წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №38 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-19-17 / 452

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2019 17:34

მიღების თარიღი აგვისტო 01, 2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №38 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2019 წლის 01 აგვისტოს N38 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    კომისიის 2019 წლის 01 აგვისტოს N38 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:

ა) შპს „ტვ სარფისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე  (მომხს. თ.გოშუა -სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

ბ) სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №157/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

გ) შპს „ენკენი ფილმს ფფ9“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).

2. გადაიდოს კომისიის 2019 წლის 01 აგვისტოს N38 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხის (საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის რადიოსიხშირული ზოლების მინიჭების შესახებ)  განხილვა 2019 წლის 5 აგვისტოს, 15:00 საათზე ხმის მიცემის უფლების მქონე კომისიის წევრთა ქვორუმის არარსებობის გამო;

3. კომისიის 2019 წლის   01 აგვისტოს N38 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური   კომისიის თავმჯდომარე 

ელისო ასანიძე  კომისიის წევრი 

გიორგი ფრუიძე  კომისიის წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №38 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი   2019  წლის 01 აგვისტო, 15:00 საათი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის N38 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნ.შოვნაძე - ადმინისტრაციის უფროსის მ.შ.);

2.  შპს „ალნეტის“ (ს/კ 443122540) წილის 100%-ის შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.შუბითიძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

3. სს „სილქნეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

4. შპს „TV ERA“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ჭელიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

5.  შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ    (მომხს.    თ.ხუხუნაიშვილი    -    სამართლებრივი    დეპარტამენტის    მთავარი სპეციალისტი);

6.  სს „სილქნეტისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

7.  შპს „მედ ეფემის“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

8. შპს  „მედ  ეფემის“  მაუწყებლად  ავტორიზაციის  განცხადების  განხილვის  თაობაზე  (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

9.   სს „ნინოსთვის“ არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის   უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

10. შპს    „ლონდონ    +“-სთვის    არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის    დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

11. სს „კოკა-კოლა ბოთლერს  ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის    დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

12. შპს „დრიმლენდ ოაზისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

13. შპს „მაგთიკომისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

14. შპს  „ტვ  სარფისთვის“  ადმინისტრაციული  სახდელის  დაკისრების  თაობაზე    (მომხს.  თ.გოშუა  -სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

15. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 17 თებერვლის №157/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

16.  შპს „ენკენი ფილმს ფფ9“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები