შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 22, 2018 11:53
მიღების თარიღი თებერვალი 15, 2018
შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2017 წლის 27 ნოემბერს კომისიას განცხადებით მიმართა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/9033-17) შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-მ კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის, კერძოდ აუდიო-ვიზუალური პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. კომისიამ კომპანიას სთხოვა დაეზუსტებინა, თუ კონკრეტულად რა ნაწილში ითხოვდა წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობას. 2018 წლის 05 თებერვლის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/644-18) კომპანიამ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა წარმოდგენილი ხელშეკრულებების კომერციულ საიდუმლოებად ცნობა ფასების და სხვა ფინანსური პირობების შესახებ ინფორმაციის ფარგლებში.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის პირველი ნაწილის, ასევე „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომერციული საიდუმლოება ეს არის ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.
შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ 2017 წლის 27 ნოემბრის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/9033-17) მოთხოვნილია შემდეგი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა:
ა) Eurokim a.s.-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 31 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება (2–13 გვ);
ბ) HBO Enterprises-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2016 წლის 05 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (14-22 გვ);
გ) Central Partnership Sales House-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 06 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (23-39 გვ);
დ) The Walt Disney Company CIS-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2016 წლის 26 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება და მისი დამატებები (40-79 გვ);
ე) Warner Bros-ის 2016 წლის 05 მარტის და 2017 წლის 20 აპრილის წერილები (80-88 გვ);
ვ) The Walt Disney Company CIS-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 10 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (89-107 გვ);
ზ) The Walt Disney Company CIS-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2016 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება და მისი დამატებები (115-132 გვ);
თ) CBS International Television-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 09 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (133-149 გვ);
ი) Universal Studios Limited-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2016 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება (150-183 გვ);
კ) Central Partnership Sales House-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 06 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი N2 (184-187 გვ);
ლ) Akelmonto Holdings Ltd-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 01 მაისისა და 14 მარტის გაფორმებული ხელშეკრულებები (188-208 გვ);
მ) Saran A.S.-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 01 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (209-218 გვ);
ნ) Akelmonto Holdings Ltd-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 01 მაისისა და 14 მარტის გაფორმებული ხელშეკრულებები (219-231 გვ);
ო) Motion Global Network, INC-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 21 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (232-240 გვ);
პ) Discovery Media Ventures Limited-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2015 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (241-257 გვ);
ჟ) Banijay Rights Limited-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 03 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (258-268 გვ);
რ) HBO Enterprises Contract-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2016 წლის 05 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება (269-278 გვ);
ს) MC Best Vision Limited-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 06 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება (279-285 გვ);
ტ) Motion Global Network, INC-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 21 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება (286-293 გვ);
უ) Saran A.S.-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 01 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (294-303 გვ);
ფ) The Walt Disney Company CIS-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2016 წლის 02 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება და მისი დამატებები (304-349 გვ);
ქ) Central Partnership Sales House-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 06 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება (350-366 გვ);
ღ) NBC Universal International-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2016 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (367-388 გვ);
ყ) The Walt Disney Company CIS-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2015 წელს გაფორმებული სალიცენზიო აქტები (389-398 გვ);
შ) Twentieth Century Fox-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2016 წლის 16 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება და მისი დამატებები (399-411 გვ);
აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, აგრეთვე წარმოდგენილი ხელშეკრულებები და მიიჩნია, რომ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შინაარსობრივად ნაწილობრივ შეიცავს კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, რადგან მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს ცნობებს კომპანიის მიერ გადასახდელი თანხებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს 2017 წლის 27 ნოემბრის განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/9033-17) უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მათ მიერ მოთხოვნილ ნაწილში ცნობილ უნდა იქნას კომერციულ საიდუმლოებად. გასათვალისწინებელია, რომ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ზემოაღნიშნული ნაწილების საჯაროდ დატოვებამ, შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიის კონკურენტუნარიანობას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პროფესიული და კომერციული ინფორმაცია გასაიდუმლოვდება უვადოდ. კომერციული საიდუმლოება ღიად უნდა გამოცხადდეს, თუ მას აღარ გააჩნია ის ღირებულება, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული, ხოლო ამავე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების და მისი ვადის გაგრძელების შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს შეაქვს შესაბამის რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის, 31–ე მუხლის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-19 მუხლის მე–4 პუნქტის და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს 2017 წლის 27 ნოემბრის და 2018 წლის 05 თებერვლის განცხადებები (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-6/9033-17 და შ-6/644-18):
ა) ცნობილ იქნას Eurokim a.s.-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 31 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
ბ) ცნობილ იქნას HBO Enterprises-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2016 წლის 05 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
გ) ცნობილ იქნას Central Partnership Sales House-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 06 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
დ) ცნობილ იქნას The Walt Disney Company CIS-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2016 წლის 26 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება და მისი დამატებები კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
ე) ცნობილ იქნას Warner Bros-ის 2016 წლის 05 მარტის და 2017 წლის 20 აპრილის წერილები კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
ვ) ცნობილ იქნას The Walt Disney Company CIS-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 10 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
ზ) ცნობილ იქნას The Walt Disney Company CIS-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2016 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება და მისი დამატებები კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
თ) ცნობილ იქნას CBS International Television-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 09 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
ი) ცნობილ იქნას Universal Studios Limited-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2016 წლის 26 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
კ) ცნობილ იქნას Central Partnership Sales House-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 06 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი N2 კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
ლ) ცნობილ იქნას Akelmonto Holdings Ltd-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 01 მაისისა და 14 მარტის გაფორმებული ხელშეკრულებები კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
მ) ცნობილ იქნას Saran A.S.-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 01 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
ნ) ცნობილ იქნას Akelmonto Holdings Ltd-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 01 მაისისა და 14 მარტის გაფორმებული ხელშეკრულებები კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
ო) ცნობილ იქნას Motion Global Network, INC-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 21 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
პ) ცნობილ იქნას Discovery Media Ventures Limited-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2015 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
ჟ) ცნობილ იქნას Banijay Rights Limited-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 03 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
რ) ცნობილ იქნას HBO Enterprises Contract-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2016 წლის 05 მაისს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
ს) ცნობილ იქნას MC Best Vision Limited-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 06 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
ტ) ცნობილ იქნას Motion Global Network, INC-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 21 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
უ) ცნობილ იქნას Saran A.S.-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 01 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
ფ) ცნობილ იქნას The Walt Disney Company CIS-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2016 წლის 02 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება და მისი დამატებები კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
ქ) ცნობილ იქნას Central Partnership Sales House-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2017 წლის 06 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
ღ) ცნობილ იქნას NBC Universal International-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2016 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
ყ) ცნობილ იქნას The Walt Disney Company CIS-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2015 წელს გაფორმებული სალიცენზიო აქტები კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
შ) ცნობილ იქნას Twentieth Century Fox-სა და შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შორის 2016 წლის 16 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება და მისი დამატებები კომერციულ საიდუმლოებად, ფასებისა და ფინანსური ხასიათის უფლება-მოვალეობების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ცნობილ იქნას ღიად;
2. ინფორმაცია შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალოს შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს მიერ ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ კომისიისათვის მომართვამდე ან იქამდე, სანამ იგი არ დაკარგავს იმ ღირებულებას, რის გამოც ასეთად იქნა მიჩნეული;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 31–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, სათანადო წესით შესაბამის რეესტრში შეტანა (ნ.ჯავახიძე);
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-სთვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6) 1 თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
|
მერაბ ქათამაძე |
|
კომისიის წევრი |
|
ვახტანგ აბაშიძე
|
|
კომისიის წევრი
|
|
გიორგი ფრუიძე
|
|
კომისიის წევრი |
|
ელისო ასანიძე
|
