წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №42 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-19-17 / 485

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2019 18:12

მიღების თარიღი აგვისტო 22, 2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №42 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2019 წლის 22 აგვისტოს N42 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    კომისიის 2019 წლის 22 აგვისტოს N42 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 4(ოთხი) საკითხი:

ა) შპს „სპორტი 1“-ს მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული      ადმინისტრაციული   წარმოების    შეწყვეტის    შესახებ    (მომხს.    მ.ქადეიშვილი    - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

ბ) სს „RMG Copper“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

გ) შპს „კატენასთვის“ ფიქსირებული სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

დ) შპს „ენკენი ფილმს ფფ9“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

2.    გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური  კომისიის თავმჯდომარე 

ვახტანგ აბაშიძე  კომისიის წევრი

ელისო ასანიძე  კომისიის წევრი

გიორგი ფრუიძე  კომისიის წევრი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №42 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი  2019  წლის 22 აგვისტო, 15:00 საათი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის N42 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);

2.  შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

3.  შპს „ტვ სარფისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

4. შპს  „ქიზიყი  ჯგუფისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

5. შპს „ნეტკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

6. შპს „კატენასთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

7. შპს „Batumi car tour“-სთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობის  უფლების  მინიჭების  შესახებ  (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

8. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2018  წლის  28  დეკემბრის  N739/19 გადაწყვეტილებაში    ტექნიკური    შეცდომის    გასწორების    შესახებ  (მომხს.    დ.გოგიჩაიშვილი    - სატელეკომუნიკაციო რეგულირების დეპარტამენტის უფროსი);

9. შპს  „სპორტი  1“-ს  მაუწყებლად ავტორიზაციის  განცხადების განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული  ადმინისტრაციული  წარმოების  შეწყვეტის  შესახებ (მომხს.  მ.ქადეიშვილი  - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

10. სს   „RMG     Copper“-სთვის    არაავტორიზებადი    საქმიანობისთვის    დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

11. შპს   „კატენასთვის“   ფიქსირებული   სატელეფონო   კავშირით   მომსახურებისთვის   ნუმერაციის რესურსის - დამისამართების პრეფიქსის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

12. შპს „ენკენი ფილმს ფფ9“-სთვის არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობის  უფლების  მინიჭების  შესახებ  (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები