შპს „ფორმულას“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2019 22:23
მიღების თარიღი აგვისტო 29, 2019
შპს „ფორმულას“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „ფორმულამ“ (ს/ნ 405345666) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-7/3295, 13.08.2019 და №შ-19-7/3500, 22.08.2019) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „ფორმულა“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს სტერეო+-ის მულტიპლექსი;);
ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო); ვ.გ) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);
ზ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები - უფასო; ზ.გ) ინტერნეტი - უფასო;
ზ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2019 წლის ოქტომბრიდან.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ფორმულას“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:
1. კომპანიის განცხადება;
2. შპს „ფორმულას“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;
6. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული - მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია ასევე ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 13 აგვისტოს შპს „ფორმულას“ მიერ წარმოდგენილ განცხადებაში არ იყო მითითებული ბრენდული სახელწოდება. განცხადების მე-7 პუნქტში არ იყო მითითებული თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების და მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით მაუწყებლობის დაწყების თარიღი. ამავე პუნქტში არ იყო მითითებული ინტერნეტით და შპს „სტერეო+“-ის მულტიპლექსის გამოყენებით მაუწყებლობის დაწყების ზუსტი თარიღი.
გარდა ამისა ხარვეზით იყო წარმოდგენილი დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ:
ა) არ იყო მითითებული თუ რა პერიოდზე იყო გაწერილი გეგმა;
ბ) გეგმაში მითითებული იყო შემოსავლების სახეები, რომლებიც კომპანიაში შემოვიდოდა მაუწყებლობის დაწყების შემდგომ. გეგმაში არ იყო მითითებული თუ რა ფულადი სახსრებით, აქტივებით გეგმავდა კომპანია მაუწყებლობის დაწყებას.
ასევე გამომდინარე იქიდან, რომ დაფინანსების გეგმაში მითითებული იყო მულტიპლექსით, სატელიტით, საკაბელო ოპერატორების ქსელის და ინტერნეტის გამოყენებით გავრცელების ხარჯები, წარმოსადგენი იყო შემდეგი ინფორმაცია:
ა) შპს „სტერეო+“თან გაფორმებული შეთანხმების წერილი/ხელშეკრულება მულტიპლექსში თავისუფალი რესურსის არსებობისა და შპს „ფორმულას“ სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ;
ბ) თანამგზავრულ ოპერატორთან გაფორმებული შეთანხმების წერილი/ხელშეკრულება შპს
„ფორმულას“ სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ;
გ) საკაბელო ოპერატორებთან გაფორმებული შეთანხმების წერილი/ხელშეკრულება შპს
„ფორმულას“ სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ. განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი:
ა) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ (განცხადებული საწესდებო კაპიტალის შესახებ ინფორმაცია დადასტურებული უნდა ყოფილიყო შესაბამისი დოკუმენტით, ხოლო განაღდებული ნაწილის თაობაზე ინფორმაცია აუდიტორული კომპანიის მიერ);
ბ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ (ცნობაში მითითებული ინფორმაცია დადასტურებული უნდა ყოფილიყო აუდიტორული კომპანიის მიერ).
კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-19-16/2486, 15.08.2019წ.). შპს „ფორმულამ“ ზემოაღნიშნული ინფორმაცია კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის 22 აგვისტოს (№შ-19-7/3500).
შპს „ფორმულამ“ 2019 წლის 22 აგვისტოს წერილში ასევე დააზუსტა, რომ კომპანიას ამ ეტაპზე არ სურს მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით მაუწყებლობაზე ავტორიზაციის გავლა. წერილში აღნიშნულია, რომ მაუწყებლის ბრენდული სახელწოდება იქნება „ფორმულა“/“Formula” და მაუწყებლობის დაწყების თარიღი (ყველა ტექნლოლოგიის გამოყენებით) 2019 წლის პირველი ოქტომბერი. შპს „ფორმულამ“ 2019 წლის 29 აგვისტოს კომისიაში დამატებით წარმოადგინა (წერილი №შ-19-6/3555, 29.08.2019წ.) 2019 წლის 22 აგვისტოს წარმოდგენილი ფინანსური შემომწირველის განზრახულობის წერილის ნოტარიულად დამოწმებული ვარიანტი.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 371 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:
ა)ადმინისტრაციული ორგანო, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი; დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ)იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ შესწავლილ იქნა შპს „ფორმულას“ მიერ წარმოდგენილი, საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ამავე დროს, კომისიის მიერ უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან გადამოწმებულ იქნა დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 371 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, კერძოდ: წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად შპს „ფორმულას“ დირექტორი და 25%-იანი წილის მფლობელი არის ზურაბ გუმბარიძე (პ/ნ01024037522), 25%-იანი წილის მფლობელია მიხეილ მშვილდაძე (პ/ნ 01027007834), 25%-იანი წილის მფლობელია ირაკლი საღინაძე (პ/ნ 01010009580) და 25%-იანი წილის მფლობელია გიორგი ლიფონავა (პ/ნ 01010000641). წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ ავტორიზაციის მსურველი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენს: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა შპს „ფორმულას“ დირექტორის და დამფუძნებლების ზურაბ გუმბარიძის (პ/ნ 01024037522), მიხეილ მშვილდაძის (პ/ნ 01027007834), ირაკლი საღინაძის (პ/ნ 01010009580) და გიორგი ლიფონავას (პ/ნ 01010000641) მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ზურაბ გუმბარიძის (პ/ნ 01024037522), მიხეილ მშვილდაძის (პ/ნ 01027007834), ირაკლი საღინაძის (პ/ნ01010009580) და გიორგი ლიფონავას (პ/ნ
01010000641) მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები მითითებულ ვებ- გვერდზე არ იძებნება. ასევე ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge გადამოწმების შედეგად ზურაბ გუმბარიძის (პ/ნ 01024037522), მიხეილ მშვილდაძის (პ/ნ01027007834), ირაკლი საღინაძის (პ/ნ 01010009580) და გიორგი ლიფონავას (პ/ნ 0110000641)მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. შესაბამისად კომისიის მიერ გადამოწმდა შპს „ფორმულას“ მისი დამფუძნებლების და ბენეფიციარი მესაკუთრეების აფილირება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის ან ლიცენზიის მფლობელ სხვა პირებთან. კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შპს „ფორმულას“ და მისი დამფუძნებლების აფილირება ლიცენზიის ან ავტორიზაციის მფლობელ სხვა პირებთან არ ფიქსირდება.
კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 29 აგვისტოს სხდომას ესწრებოდნენ შპს „ფორმულას“ დირექტორი ზურაბ გუმბარიძე, ფინანსისტი ოთარ ჩაჩანიძე, იურისტები: ეთერ ქათამაძე და იური ობგაიძე.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „ფორმულას“ მაუწყებლად ავტორიზაცია და მისი მონაცემების რეგისტრაცია კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გატარდეს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შპს „ფორმულა“ (ს/ნ 405345666) შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი( შპს სტერეო+-ს მულტიპლექსი);
ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო); ვ.გ) ინტერნეტი (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);
ზ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები - უფასო; ზ.გ) ინტერნეტი - უფასო;
თ) მაუწყებლობის დაწყების თარიღი ყველა ტექნოლოგიის გამოყენებით: 2019 წლის 1 ოქტომბერი;
2. შპს „ფორმულას“ ავტორიზაციის თარიღია: 29.08.2019, 15:08 საათი.
3. შპს „ფორმულა“ ვალდებულია:
ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ფორმულასთვის“ გაგზავნა (თ.დანელია);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „ფორმულასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ფორმულასთვის“ ჩაბარებისთანავე;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–3 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
ელისო ასანიძე კომისიის წევრი
მერაბ ქათამაძე კომისიის თავმჯდომარე - მ.შ.
გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი
ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი
