საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2019 13:47
მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2019
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის N54 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის N54 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 3 (სამი) საკითხი:
ა) შპს ,,ასანეტისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
ბ) შპს „ფეშენ ტაქსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ „საქართველოს ოპერატიულ- ტექნიკური სააგენტოსთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - მრჩეველი სიხშირული დაგეგმვის მიმართულებით).
2. კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის N54 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
ელისო ასანიძე წევრი
ვახტანგ აბაშიძე წევრი
მერაბ ქათამაძე თავმჯდომარე - მ.შ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №54 სხდომის დღის წესრიგი
ქ. თბილისი 2019 წლის 31 ოქტომბერი, 15:00 საათი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის N54 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს.ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);
2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის“ რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. თ.ძაგნიძე - მრჩეველი სიხშირული დაგეგმვის მიმართულებით).
3. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის განცხადების განხილვის შესახებ (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
4. შპს „აირკონექტის“ (ს/კ 400065683) მიერ შპს „სტარნეტის“ (ს/კ 423355354) წილის 100%-ის, შპს „ჯეოლინკის“ (ს/კ 423355363) წილის 100%-ის და შპს „ლავნეტის“ (ს/კ 423355372) წილის 100%-ის შეძენაზე, ასევე შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „სტარნეტის“ (ს/კ 423355354), შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „ჯეოლინკის“ (ს/კ 423355363) და შპს „აირკონექტისა “ (ს/კ 400065683) და შპს „ლავნეტის“ (ს/კ 423355372) შერწყმაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
5. შპს „გოლდ-ნეტის“ (ს/კ 438728780) წილის 100%-ის ფიზიკურ პირ ალექსანდრე მიქაძის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. მ.კანკავა - სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
6. შპს „ქომუნიქიუსთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
7. შპს „შავი ზღვის ტელეკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
8. შპს „მონოგრაფისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
9. შპს „გრიფინი +“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
10. შპს „ორბი ჯგუფი ბათუმისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
12. შპს „CBD Development“-ისთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
13. სს „ტრანსსერვისისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
14. შპს „აჭარა ჯგუფისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
15. შპს „ჯიემთივის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2019 წლის 25 ივლისის №გ-19-1/442 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
16. შპს „ბრეინ ტექნოლოჯის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
17. შპს ,,ასანეტისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
18. შპს „ფეშენ ტაქსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირების და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);
