წვდომის მენიუ

შპს „ევროპა პლუს-თბილისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 566

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 08, 2019 12:55

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2019

შპს „ევროპა პლუს-თბილისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.           საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N 19-10-1862, 25/09/2019) საფუძველზე 2019 წლის 27 სექტემბერს კომისიაში დაიწყო     ადმინისტრაციული    წარმოება შპს „ევროპა პლუს-თბილისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის, კერძოდ, რეკლამის განთავსების წესების დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N19-10-1862, 25/09/2019) აღნიშნულია, რომ დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „ევროპა პლუს-თბილისის“ (რადიოს ბრენდული სახელწოდება - „რადიო ვინილი“) სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი სპონსორობის წესებისა, პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების, ტელეშოპინგის განთავსების და რეკლამის განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით. კერძოდ, კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს „ევროპა პლუს- თბილისის“  მონიტორინგი განხორციელდა 2019  წლის 09  სექტემბერს.  მონიტორინგის შედეგად გამოირკვა შემდეგი: შპს „ევროპა პლუს-თბილისის“ 2019 წლის 09 სექტემბერს ეთერში განთავსებული კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა სცდება 12 წუთს (20%-ს) ერთ სამაუწყებლო საათში. კერძოდ, 09 სექტემბერს 15:46 საათიდან 1 საათის განმავლობაში სარეკლამო ჭრების ხანგრძლივობა არის 14 წუთი და 21 წამი.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, კომერციული რეკლამა ან/და ტელეშოპინგი (Teleshopping Spot) სარეკლამო წყვეტებში ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი მოცულობა   სამაუწყებლო   საათში   არ   აღემატებოდეს   20%-ს.   ეს   შეზღუდვა   არ   ვრცელდება მაუწყებლის მიერ საკუთარ ან/და დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, ამ პროგრამიდან გამომდინარე და მასთან პირდაპირ დაკავშირებულ პროდუქციაზე, სასპონსორო განცხადებასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებაზე.

ზემოაღნიშნული სარეკლამო ჭრების შესწავლის საფუძველზე დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღნიშნული არღვევს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან სარეკლამო ჭრები აღემატება სამაუწყებლო საათში 20%-ს.

შპს „ევროპა პლუს-თბილისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 3 ოქტომბერს, 15:00 საათზე, რის თაობაზეც კომისიის შეტყობინებით (N გ-19-03/2954; 27/09/2019) ეცნობა შპს „ევროპა პლუს-თბილისს“, რომელსაც ჩაბარდა 2019 წლის 2 ოქტომბერს.

2019 წლის 3 ოქტომბერს კომისიაში შემოვიდა შპს „ევროპა პლუს-თბილისის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/3884, 03.10.2019), რომელშიც აღნიშნულია, რომ რადიო „ვინილის“ საეთერო ბადე 2019 წლის სექტემბერში დაამზადა და რეკლამები ეთერში განათავსა სტაჟიორმა, ისე რომ უწყვეტი რეკლამის დრო (ჯამური სარეკლამო ხანგრძლივობა) გამოვიდა თითქმის 14 წუთ ნახევარი, რაზედაც მან მიიღო გაფრთხილება.

კომისიის 2019 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ევროპა პლუს-თბილისის“ წარმომადგენელი  თამარ    ბაკურაძე,    რომელმაც    განაცხადა,    რომ        დარღვევა    სტაჟიორის ბრალეულობით არის გამოწვეული.

II.          კომისიის მიერ შესწავლილი მტკიცებულებები

1.     კომისიის      აპარატის      აუდიო-ვიზუალური      მედია      მომსახურებების      რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N 19-10-1862, 25/09/2019) თანდართული CD - დისკი;

2.    შპს „ევროპა პლუს-თბილისის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/3884, 03.10.2019);

3.     შპს    ,,ევროპა    პლუს-თბილისის“    შესახებ    მონაცემები    მეწარმეთა    და    არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ლიცენზირებულ და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

4.    შპს „ევროპა პლუს-თბილისის“ წარმომადგენლის   ახსნა-განმარტებები მიცემული კომისიის

2019 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე.

III.         კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.     შპს ,,ევროპა პლუს-თბილისი“ წარმოადგენს მაუწყებელს, რომელიც ფლობს მაუწყებლობის B54 ლიცენზიას (რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: კერძო, მაუწყებლობის ტიპი: საერთო მაუწყებლობა,    გაცემის       თარიღი:       02.07.2014;       მოქმედების       ვადა:       02.07.2024; არეალი/გეოგრაფიული   ზონა:     ქ.     თბილისი),     B157     ლიცენზიას     (ლიცენზიის     სახე: რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: კერძო, მაუწყებლობის ტიპი: საერთო მაუწყებლობა, გაცემის თარიღი: 27.02.2014; მოქმედების ვადა: 27.02.2024; არეალი/გეოგრაფიული ზონა: ქ. თელავი), B163 ლიცენზიას (ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: კერძო, მაუწყებლობის ტიპი: საერთო მაუწყებლობა, გაცემის თარიღი: 26.06.2014; მოქმედების ვადა:

26.06.2024; არეალი/გეოგრაფიული ზონა: ქ. ბათუმი) და B159 ლიცენზიას (ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა; ლიცენზიის სახეობა: კერძო, მაუწყებლობის ტიპი: საერთო მაუწყებლობა, გაცემის თარიღი: 27.02.2014; მოქმედების ვადა: 27.02.2024; არეალი/გეოგრაფიული ზონა: ქ. გორი);

2.     კომისიის აპარატის  აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ შპს „ევროპა პლუს- თბილისის“ მონიტორინგი განხორციელდა 2019 წლის 09 სექტემბერს, ქ. თბილისში;

3.     შპს „ევროპა პლუს-თბილისის“ 2019 წლის 09 სექტემბერს ეთერში განთავსებული კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა სცდება 12 წუთს (20%-ს) ერთ სამაუწყებლო საათში. კერძოდ, 09 სექტემბერს 15:46 საათიდან 1 საათის განმავლობაში სარეკლამო ჭრების ხანგრძლივობა არის 14 წუთი და 21 წამი;

4.     ბოლო   ერთი   წლის   განმავლობაში   შპს   ,,ევროპა   პლუს-თბილისის“   მიმართ   არ   ყოფილა გამოყენებული   ,,მაუწყებლობის    შესახებ“    საქართველოს    კანონით    გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.

IV.         გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.     „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-5  მუხლის  მე-3  პუნქტის  ვ)  ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

2.     „მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-2  მუხლის  ტ)  ქვეპუნქტის  თანახმად, მაუწყებელი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია    და      რადიო,      ამ      კანონის      საფუძველზე      ტელემაუწყებლობის      ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

3.     „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   64-ე   მუხლის   მე-2   პუნქტის   თანახმად, მაუწყებლის არხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან/და ტელეშოპინგის არხისა, კომერციული რეკლამა ან/და ტელეშოპინგი (Teleshopping Spot) სარეკლამო წყვეტებში ისე უნდა განთავსდეს, რომ მისი მოცულობა სამაუწყებლო საათში არ აღემატებოდეს 20%-ს. ეს შეზღუდვა არ     ვრცელდება    მაუწყებლის    მიერ    საკუთარ    ან/და    დამოუკიდებელ    პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, ამ პროგრამიდან გამომდინარე და მასთან პირდაპირ დაკავშირებულ პროდუქციაზე, სასპონსორო განცხადებასა და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებაზე;

4. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების    შესახებ        ინფორმაციის        საქართველოს        კანონმდებლობასთან        და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა;

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია.           კომისია  მაუწყებელს      განუსაზღვრავს      გონივრულ      ვადას      დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ევროპა პლუს-თბილისის“ ეთერში განთავსებული კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა სცდება ერთ სამაუწყებლო საათში 20%-ს. შესაბამისად, შპს „ევროპა პლუს- თბილისის“ მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის  პირველი   პუნქტის   თანახმად,   ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის  დაკისრების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ შპს „ევროპა პლუს-თბილისს“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის, ის წერილობით უნდა გაფრთხილდეს.

V.          სარეზოლუციო ნაწილი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის, 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 70-ე მუხლისა და 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრით შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.     შპს „ევროპა პლუს-თბილისს“   მიეცეს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო;

2.     დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  წინამდებარე  გადაწყვეტილების  შპს  „ევროპა  პლუს- თბილისისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ო. ვოტ);

3.     დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ევროპა პლუს- თბილისისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

4.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.      თბილისის     საქალაქო     სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12  კმ.,  №6)  შპს „ევროპა პლუს-თბილისისთვის“ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

5.     გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული  ასლის შპს „ევროპა პლუს- თბილისისთვის“   ჩაბარების დღიდან;

6.     კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კახი ბექაური    თავმჯდომარე

ელისო ასანიძე    წევრი

გიორგი ფრუიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები