შპს „მაიგოუს“ ავტორიზაციის განცხადების განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 23, 2019 14:27
მიღების თარიღი სექტემბერი 17, 2019
შპს „მაიგოუს“ ავტორიზაციის განცხადების განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „მაიგოუმ“ (კომისიაში რეგისტრაციის №19-6/3560, 29.08.2019) ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „მაიგოუ” ითხოვდა ჰოსტინგზე ავტორიზაციას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაიგოუს“ განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი კომპანიის წესდება და ავტორიზაციის დეკლარაცია.
კომისიამ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა. შპს „მაიგოუმ“ ზემოაღნიშნული ინფორმაცია კომისიაში არ წარმოადგინა განსაზღვრულ ვადაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განუხილველად დარჩეს შპს „მაიგოუს“ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის№19-6/3560, 29.08.2019) და შეწყდეს განცხადების განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტი):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მაიგოუსთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „მაიგოუსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მაიგოუსთვის“ ჩაბარებისთანავე;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური კომისიის თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი
გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი
მერაბ ქათამაძე კომისიის წევრი
