკო (წილის 20%-ის მფლობელი); დარინა აბულაძე (წილის 20%-ის მფლობელი); დავით დიასამიძე (წილის 20%-ის მფლობელი); დავით ხომერიკი (წილის 20%-ის მფლობელი). შპს „NEW-NET“-ის დირექტორია რუსუდან კრავჩენკო. კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „NEW-NET“-ის ერთ-ერთი პარტნიორის დავით ხომერიკის კუთვნილი 20%-იანი წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირის - მარინა ხომერიკის აფილირება სხვა ავტორიზებულ პირებთან არ დგინდება. კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „NEW-NET“ ახორციელებს ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით ქალაქ ბათუმში. 2017 წელს შპს „NEW-NET“-ის შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებიდან შეადგინა 86175 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით - 176 აბონენტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „NEW-NET“- ის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ მარინა ხომერიკის მიერ შეძენა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „NEW-NET“- ის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ მარინა ხომერიკის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. მიეცეს თანხმობა შპს „NEW-NET“- ს, შპს „NEW-NET“- ის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ მარინა ხომერიკის მიერ შეძენაზე; 2. განემარტოს შპს „NEW-NET“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „NEW-NET“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში; 3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „NEW-NET“- სათვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე); 4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „NEW-NET“- სათვის ჩაბარების დღიდან; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „NEW-NET“- სათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში; 6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი). |
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
|
მერაბ ქათამაძე |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე |
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე |
|
კომისიის წევრი |
|
გიორგი ფრუიძე |
|
|
|
|
