ააიპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროსთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2019 13:16
მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2019
ააიპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროსთვის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ააიპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარომ“ (ს/ნ 225378267) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/4228, 04.11.2019) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, ააიპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყარო“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: სათემო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 24 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო); ვ.ბ) ინტერნეტი (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები - უფასო; ზ.ბ) ინტერნეტი - უფასო;
ზ.გ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 2019 წლის 15 ნოემბერი;
როგორც განცხადებაშია აღნიშნული სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდება იქნება
„ქალთა რადიო WW“.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროს“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, კერძოდ:
1. კომპანიის განცხადება;
2. ააიპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროს“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
4. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
5. საკუთარი პასუხისმგებლობით შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია;
6. ინფორმაცია სს „საქართველოს ბანკში“ საბანკო ანგარიშებზე რიცხული ნაშთების შესახებ 2019 წლის 29 ოქტომბრის მდომარეობით;
7. საკუთარი პასუხისმგებლობითა და ”მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად შევსებული ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 4 ნოემბერს ააიპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროს“ მიერ წარმოდგენილი განცხადების მე-6 და მე-8 პუნქტებში მითითებული ინფორმაცია შეუსაბამოდ იყო შევსებული. კერძოდ, დასაზუსტებელი იყო რა ტექნოლოგიის საშუალებით აპირებდნენ რადიომაუწყებლობის განხორციელებას, ასევე ტექნოლოგიის შესაბამისად მისათითებელი იყო მაუწყებლობის დაწყების თარიღები და მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა. ასევე დასაზუსტებელი იყო სათემო რადიომაუწყებლობის განხორციელება სურდათ თუ კერძო საერთო რადიომაუწყებლობის.
განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით იყო წარმოდგენილი:
ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ ფულად გასავლებში მითითებული არ იყო ტექნოლოგიების მიხედვით გავრცელების ხარჯები; ასევე არ იყო მითითებული თუ რა პერიოდზე იყო გაწერილი გეგმა.
ბ) ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ (დანართი N3) არასწორად იყო შევსებული კერძოდ დასახელების გრაფაში მითითებული არ იყო აქტივის დასახელება ასევე ფორმაში არ იყო ასახული კომპანიის ნებისმიერი აქტივი მათ შორის საბანკო ანგარიშებზე რიცხული ნაშთები.
გ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, კერძოდ კონცეფცია არ შეიცავდა პროგრამულ მიმართულებებს და მათ მოკლე აღწერილობას. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4) ქვეპუნქტის თანახმად სამაუწყებლო კონცეფცია არის – ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მაუწყებლობის მოდელს და შეიცავს პროგრამული მიმართულებების მოკლე აღწერილობას.
განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში არ იყო წარმოდგენილი:
ა) ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ (ცნობაში მითითებული ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს აუდიტორული კომპანიის მიერ);
ბ) ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ (ცნობაში მითითებული ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს აუდიტორული კომპანიის მიერ).
კომპანიას ასევე განესაზღვრა წარმოედგინა დოკუმენტი, სადაც ფიქსირდება თუ ვინ არიან ააიპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროს“ გამგეობის წევრები და ბენეფიციარი მესაკუთრეები.
კომისიამ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განმცხადებელს ზემოაღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენისთვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა (წერილი №გ-19-03/3318, 07.11.2019წ.). გაგზავნილი წერილი კომპანიას ჩაბარდა
2019 წლის 12 ნოემბერს. ააიპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროს“ მოთხოვნილი ინფორმაცია 2019 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-5 ქვეპუნქტის და 38-ე მუხლის, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 98-ე და 99-ე მუხლებისა და VII თავის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას ააიპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროს“ (ს/ნ 225378267) მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის გამო;
2. განემარტოს ააიპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროს“, რომ ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტი):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროსთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) ააიპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ააიპ ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია „ქალი და სამყაროსთვის“ ჩაბარებისთანავე;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–3 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
კახი ბექაური თავმჯდომარე
