წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №57 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-19-17 / 633

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2019 11:45

მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №57 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის N57 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის N57 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს  1 (ერთი) საკითხი:  შპს „ფლაიკომის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი).

2. კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის N57 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №57 სხდომის დღის წესრიგი

 

ქ. თბილისი                                                      2019  წლის 14 ნოემბერი, 15:00 საათი

 

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის N57 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს.ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);

2. შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიმართ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების  ცენტრის  განცხადების  განხილვის  შესახებ  (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი  - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

3.  სს   „სილქნეტისთვის“   ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის   დაკისრების   საკითხის   განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

4. შპს „იუნისონგ უორლდ ტვ“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

5.  შპს „ინტერ თრეიდერ კომპანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

6.  შპს ”რადიო იმედის” კერძო მაუწყებლობის №B50 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 28 ოქტომბრის №641/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

7.     შპს  ,,მაიფონისთვის”  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  უფლების  მინიჭების  შესახებ  (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

8. შპს „მზერა ტივისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

9. შპს „აჭარა ჯგუფისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

10. შპს     „გარდაბნის      თბოსადგურისთვის“      არაავტორიზებადი      საქმიანობისთვის     დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

11. შპს   „ს   გემბლინგ   ჰოლისთვის“   არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის  დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

12. შპს    „მაგთიკომისთვის“    დამხმარე    ტექნოლოგიური    დანიშნულებით  გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

13. ინდ. მეწარმე „თემურ დიასამიძე-ეკონომ ტაქსი ბათუმისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

14. შპს  „კავკასიის   ციფრული   ტექნოლოგიების“  მიერ  ავტორიზაციის   მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

15. ,,საქართველოს     კომუნიკაციების     ეროვნული     კომისიის     დებულების     დამტკიცების     შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის № 2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე (მომხს. პ.ბერია - სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მ.შ.);

16. „5G ქსელისა და მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიის“ დამტკიცების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს.  ქ.რეხვიაშვილი  -  ბაზრის  ანალიზისა  და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი);

17.  შპს „ფლაიკომის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს.  მ.ქადეიშვილი -  სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები