წვდომის მენიუ

შპს „სატელიტ პლიუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 517

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 25, 2019 11:14

მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2019

შპს „სატელიტ პლიუსისთვის“   ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.  აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის  აპარატის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის  მოხსენებითი  ბარათის  (Nშ-19-10-1593;16.08.19) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების (Nშ-19-10-1623, 21.08.19) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2019 წლის 22 აგვისტოს, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სატელიტ პლიუსისთვის“       ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო. 

კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის და ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათების თანახმად, კომპანიას კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი 2019 წლის მაისის და ივნისის თვეების რეგულირების საფასურის გაანგარიშების და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები.

საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის  5 სექტემბერს, რის თაობაზეც შპს „სატელიტ პლიუს“ ეცნობა წერილობითი შეტყობინებით (N-გ-19-03/2560, 22.08.19) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით, მას ასევე განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა   გაიმართა კომისიის 2019 წლის 5 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა შპს „სატელიტ პლიუსის“ წარმომადგენელი. კომპანიისთვის შეტყობინების ჩაბარების ფაქტი არ დადასტურდა, რის გამოც, საკითხის განხილვა გადატანილ იქნა 2019  წლის  12  სექტემბრის  სხდომაზე,  რის  თაობაზეც,  შპს  „სატელიტ  პლიუს“ გაეგზავნა შეტყობინება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა   გაიმართა კომისიის 2019 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა კომპანიის წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ სხდომის დღის, დროის და ჩატარების ადგილის თაობაზე შეტყობინება კომპანიას გაეგზავნა შპს „სატელიტ პლიუსის“      მიერ   კომისიის უწყებრივ რეესტრში მითითებულ იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართებზე, ამასთან აღნიშნული შეტყობინება გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (http://gncc.ge/ge/shetyobinebebi/shetyobineba-shps-satelit-pluss.page). კომისიამ უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი კომპანიის   წარმომადგენლის დაუსწრებლად.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (Nშ-19-10-1623; 21.08.2019);

2. კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათები (Nშ-19-10-1593, 16.08.19);

3.    კომისიის მიერ შპს „სატელიტ პლიუსისთვის“  გაგზავნილი შეტყობინებები (Nშ-19-10-1623, 21.08.19; N-გ-03/2732, 06.09.19);

4. მეწარმეთა  და  არასამეწარმეო  (არაკომერციულ)  იურიდიულ  პირთა  რეესტრიდან  და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „სატელიტ პლიუსის“ შესახებ მონაცემები.

III.        დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.     შპს   „სატელიტ   პლიუსი“      2017   წლის   30   მარტიდან   წარმოადგენს   ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზებული საქმიანობის სახე: B.S.4 თანამგზავრული ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება); 

2.     შპს  „სატელიტ  პლიუსი“,  როგორც  ავტორიზებული  პირი,  ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; 

3.     „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის   2011  წლის  25  მარტის  N144/22 გადაწყვეტილების      ნაწილობრივ     ძალადაკარგულად     ცნობისა     და     სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით  ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

4.     შპს „სატელიტ პლიუს“ კომისიაში გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის არ ჰქონდა წარმოდგენილი 2019 წლის მაისი, ივნისი და ივლისის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების და რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმები.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.     „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-19  მუხლის  მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია         თავისი    საქმიანობის    შესახებ,    მათ    შორის,    ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე  უფლებების     შესახებ     საქართველოს     კანონმდებლობით     დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამავე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად,   ავტორიზებული     პირი     ვალდებულია     შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური;

2.     „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-12  მუხლის  მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ- ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული       ფორმით     წარუდგინონ კომისიას  ინფორმაციაგაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური;

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9- ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური;

4.     „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის   2011  წლის  25  მარტის  N144/22 გადაწყვეტილების      ნაწილობრივ     ძალადაკარგულად     ცნობისა     და     სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ               პირთა    მიერ    სტატისტიკური    ანგარიშგების    ფორმების    შევსებისა    და პერიოდულად  კომისიაში     წარმოდგენის     ვალდებულება     და     გადაწყვიტა,     რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველოა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალოთ ამ გადაწყვეტილების დანართი №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად  შევსება და კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5.     „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად,  ავტორიზებული  პირის  მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობით შპს „სატელიტ პლიუსის“         მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2  პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის    2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების დარღვევას,        ხოლო     რეგულირების     საფასურის     გაანგარიშების     წარმოუდგენლობით     - „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე- 19 მუხლის მე-2 პუნქტის   ბ) ქვეპუნქტისა და   „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილებით განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს.   იმის გათვალისწინებით, შპს „სატელიტ პლიუს“   უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.   ამასთან, შპს „სატელიტ პლიუს“ უნდა დაევალოს კომისიაში სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენა.

V.    სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პიველი პუნქტის, მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,   „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“   კომისიის   2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებისა შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  შპს   „სატელიტ   პლიუს“ მიეცეს  წერილობითი   გაფრთხილება   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის,   მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის N12 დადგენილების მე-6 პუნქტის      და  „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის    2011  წლის  25 მარტის   N144/22   გადაწყვეტილების   ნაწილობრივ   ძალადაკარგულად   ცნობისა   და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  დარღვევის გამო;

2. შპს „სატელიტ პლიუს“   დაევალოს 10 დღის ვადაში 2019 წლის მაისის, ივნისის და ივლისის თვეების სტატისტიკური ანგარიშგების და რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმების წარმოდგენა;

3. დაევალოს     კომისიის     აპარატის     ადმინისტრაციულ     დეპარტამენტს     (ო.ვოტ) გადაწყვეტილების   კომპანიისთვის  დაუყოვნებლივ    გაგზავნა    და    კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. დაევალოს   კომისიის   აპარატის   სამართლებრივ   დეპარტამენტს   (ნ.   ამირიძე)   შპს „სატელიტ    პლიუსისთვის“    ადმინისტრაციული    პასუხისმგებლობის    დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა;

5. გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   მისი      დამოწმებული      ასლის   შპს   „სატელიტ პლიუსისთვის“  ჩაბარების დღიდან;

6. გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ.   თბილისის   საქალაქო   სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი  გადაწყვეტილების  შესრულებაზე (გარდა   მე-4   პუნქტის) დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) და კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს (ქ.რეხვიაშვილი).

კახი ბექაური  კომისიის თავმჯდომარე

 ვახტანგ აბაშიძე  კომისიის წევრი 

 გიორგი ფრუიძე  კომისიის წევრი

 მერაბ ქათამაძე  კომისიის წევრი

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები