წვდომის მენიუ

შპს „ნიუ-ნეტ+“- ის (ს/კ 445478395) წილის 20%-ის ფიზიკურ პირ მარინა ხომერიკის, შპს „ნიუ-ნეტ+“- ის (ს/კ 445478395) წილის 20%-ის ფიზიკურ პირ რუსუდან კრავჩენკოს და შპს „ნიუ-ნეტ+“- ის (ს/კ 445478395) წილის 20%-ის მარინა ჩავლეიშვილის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ

ნომერი: 77 / 11

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2018 15:47

მიღების თარიღი თებერვალი 15, 2018

შპს „ნიუ-ნეტ+“- ის  (ს/კ 445478395) წილის 20%-ის ფიზიკურ პირ მარინა ხომერიკის, შპს „ნიუ-ნეტ+“- ის  (ს/კ 445478395) წილის 20%-ის ფიზიკურ პირ რუსუდან კრავჩენკოს და შპს „ნიუ-ნეტ+“- ის  (ს/კ 445478395) წილის 20%-ის მარინა ჩავლეიშვილის  მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  2018 წლის 7 თებერვალს წერილით მიმართა შპს „ნიუ-ნეტ+“- მა (კომისიაში რეგისტრაციის №შ-6/684-18 07.02.2018), შპს „ნიუ-ნეტ+“-ის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ მარინა ხომერიკის, შპს „ნიუ-ნეტ+“-ის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ რუსუდან კრავჩენკოს და შპს „ნიუ-ნეტ+“-ის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ მარინა ჩავლეიშვილის  მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, წილის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომლის წილის შეძენაც ხდება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ნიუ-ნეტ+“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა. 

A.F.3. ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

 პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.2. ინტერნეტ მომსახურება

 WiFi

 

 

 

 

 

 

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ნიუ-ნეტ+“-ის პარტნიორები არიან: დავით დიასამიძე (წილის 20%-ის მფლობელი); ირაკლი ჩაჩიბაია (წილის 20%-ის მფლობელი); დარინა აბულაძე (წილის 20%-ის მფლობელი); ალექსი ამირანაშვილი (წილის 20%-ის მფლობელი); დავით ხომერიკი (წილის 20%-ის მფლობელი).   შპს „ნიუ-ნეტ+“-ის დირექტორია დავით დიასამიძე.

შპს „ნიუ-ნეტ+“-ის 2018 წლის 7 თებერვლის №6/684 -18 წერილის თანახმად, დავით ხომერიკის კუთვნილი შპს „ნიუ-ნეტ+“-ის წილის 20%-ის შეძენის განზრახვა აქვს ფიზიკურ პირ მარინა ხომერიკს, ირაკლი ჩაჩიბაიას კუთვნილი შპს „ნიუ-ნეტ+“-ის წილის 20%-ის შეძენის განზრახვა აქვს ფიზიკურ პირ რუსუდან კრავჩენკოს, ხოლო ალექსი ამირანაშვილის კუთვნილი შპს „ნიუ-ნეტ+“-ის წილის 20%-ის შეძენის განზრახვა აქვს ფიზიკურ პირ მარინა ჩავლეიშვილს.

  კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის მონაცემებით, შპს „ნიუ-ნეტ+“-ის წილის შეძენის მსურველი ფიზიკური პირები მარინა ხომერიკი და მარინა ჩავლეიშვილი სხვა ავტორიზებულ პირებთან აფილირებულნი არ არიან. რაც შეეხება შპს „ნიუ-ნეტ+“-ის წილის შეძენის მსურველ ფიზიკურ პირ რუსუდან კრავჩენკოს, იგი აფილირებულია  შპს „NEW-NET“- თან, ვინაიდან წარმოადგენს ამ კომპანიის დირექტორს.

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, ფიზიკურ პირ რუსუდან კრავჩენკოსთან აფილირებული შპს „NEW-NET“ ახორციელებს ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით ქალაქ ბათუმში. 2017 წელს შპს „NEW-NET“-ის შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებიდან შეადგინა 86175 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით - 176 აბონენტი.

კომისიის საერთო სტატისტიკურ ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „ნიუ-ნეტ+“ ახორციელებს ფიქსირებული საცალო ინტერნეტ მომსახურებას WiFi ტექნოლოგიის გამოყენებით ქალაქ ბათუმში. 2017 წელს შპს „ნიუ-ნეტ+“-ის შემოსავლებმა აღნიშნული მომსახურებიდან შეადგინა 61800 ლარი, ხოლო აბონენტების რაოდენობამ 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით - 184 აბონენტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ნიუ-ნეტ+“- ის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ მარინა ხომერიკის, შპს „ნიუ-ნეტ+“- ის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ რუსუდან კრავჩენკოს და შპს „ნიუ-ნეტ+“- ის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ მარინა ჩავლეიშვილის  მიერ შეძენა, ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს და აღნიშნული ტრანზაქცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შპს „ნიუ-ნეტ+“- ის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ მარინა ხომერიკის, შპს „ნიუ-ნეტ+“- ის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ რუსუდან კრავჩენკოს და შპს „ნიუ-ნეტ+“- ის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ მარინა ჩავლეიშვილის  მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოებები.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 26-ე და 27-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

:

1. მიეცეს თანხმობა შპს „ნიუ-ნეტ+“-ს, შპს „ნიუ-ნეტ+“-ის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ მარინა ხომერიკის, შპს „ნიუ-ნეტ+“-ის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ რუსუდან კრავჩენკოს და შპს „ნიუ-ნეტ+“-ის წილის 20%-ის ფიზიკურ პირ მარინა ჩავლეიშვილის  მიერ შეძენაზე;

2. განემარტოს შპს „ნიუ-ნეტ+“-ს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ნიუ-ნეტ+“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ნიუ-ნეტ+“-სათვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ნიუ-ნეტ+“-სათვის ჩაბარების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6), შპს „ნიუ-ნეტ+“-სათვის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან, ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ. გოგიჩაიშვილი).                 

 

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

 

 

მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები