წვდომის მენიუ

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ განცხადების განხილვის შესახებ

ნომერი: 96 / 16

გამოქვეყნების თარიღი მარტი 19, 2018 10:20

მიღების თარიღი თებერვალი 22, 2018

სსიპსაზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ  ()იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ განცხადების განხილვის შესახებ

I.საქმის აღწერა 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ (Nშ-6/640-18; 05.02.2018). განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2017 წლის დეკემბერში, ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“  სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი    2“-ს წარუდგინა ვიდეო რგოლი, სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსების მოთხოვნით. სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ წერილობით, ხოლო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ზეპირი ფორმით უარი განუცხადეს ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს“ წარდგენილი ვიდეო მასალის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი სარეკლამო რგოლი განეკუთვნება სოციალური რეკლამის კატეგორიას, სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და მაუწყებელთა უარი ვიდეო რგოლის ეთერში განთავსებაზე უსაფუძვლოა.

ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამაუწყებლო ეთერში ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსად განთავსებაზე განცხადების ავტორს უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ ვიდეო რგოლში მითითებულია ააიპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ლოგო, ასევე ორგანიზაციის ვებგვერდის (მომხმარებელი.ge) სახელწოდება და მისამართი, სადაც აღნიშნულია იმ სერვისების და აქტივობების შესახებ, რასაც ახორციელებს ვიდეო რგოლის წარმდგენი ორგანიზაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მიიჩნია, რომ ვიდეო რგოლი შეიცავდა კომერციული რეკლამის ნიშნებს და უარი განაცხადა ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით სამაუწყებლო ეთერში განთავსებაზე. 

()იპსაქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისმოთხოვნა: 

სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში განთავსების დავალდებულება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2018 წლის 14 თებერვალს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლისა და  65-ე  მუხლის  შესაბამისად, კომისიამ მიიღო №72/16 გადაწყვეტილება სსიპსაზოგადოებრივი მაუწყებლისადა შპსსამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ  ()იპსაქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ განცხადების განსახილველად მიღების თაობაზე და საკითხის განხილვა დანიშნა 2018 წლის 22 თებერვალს.

კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის სხდომაზე გამოცხადდნენ ()იპსაქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“  წარმომადგენელი ვ.კობალაძე და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელი დ. ბერძენიშვილი, არ გამოცხადდა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წარმომადგენელი, რომელსაც სხდომის დღის დანიშვნის თაობაზე ეცნობა კანონით განსაზღვრული წესით.

კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის სხდომაზე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და ()იპსაქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“  წარმომადგენლებმა წარადგინეს მორიგების აქტის პროექტი, რომლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ ვიდეო რგოლის ბოლოს მითითებული ვებ გვერდის - მომხმარებელი.ge-ს ამოღების შემთხვევაში ვიდეო რგოლი განთავსდება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით. კომისიის სხდომაზე გამოცხადებულმა მხარეებმა განაცხადეს თანხმობა აღნიშნული პირობების გათვალისწინებით ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებაზე.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის (08.02.18 Nშ-10/717-18) დასკვნის შესაბამისად, სადავო ვიდეო რგოლი ცალსახად ხასიათდება სოციალური რეკლამის კანონმდებლობით განსაზღვრული მახასიათებლებით. კერძოდ, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ვიდეო რგოლი მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ და საზოგადოების ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ, ამასთან დეპარტამენტს მიაჩნია, რომ სოციალური რეკლამის ფარგლებში ორგანიზაციის დასახელების მითითება, ისევე, როგორც ორგანიზაციის ლოგოს სოციალური რეკლამის ბოლოს ამონათება, რომელიც ამა თუ იმ საზოგადოებრივი სიკეთის ხელშემწყობი კამპანიის მხარდამჭერია არ უნდა შეფასდეს, როგორც ამ ორგანიზაციის რეკლამირება, ხოლო რაც შეეხება ვებ-გვერდის (მომხმარებელი.ge) მითითებას, დეპარტამენტს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ვიდეო რგოლი უნდა დაკორექტირდეს იმგვარად, რომ აღნიშნული ვებგვერდის მისამართი ამოღებული იქნას ვიდეო რგოლიდან. 

II. კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები: 

1. ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (Nშ-6/640-18; 05.02.2018) განცხადება თანდართული  განცხადების ავტორისა და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმოწერითა და სადაო ვიდეო რგოლის ჩანაწერით (DVD)“;

2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის (08.02.18 Nშ-10/717-18) სამსახურებრივი ბარათი (დასკვნა);

3. ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლების მიერ კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის სხდომაზე  მიცემული ახსნა-განმარტებები; 

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: 

1. ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს წერილობით მიმართა სოციალური რეკლამის სტატუსით ვიდეო რგოლის განთავსების მოთხოვნით;

2. სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა უარი განაცხადეს ზემოაღნიშნული ვიდეო რგოლის სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებაზე.

3. ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ვიდეო რგოლი შეიცავს საახალწლო პიროტექნიკის უსაფრთხო გამოყენების თაობაზე ინფორმაციას, მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ და საზოგადოებრის ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ, ამასთან  სოციალური რეკლამის ფარგლებში მითითებულია ორგანიზაციის დასახელება, და ორგანიზაციის ლოგო, ვიდეო რგოლის ბოლოს ასევე მითითებულია ვებ-გვერდი - მომხმარებელი.ge, რომელიც შეიცავს კომერციული რეკლამისათვის დამახასიათებელ შეტყობინებებს.

4. სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის სხდომაზე  თანხმობა განაცხადა, რგოლის დაკორექტირების, კერძოდ ვებგვერდის - მომხმარებელი.ge-ს ამოღების შემთხვევაში, ვიდეო რგოლის საკუთარ ეთერში სოციალური რეკლამის სტატუსით განთავსებასთან დაკავშირებით. 

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება: 

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა, აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს;

2.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციას წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში ჯამში არანაკლებ 60 წამისა, რომლიდანაც არანაკლებ 10 წამისა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სათანადო სარეკლამო რგოლის წარმოდგენის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სოციალურ რეკლამას უნდა დაუთმოს.

კომისია აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“  მიერ მაუწყებლებისთვის წარდგენილი ვიდეო რგოლი მიმართულია საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისკენ და საზოგადოებრივი ქცევის პოზიტიური თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ, ამასთან სოციალური რეკლამის ფარგლებში ორგანიზაციის დასახელების მითითება, ისევე, როგორც ორგანიზაციის ლოგოს სოციალური რეკლამის ბოლოს ამონათება, რომელიც ამა თუ იმ საზოგადოებრივი სიკეთის ხელშემწყობი კამპანიის მხარდამჭერია არ უნდა შეფასდეს, როგორც ამ ორგანიზაციის რეკლამირება, ხოლო რაც შეეხება ვებ-გვერდის - მომხმარებელი.ge-ს მითითებას, კომისიას მიაჩნია, რომ ვებგვერდი მომხმარებელი.ge შეიცავს კომერციული რეკლამისთვის დამახასიათებელ შეტყობინებებს, ამდენად ვიდეო რგოლის იმგვარად დაკორიქტირებით, რომ რგოლიდან ამოღებული იქნას ვებგვერდის მომხმარებელი.ge-ს წარწერა, ვიდეო რგოლი მიჩნეული იქნება, როგორც სოციალური რეკლამა.

V. სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის  ვ) ქვეპუნქტის, მე-14 მუხლისა და  65-ე  მუხლის  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1. ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (Nშ-6/640-18; 05.02.2018) განცხადება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს დაევალოთ, ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ იმგვარად დაკორექტირებული სარეკლამო რგოლის წარდგენის შემთხვევაში რა დროსაც რგოლიდან ამოღებული იქნება ვებგვერდის - მომხმარებელი.ge-ს სახელწოდება, განათავსონ ვიდეო რგოლი სამაუწყებლო ბადეში სოციალური რეკლამის სტატუსით;

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების ა(ა)იპ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა“, სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-სთვის გაგზავნა;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების მხარეებისთვის ჩაბარების დღიდან;

5. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე: ქ. თბილისის, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6);

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი.მახარაძე).

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები