საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №51 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 07, 2019 23:37
მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2019
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №51 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2019 წლის 03 ოქტომბრის N51 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2019 წლის 03 ოქტომბრის N51 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 8 (რვა) საკითხი:
ა) შპს „ჯეო მედიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B59 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
ბ) შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს” კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №819/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
გ) შპს „ძველი ქალაქის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B71 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 31 ივლისის №402/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
დ) შპს „ტელე-რადიოპრესკომპანია ზარის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B44 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №830/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
ე) სსიპ „სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
ვ) შპს „მომსახურების სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
ზ) საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
თ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთა პრემირების წესის შესახებ კომისიის 2014 წლის 15 ივლისის N367/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. თ.ჭელიძე - ხარისხის მართვისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი);
2. კომისიის 2019 წლის 03 ოქტომბრის N51 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
2. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კახი ბექაური კომისიის თავმჯდომარე
ელისო ასანიძე კომისიის წევრი
გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი
მერაბ ქათამაძე კომისიის წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №51 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2019 წლის 03 ოქტომბერი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის N51 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს.ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);
2. შპს „ტელეკომპანია დიასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტრამენტის მთავარი სპეციალისტი);
3. შპს „კავკასუს ონლაინისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
4. შპს „რკინიგზის ტელეკომისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ე.ჭახრაკია - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
5. შპს „ევროპა პლუს-თბილისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
6. მობილური ქსელით საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ნ.შუბითიძე - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
7. შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2019 წლის 29 აგვისტოს №გ-19-1/497 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
8. შპს „სითი ტელეკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
9. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 4 მაისის № 339/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
10. შპს „ჯეო მედიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B59 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
11. შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს” კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №819/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
12. შპს „ძველი ქალაქის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B71 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის
2014 წლის 31 ივლისის №402/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
13. შპს „ტელე-რადიოპრესკომპანია ზარის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B44 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №830/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
14. სსიპ „სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
15. შპს „მომსახურების სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
16. საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
17. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმებულთა პრემირების წესის შესახებ კომისიის 2014 წლის 15 ივლისის N367/22 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. თ.ჭელიძე - ხარისხის მართვისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი).
