შპს „ჯიემთივის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2019 14:21
მიღების თარიღი ივლისი 25, 2019
შპს „ჯიემთივის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ჯიემთივიმ“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/3006, 16.07.2019 და №19-6/3043 19.07.2019) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „ჯიემთივი“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;
ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;
თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: ინტერნეტით მაუწყებლობა - ავტორიზაციის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, ხოლო საკაბელო ოპერატორების ქსელის გამოყენებით მაუწყებლობა - ავტორიზაციის მიღებიდან სამი თვის ვადაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება „GM TV“.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჯიემთივის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:
1. კომპანიის განცხადება;
2. შპს „ჯიემთივის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;
6. ინფორმაცია განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ;
7. ინფორმაცია აქტივებისა და პასივების შესახებ;
8. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული - მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 371 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:
ა)ადმინისტრაციული ორგანო, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი; დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ)იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს „ჯიემთივის“ მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად შპს „ჯიემთივის“ დირექტორები და 50%-50%-იანი წილების მფლობელები არიან ქეთევან მიქაძე (პ/ნ 01027029669) და ნათია კეპაშვილი (პ/ნ 59003003783). წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორები ადასტურებენ, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა შპს „ჯიემთივის“ დირექტორების და დამფუძნებლების ქეთევან მიქაძის (პ/ნ 01027029669) და ნათია კეპაშვილის (პ/ნ 59003003783) მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ- გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ქეთევან მიქაძის (პ/ნ 01027029669) და ნათია კეპაშვილის (პ/ნ 59003003783) მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge გადამოწმების შედეგად ქეთევან მიქაძის (პ/ნ 01027029669) და ნათია კეპაშვილის (პ/ნ59003003783) მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. შესაბამისად კომისიის მიერ გადამოწმდა შპს „ჯიემთივის“ მისი დამფუძნებლების და ბენეფიციარი მესაკუთრის აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შპს „ჯიემთივის“ და მისი დამფუძნებლების აფილირება ლიცენზიის ან ავტორიზაციის მფლობელ სხვა პირებთან არ ფიქსირდება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 25 ივლისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ჯიემთივის“ წარმომადგენელი.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „ჯიემთივის“ მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შპს „ჯიემთივი“ შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა)ინტერნეტი - უფასო;
ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა:
თ.ა) ინტერნეტით მაუწყებლობა - 2019 წლის 8 აგვისტომდე;
თ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - 2019 წლის 25 ოქტომბრამდე;
2. შპს „ჯიემთივი“ ვალდებულია:
ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
3. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა.
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯიემთივისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს
„ჯიემთივისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ჯიემთივისთვის“ ჩაბარებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური კომისიის თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი
ელისო ასანიძე კომისიის წევრი
გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი
