შპს „ტვ სარფისათვის“ ადმინისტარციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2019 18:20
მიღების თარიღი აგვისტო 22, 2019
შპს „ტვ სარფისათვის“ ადმინისტარციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას 2019 წლის 15 აპრილს (კომისიაში რეგ. N შ 19-6/1703) განცხადებით მიმართა შპს „სმარტ სიგნალმა“, რომლის მიხედვითაც შპს „ტვ სარფი“ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ”-ში ახორციელებს რიგი სამაუწყებლო არხების არამართლზომიერ ტრაზნიტს. 2019 წლის 22 აპრილს, კომისიამ წერილობით N გ-19-04/1181 მიმართა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ს კომისიისთვის წარმოედგინა ინფორმაცია თუ რომელი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი უწევს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ს მომსახურებას და რომელი სამაუწყებლო არხების რეტრანსლირება ხორციელდება კონტრაქტორი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ, ასევე, ხორციელდებოდა თუ არა რომელიმე სამაუწყებლო არხის დამატება სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ-ის“ ან/და სხვა ტრანზიტორი კომპანიის მიერ. შპს „აჭარა ჯგუფმა“ 2019 წლის 6 მაისის N231 წერილით (კომისიაში რეგ. Nშ-19-2104) კომისიას აცნობა, რომ შპს „აჭარა ჯგუფსა“ და შპს „ტვ სარფს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ს მომსახურებას უწევს შპს „ტვ სარფი“. ზემოაღნიშნული განცხადებისა და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 44- ე მუხლის პირველი პუნქტის, ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, 2019 წლის 26 ივნისს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა შპს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში (შპს „აჭარა+), მდებარე ქ. თბილისი, 26 მაისის მოედანი N1, კერძოდ, სასტუმროს N2011 ნომერში 15:30 საათზე განახორციელა შპს „ტვ სარფის“ საკაბელო ქსელში არსებული არხების შემოწმება, რაზედაც შედგა N37 შემოწმების აქტი. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ შპს „ტვ სარფი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტს: BBC, CNN, DW, Euronews, France 24, iTV, TG1, РТР Рланета, RT, TRT T, UA TV, Sony Sc, CN, Mezzo, RU TV (Music One), Sony Cannel, Sony Turbo, TV 1000, TV 1000 action, Mульт, THT 4, Anima Planet, Bloomberg, Da Vinchi Kids, Discovery, Discovery Sc, DTX, World Fashion, XXI, Viasat Explorer, Viasat History, Viasat Nature, Бокс ТВ, Eurosport1, Eurosport 2, Exstreme Sport, Fine Living, Food Network, Setanta sport, TLC, Viasat Sport, Al jazzera, A hit, A Home of HBO, არტარეა, CBS Reality, საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი, იმედი, რუსთავი 2, Vip Comedy, Дождь, Матч! MBC, 2, MBC max, Rotana music, RTL HD, Saudi 1, ZDF.
აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 25 ივლისის №19-10-1401 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2019 წლის 25 ივლისის მდგომარეობით შპს „ტვ სარფს“ კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ტრანზიტის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: CNN, DW, Euronews, iTV, TG1, РТР Рланета, RT, TRT T, UA TV, Sony Sc, CN, Mezzo, Sony Cannel, Sony Turbo, Mульт, Anima Planet, Bloomberg, Discovery, Discovery Sc, DTX, XXI, Бокс ТВ, Eurosport1, Eurosport 2, Exstreme Sport, Fine Living, Food Network, TLC, Al jazzera, CBS Reality, საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი, იმედი, რუსთავი 2, Дождь, Матч! MBC, 2, MBC max, Rotana music, RTL HD, Saudi 1, ZDF, ასევე, სამაუწყებლო არხის DW კომერციულ აბონენტებზე გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 25 ივლისის (№19-10-1401) სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, 2019 წლის 2 აგვისტოს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტვ სარფისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ საკუთარი საკაბელო ქსელით სამაუწყებლო პროდუქციის საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემის გამო, ხოლო, საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 8 აგვისტოს. აღნიშნულის თაობაზე შპს „ტვ სარფს“ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (N გ-19-03/2389.2.08.2019) და განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს „ტვ სარფს“ შეტყობინება ჩაბარდა 2019 წლის 5 აგვისტოს. ვინაიდან, კომისიის 2019 წლის 8 აგვისტოს სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,ტვ სარფის“ წარმომადგენელი, აღნიშნული საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2019 წლის 15 აგვისტოს, რის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა შპს ,,ტვ სარფს“. 2019 წლის 14 აგვისტოს, შპს ,,ტვ სარფმა“ საკითხის განხილვის 2 კვირით გადადების თაობაზე წერილობით მიმართა კომისიას იმ საფუძვლით, რომ მისი წარმომადგენელი იმყოფებოდა მივლინებაში. კომისიამ საკითხის განხილვა გადადო და დანიშნა 2019 წლის 22 აგვისტოს, რის შესახებ შპს ,,ტვ სარფს“ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება (გ-19-03/2496, 16.08.2019) რომელიც, მას ჩაბარდა 16 აგვისტოს. შეტყობინება, ასევე, გამოქვეყნდა საჯაროდ, კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. გამომდინარე იქედან, რომ შპს „სარფი ტვ“-ის ეცნობა კომისიის სხდომის თარიღისა და დროის თაობაზე, კომისიაში არ შემოსულა კომპანიის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, კომისიას მიაჩნია, რომ უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „სარფი ტვ“-ის წარმომადგენლის დაუსწრებლად
II. კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:
1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (№19-10-1401, 25.07.2019) თანდართული დოკუმენტაციით;
2. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის
2019 წლის 26 ივნისის შემოწმების აქტი N37;
3. შპს „ტვ სარფის“ შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);
4. წერილობითი შეტყობინებები (Nგ-19-03/2389. 2.08.2019; Nგ-19-03/2439, 08.08.2019; Nგ-19-
03/2389. 16.08.2019);
5. მონაცემები კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმე (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან შპს „ტვ სარფის“ შესახებ.
III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
1. შპს „ტვ სარფი“ არის ავტორიზებული პირი. ავტორიზაციის თარიღი: 17/05/2017; B.F.4
მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;
2. შპს „ტვ სარფი“ საქართველოს ტერიტორიაზე სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების საფუძველზე;
3. 2019 წლის 26 ივნისს, 15:30 საათზე, შპს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“ (შპს „აჭარა+)“, მდებარე ქ. თბილისი, 26 მაისის მოედანი N1, N2011 ნომერში, კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „ტვ სარფის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, ორი მოწმის - ჯ. ო.-სა და ს.ბ. -ის თანხმობითა და თანდასწრებით, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №37. შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირებების დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი, ასევე მოწმეები ჯ.ო. და ს.ბ.;
4. შემოწმებისას გაირკვა, რომ შპს „ტვ სარფი“ საკუთარი საკაბელო ქსელით ახდენს შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტს: CNN, DW, Euronews, iTV, TG1, РТР Рланета, RT, TRT T, UA TV, Sony Sc, CN, Mezzo, Sony Cannel, Sony Turbo, Mульт, Anima Planet, Bloomberg, Discovery, Discovery Sc, DTX, XXI, Бокс ТВ, Eurosport1, Eurosport 2, Exstreme Sport, Fine Living, Food Network, TLC, Al jazzera, CBS Reality, საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი, იმედი, რუსთავი 2, Дождь, Матч! MBC,2, MBC max, Rotana music, RTL HD, Saudi 1, ZDF, DW;
5. 2019 წლის 26 ივნისს განხორციელებული შემოწმების სისწორე დასტურდება 2019 წლის 26 ივნისის №37 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო-ვიზუალური ჩანაწერით;
6. შპს ,,ტვ სარფს“, 2019 წლის 26 ივნისს და წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების დროს, კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი მის მიერ გავრცელებული სატელევიზიო არხების რეტრანსლირების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულებები, სანებართვო წერილები);
7. ავტორიზაციის გავლისას, შპს ,,ტვ სარფს“ წერილობით (№04/80-13, 14.01.2013) ეცნობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან რადიომაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, არამედ შუამავალ/დისტრიბუტორ/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ტელე ან რადიოარხის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის/დისტრიბუციის/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; გ) ტელე ან რადიომაუწყებლის ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ. ხოლო, თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების შესახებ; ბ) დადასტურება სამაუწყებლო არხის ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ. შპს ,,ტვ სარფს“, ასევე, ეცნობა, რომ მომხმარებლისთვის მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ შეთავაზებულ პაკეტში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია კომისიაში წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება:
1. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად,. ამავე მუხლის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;
6. „ლიტერატურისა და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ” 1886 წლის 9 სექტემბრის ბერნის კონვენცია (შემდგომში „ბერნის კონვენცია“) რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 24 ნოემბრის №609 დადგენილებით. ,,საავტორო უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულება (შემდგომში „ისმოს ხელშეკრულება“) რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით. ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენცია (შემდგომში „რომის კონვენცია“) რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით. „ბერნის კონვენციასთან“, „რომის კონვენციასთან“ და „ისმოს ხელშეკრულებასთან“ მიერთებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებები;
7. „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლისა და „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულების” მე-8 მუხლის თანახმად, ავტორები, სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ნაწარმოების საჯაროდ გადაცემა;
8. ,,ბერნის კონვენციისა” და „ისმო-ს ხელშეკრულების” აღნიშნულ დანაწესთან სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);
9. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრ ანსლაცია;
10. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით ხელახალი გადაცემა შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია. ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით ანდა უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს;
11. ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
12. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;
13. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.
14. ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამაუწყებლო არხების: CNN, DW, Euronews, iTV, TG1, РТР Рланета, RT, TRT T, UA TV, Sony Sc, CN, Mezzo, Sony Cannel, Sony Turbo, Mульт, Anima Planet, Bloomberg, Discovery, Discovery Sc, DTX, XXI, Бокс ТВ, Eurosport1, Eurosport 2, Exstreme Sport, Fine Living, Food Network, TLC, Al jazzera, CBS Reality, საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი, იმედი, რუსთავი 2, Дождь, Матч! MBC, 2, MBC max, Rotana music, RTL HD, Saudi 1, ZDF, DW შესაბამისი ხელშეკრულებებისა ან/და სანებართვო წერილების გარეშე უცველელი სახით გადაცემით, შპს ,,ტვ სარფის“ მიერ დაირღვა „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი,,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია.
იმის გათვალისწინებით, რომ შპს ,,ტვ სარფს“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ტვ სარფს“ უნდა მიეცეს გაფრთხილება. ამავდროულად, სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიას უნდა დაევალოს საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: CNN, DW, Euronews, iTV, TG1, РТР Рланета, RT, TRT T, UA TV, Sony Sc, CN, Mezzo, Sony Cannel, Sony Turbo, Mульт, Anima Planet, Bloomberg, Discovery, Discovery Sc, DTX, XXI, Бокс ТВ, Eurosport1, Eurosport 2, Exstreme Sport, Fine Living, Food Network, TLC, Al jazzera, CBS Reality, საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი, იმედი, რუსთავი 2, Дождь, Матч! MBC, 2, MBC max, Rotana music, RTL HD, Saudi 1, ZDF, DW არამართლზომიერი ტრანზიტის დაუყონებლივ შეწყვეტა.
V. სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტის, 36-ე მუხლის მე-13 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს გაფრთხილება შპს ,,ტვ სარფს“ (ს/ნ445459423) „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ” ხელშეკრულების მე-8 მუხლის,
„შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;
2. უზრუნველყოს შპს „ტვ სარფმა“ სამაუწყებლო არხების: CNN, DW, Euronews, iTV, TG1, РТР Рланета, RT, TRT T, UA TV, Sony Sc, CN, Mezzo, Sony Cannel, Sony Turbo, Mульт, Anima Planet, Bloomberg, Discovery, Discovery Sc, DTX, XXI, Бокс ТВ, Eurosport1, Eurosport 2, Exstreme Sport, Fine Living, Food Network, TLC, Al jazzera, CBS Reality, საზოგადოებრივი მაუწყებელი I არხი, იმედი, რუსთავი 2, Дождь, Матч! MBC, 2, MBC max, Rotana music, RTL HD, Saudi 1, ZDF, DW დაუყონებლივ შეწყვეტა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) ამ გადაწყვეტილების შპს „ტვ სარფისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. ჭელიძე) შპს „ტვ სარფის“ სანქცირების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტვ სარფისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) შპს „ტვ სარფისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე) (მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა).
კახი ბექაური კომისიის თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი
ელისო ასანიძე კომისიის წევრი
გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი
