წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-19-17 / 647

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 25, 2019 10:33

მიღების თარიღი ნოემბერი 21, 2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №58 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2019 წლის 21 ნოემბრის N58 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    კომისიის 2019 წლის 21 ნოემბრის N58 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს  2 (ორი) საკითხი:

ა)     შპს    „სოკარ    ენერჯი    ჯორჯიასთვის“  არაავტორიზებადი საქმიანობისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი    დეპარტამენტის    ლიცენზირებისა    და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

ბ)    შპს „პოსტვ“-ის მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი).

2. კომისიის 2019 წლის 21 ნოემბრის N58 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №58 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი  2019  წლის 21 ნოემბერი, 15:00 საათი

1.  საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2019  წლის  N58  სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს.ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);

2.  შპს  „იუნისონგ  უორლდ  ტვ“-სთვის  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

3.  შპს   „ნიუტელკო   ჯორჯიასთვის“   ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის   დაკისრების   საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

4.  შპს „ალიანსი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

5. შპს   „გრანდი   2012“-სთვის   არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის   დამხმარე   ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

6.  შპს „დიჯი+“-ის მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადებების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

7.  შპს „დიჯი+“-ის მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

8.  შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯიასთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი);

9.   შპს „პოსტვ“-ის მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფის უფროსი).

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები