წვდომის მენიუ

შპს „ქიზიყი ჯგუფის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 487

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2019 18:26

მიღების თარიღი აგვისტო 22, 2019

შპს „ქიზიყი ჯგუფის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

I.     აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში -კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათებიდან (N19-10-1325, 17.07.2019 და N19-10-1423, 29.07.2019) ირკვევა, რომ შპს „ქიზიყი ჯგუფს“ კომისიაში  არ  წარმოუდგენია  2019 წლის  აპრილის,  მაისის  და  ივნისის  თვეების  რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა), ხოლო რეგულირების საფასურის დავალიანება, წარმოდგენილი გაანგარიშებების ფორმების შესაბამისად, შეადგენს 11.71 ლარს.

კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათიდან (N19-10-1440; 30.07.2019) ირკვევა, რომ შპს „ქიზიყი ჯგუფს“ არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები 2019 წლის აპრილიდან ფორმა 1.1 და 1.9, 4.1, 4.2, 5.4. ხოლო, 2019 წლის იანვრიდან არ წარმოუდგენია  ფორმა 1.2.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათებისა (N19-10-1325, 17.07.2019 და N19-10-1423, 29.07.2019) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N19-10-1440; 30.07.2019)  საფუძველზე  კომისიაში  დაიწყო  მარტივი  ადმინისტრაციული წარმოება  შპს „ქიზიყი ჯგუფისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 8 აგვისტო. აღნიშნული საკითხის განხილვა გადაიდო რამდენჯერმე და დაინიშნა 2019 წლის 22 აგვისტოს, რის შესახებ წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა შპს „ქიზიყი ჯგუფს“, რომელიც კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 21 აგვისტოს.

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისა და ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტების სამსახურებრივი ბარათების (N19-10-1620, 21.08.2019; N19-10-1569, 14.08.2019) შესაბამისად, შპს ,,ქიზიყი ჯგუფმა“ შეავსო და კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის ივნისის თვის ჩათვლით როგორც ელექტრონული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, ისე, რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმები და რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1.     კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი და სამსახურებრივი ბარათები (N19-10-1325; 17.07.2019. N19-10-1423; 29.07.2019. N19-10-1620; 21.08.2019);

2.     კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი  ბარათი (N19-10-1440; 30.07.2019. N19-10-1569; 14.08.2019);

3.     ამონაწერი   მეწარმეთა   და   არასამეწარმეო   (არაკომერციული)   იურიდიული   პირების რეესტრიდან და მონაცემები კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „ქიზიყი ჯგუფის“ შესახებ;

III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.     შპს   „ქიზიყი   ჯგუფი“   2018   წლის   6   სექტემბრიდან   წარმოადგენს   ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების                ქსელის          ფუნქციური          რესურსებითა          და          სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური                               საშუალებების     ფუნქციური     რესურსებითა     და     სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:   პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL));

2.     შპს   „ქიზიყი   ჯგუფი“,   როგორც   ავტორიზებული   პირი,   ვალდებულია   შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.     „კომისიის      2011     წლის     25     მარტის     N144/22     გადაწყვეტილების     ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით  ყველა იმ პირს, ვისაც  გავლილი    აქვს    ავტორიზაცია    ელექტრონული    კომუნიკაციების    სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების             შევსება     და     კომისიაში     წარმოდგენა,     ამ     ფორმებში     მითითებული პერიოდულობით;

4.    2019 წლის 29 ივლისის მდგომარეობით და ამ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის შპ  „ქიზიყი ჯგუფს“ კომისიაში არ წარმოუდგენია 2019 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეების რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები (1.9 ფორმა), ხოლო რეგულირების საფასურის დავალიანება, წარმოდგენილი გაანგარიშებების ფორმების შესაბამისად, შეადგენს 22.74 ლარს;

5.    2019 წლის 30 ივლისის მდგომარეობით და ამ გადაწყვეტილების მიღების დროისათვის შპს „ქიზიყი ჯგუფს“ არ წარმოუდგენია სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები 2019 წლის აპრილიდან ფორმა 1.1 და 1.9, 4.1, 4.2, 5.4. ხოლო, 2019 წლის იანვრიდან არ წარმოუდგენია ფორმა 1.2;

6.     2019  წლის  14  აგვისტოს  მდგომარეობით,  შპს  ,,ქიზიყი  ჯგუფმა“  კომისიის  აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო                            სამსახურისა    და    ბაზრის    ანალიზისა    და    სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტების მოხსენებითი ბარათების (N19-10-1620, 15.08.2019; N19-10-

1569; 14.08.2019) შესაბამისად, შპს ,,ქიზიყი ჯგუფმა“ შეავსო და კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის ივნისის თვის ჩათვლით როგორც ელექტრონული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, ისე, რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმები და რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება;

7.     შპს   „ქიზიყი   ჯგუფის“   მიმართ   ბოლო   ერთი   წლის   განმავლობაში   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.     „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19  მუხლის  მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები,               ხოლო    ლ)    ქვეპუნქტის    შესაბამისად,    ავტორიზებული    პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2.     „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ- ის გარეშე) 0,75 პროცენტი.  ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული       ფორმით     წარუდგინონ     კომისიას     ინფორმაცია     გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3.     „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4.     „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2008  წლის  25  ივლისის  №421/19 გადაწყვეტილების       ნაწილობრივ     ძალადაკარგულად     გამოცხადებისა     და     ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის                           2011     წლის     25     მარტის     N144/22     გადაწყვეტილების     ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ      დაადგინა    ავტორიზებულ    ან/და    ლიცენზიის    მფლობელ    პირთა    მიერ სტატისტიკური                       ანგარიშგების    ფორმების    შევსებისა    და    პერიოდულად    კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული     სტატისტიკური    ანგარიშგების    ფორმების    შევსება    და    კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5.     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის            დარღვევის       კომისიის       გადაწყვეტილებით       განსაზღვრულ       ვადაში აღმოუფხვრელობის ან   1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო  12  კალენდარული  თვის  შემოსავლის  (საქართველოს  საგადასახადო  კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობით, ასევე, რეგულირების  საფასურის  გადაუხდელობით  შპს  „ქიზიყი  ჯგუფის“  მხრიდან  ადგილი  აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების და  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის დარღვევას, რაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დღის მდგომარეობით შპს „ქიზიყი ჯგუფმა“ შეასრულა კანონმდებლობითა და კომისიის გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები, კერძოდ, 2019 წლის 22 აგვისტოს მდგომარეობით, შპს ,,ქიზიყი ჯგუფმა“ შეავსო და კომისიაში წარმოადგინა 2019 წლის ივნისის თვის ჩათვლით როგორც ელექტრონული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები, ისე, რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმები და დაფარა რეგულირების საფასურის დავალიანება, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, შპს „ქიზიყი ჯგუფის“ სამართალდამრღვევად ცნობა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება.

V.    სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ) და ლ) ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის, 76- ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.     ცნობილ     იქნეს     შპს     „ქიზიყი     ჯგუფი“     სამართალდამრღვევად     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) და ლ) ქვეპუნქტების, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის   2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011  წლის N144/22 გადაწყვეტილების          ნაწილობრივ     ძალადაკარგულად     ცნობისა     და     სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევის გამო;

2. გათავისუფლდეს შპს ,,ქიზიყი ჯგუფი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან;

3.     დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ქიზიყი ჯგუფისთვის“ გაგზავნა    და    კომისიის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.    გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  მისი  დამოწმებული  ასლის  შპს  „ქიზიყი  ჯგუფისთვის“ ჩაბარების დღიდან;

5.     გადაწყვეტილება    შეიძლება    გასაჩივრდეს    ქ.    თბილისის    საქალაქო    სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „ქიზიყი ჯგუფისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.     კონტროლი    აღნიშნული    გადაწყვეტილების    შესრულებაზე    (გარდა    მე-3    პუნქტისა) დაევალოთ კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ.რეხვიაშვილი).

 

კახი ბექაური  კომისიის თავმჯდომარე

  ვახტანგ აბაშიძე  კომისიის წევრი

  ელისო ასანიძე  კომისიის წევრი

  გიორგი ფრუიძე  კომისიის წევრი

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები