წვდომის მენიუ

ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-19-13 / 552

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 24, 2019 12:02

მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2019 2:02

ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული №შ-19-7/3042, 19.07.19) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის გამართული ფუნქციონირებისთვის სტუდიიდან დამალას მთის ტელეანძამდე ციფრული სიგნალის მისაწოდებლად   სარელეო სიხშირის  5 წლის ვადით მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდი“ ფლობს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №MUX-F ლიცენზიას. ასევე ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდი“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს და მას ავტორიზაცია გავლილი აქვს შემდეგ საქმიანობაზე:

A.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით ასევე შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფა;

B.T.1 ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელითა და საშუალებებით სატელევიზიო არხების ტრანზიტი.

„ელექტრონული    კომუნიკაციების     შესახებ“   საქართველოს  კანონის  471 მუხლის  მე-4 პუნქტის   შესაბამისად, „კომისია  უფლებამოსილია    ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელებისათვის დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით გამოსაყენებლად ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიისთვის წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, აგრეთვე რადიოსიხშირით/რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების მისთვის სასურველ ვადას, რომელიც 15 წელს არ უნდა აღემატებოდეს, მიანიჭოს რადიოსიხშირე/რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს კომისია „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“.

ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად „ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადასახდელი თანხა. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში, გარდა ლიცენზიის მისაღებად გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურისა, რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“

კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2019 წლის 23 აგვისტოს №19-10-1630 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდს“, შესაძლებელია მიენიჭოს რადიოსიხშირე სამსახურებრივ ბარათში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2019 წლის 23 აგვისტოს №19-10-1630 სამსახურებრივი ბარათში განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ (2019 წლის 10 სექტემბრის №19-10-1744 სამსახურებრივი ბარათი) გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც 2019 წლის 19 სექტემბრიდან სიხშირული რესურსის ხუთი წლის ვადით მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 421.08 ლარი.

აქედან პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (19.09.19-დან) მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე შეადგენს 43.08 ლარს;

მეორე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 151.2 ლარს;

მესამე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 75.6 ლარს;

მეოთხე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 75.6 ლარს; მეხუთე კალენდარული წლის საფასური შეადგენს 75.6 ლარს;

ამავე დადგენილების 71 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ერთ წელზე მეტი ვადით მოთხოვნისას პირველი კალენდარული წლის საფასურის, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, გადახდა ხორციელდება წინასწარ, ხოლო ყოველი შემდგომი წლიური საფასური, რომელიც ემთხვევა კალენდარულ წელს, ყოველი წლის დასაწყისში არაუგვიანეს 20 იანვრისა. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური ირიცხება კომისიის ბიუჯეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ   2019 წლის 11 სექტემბერს ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდს“ გაეგზავნა წერილი №გ-19-16/2761, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა პირველი კალენდარული წლის საფასური, რომელიც განისაზღვრება სარგებლობის უფლების გაცემიდან (19.09.19-დან) მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე და შეადგენს 43.08 ლარს. წერილის თანახმად, კომპანიას თანხის გადახდა უნდა განეხორციელებინა 2019 წლის 17 სექტემბრამდე.   ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდმა“ 2019 წლის 17 სექტემბერს კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 43.08 ლარი.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  2019  წლის  19  სექტემბრის  სხდომაზე  კომისიამ იმსჯელა ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდისთვის“ არაკომერციული დამხმარე ტექნოლოგიური, დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირით სარგებლობის უფლების მინიჭება ხუთი წლის ვადით.

„ელექტრონული    კომუნიკაციების    შესახებ“ საქართველოს    კანონის    471 მუხლის    მე-4 პუნქტის და  „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  მიენიჭოს ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F2163 დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით 2019 წლის 19 სექტემბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;

2. ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ გეოგრაფიული კოორდინატებით განსაზღვრულ წერტილებს შორის მონაკვეთებზე (სტუდია - დამალას მთის ანძა), ცალმხრივი მიმართულებით;

3. განესაზღვროს ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდს“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური - 421.08  (ოთხას ოცდაერთი ლარი და რვა თეთრი)  ლარის ოდენობით;

4. უზრუნველყოს ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდმა“ ამ გადაწყვეტილების მე-

3 პუნქტში განსაზღვრული საფასურის - 421.08 (ოთხას ოცდაერთი ლარი და რვა თეთრი)  ლარის დარჩენილი ნაწილის გადახდა შემდეგი გრაფიკის და რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღების დასახელება - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

საიდენტიფიკაციო კოდი - 204953050; ანგარიშის IBAN – GE06 TB70 2063 6070 1000 02; მიმღების ბანკი - სს თიბისი ბანკი;

მიმღები ბანკის კოდი - TBCBGE22;

დანიშნულება - რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური არაკომერციული და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის.

მეორე კალენდარული წლის საფასური 151.2 ლარი - 2020 წლის 20 იანვრამდე;

მესამე კალენდარული წლის საფასური 75.6 ლარი - 2021 წლის 20 იანვრამდე; მეოთხე კალენდარული წლის საფასური 75.6 ლარი - 2022 წლის 20 იანვრამდე; მეხუთე კალენდარული წლის საფასური 75.6 ლარი - 2023 წლის 20 იანვრამდე.

5. ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-

4 პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

6. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდისთვის“ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

7. დაევალოს ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდს“ გადაწყვეტილების მიღებიდან

20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით  გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი);

9. დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის (ლ. ლაშქარავა) და ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტებს (მ. ქადეიშვილი) ააიპ „სამცხე-ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდისთვის“ მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

10. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ააიპ „სამცხე- ჯავახეთის მედიის ხელშეწყობის ფონდისთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

11. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა    კოლეგიაში    (დავით    აღმაშენებლის    ხეივანი,    მე-12    კმ.,    №6) გადაწყვეტილების    დამოწმებული    ასლის    ააიპ    „სამცხე-ჯავახეთის    მედიის    ხელშეწყობის ფონდისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს (ლ.ლაშქარავა);

14. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8,  მე-10  და  მე-13  პუნქტებისა)  დაევალოს  ლიცენზირების,  ავტორიზაციის  და  ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

მერაბ ქათამაძე კომისიის წევრი

ვახტანგ აბაშიძე  კომისიის წევრი 

გიორგი ფრუიძე  კომისიის წევრი

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის 2019  წლის 19 სექტემბრის № გ-19-13/552  გადაწყვეტილების დანართი

 

 

 

 

პუნქტი A

 

 

 

კოორდინატე ბი

 

 

 

პუნქტი B

 

 

 

კოორდინატე ბი

 

A  Tx

(მჰც)

 

ზოლის სიგანე (მჰც)

 

სიმძლავრე (ვტ)

სტუდია, ნინოწმინდა

41°15'45.75"N

43°35'44.01"E

დამალას მთის ანძა

41°35'55.71"N

43°19'13.43"E

6404.75

29

1.0

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები