წვდომის მენიუ

„განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის №706/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: 79 / 19

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2018 15:50

მიღების თარიღი თებერვალი 15, 2018

„განცალკევებული აღრიცხვის  ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის706/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია“)  აღნიშნავს, რომ „განცალკევებული აღრიცხვის  ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის №706/22 გადაწყვეტილებით, „განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის №706/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კომისიის 2017 წლის14 დეკემბრის №810/19 გადაწყვეტილებით,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების” საფუძველზე და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მომართვის თანახმად,  სს „სილქნეტისათვის“, შპს „ახალი ქსელებისათვის“, შპს „ახტელისათვის“, შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისათვის“, შპს „მობიტელისათვის“, შპს „ჯეოსელისათვის“, შპს „კავკასუს ონლაინისათვის“, შპს „მაგთიკომისათვის“ დადგინდა 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადებისაგან განსხვავებული ვადები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“ 2017 წლის 16 ოქტომბერს №01-02/9508 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის №6/8039-17 17.10.2017) მიმართა კომისიას თხოვნით, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშისა და სააღრიცხვო პოლიტიკის კომისიაში წარმოდგენის დადგენილი ვადებისაგან განსხვავებული ვადების განსაზღვრა, რაც გათვალისწინებული იქნა კომისიის №706/22 26.10.2017 გადაწყვეტილებაში.

შპს „კავკასუს ონლაინის“ 2018 წლის 25 იანვრის №01-02/9541 წერილით (კომისიაში რეგისტრაციის  №6/405-18 25.01.2018) კიდევ ერთხელ იქნა მოთხოვნილი კომისიის №706/22 26.10.2017 გადაწყვეტილებით დადგენილი ვადების შეცვლა, კერძოდ, 2017 წლის დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის მოცულობისა და დამუშავების სირთულიდან გამომდინარე, კომპანიამ მოითხოვა სააღრიცხვო პოლიტიკის წარდგენის  ბოლო ვადად, ნაცვლად 2018 წლის 31 იანვრისა, განისაზღვროს 2018 წლის 30 აპრილი, ხოლო განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარდგენის ბოლო ვადად, ნაცვლად 2018 წლის 1 სექტემბრისა - 2018 წლის 15 დეკემბერი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიამ ნაწილობრივ უნდა დააკმაყოფილოს თხოვნა და განუსაზღვროს შპს „კავკასუს ონლაინს“ განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშისა და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენის გონივრული ვადები, სხვა ავტორიზებული პირებისათვის კომისიის №706/22 26.10.2017 გადაწყვეტილებით დადგენილი მაქსიმალური ვადების ფარგლებში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, კომისიის 2006 წლის 20 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული ”ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების”  მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 103-ე, 104-ე, და 105-ე მუხლების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეტანილ იქნას ცვლილება „განცალკევებული აღრიცხვის  ანგარიშის და სააღრიცხვო პოლიტიკის წარმოდგენისათვის განსხვავებული ვადების დადგენის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 ოქტომბრის №706/22 გადაწყვეტილებაში;

2. გადაწყვეტილების პირველი პუნქტის  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ - სააღრიცხვო პოლიტიკის წარდგენის ვადა - 2018 წლის 30 აპრილამდე, განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშის წარდგენის ვადა - 2018 წლის 1 სექტემბრამდე“;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gncc.ge გამოქვეყნებისთანავე;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6)  ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (დ.გოგიჩაიშვილი).             

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

 

 

მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები