წვდომის მენიუ

შპს „მედ ეფემისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 593

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2019 16:03

მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2019

შპს „მედ ეფემისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე 

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის    სამსახურებრივი    ბარათის    (N19-10-1824,    23.09.19)    საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული   წარმოება  შპს „მედ ეფემისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N19-10-1824, 23.09.19) თანახმად, ამავე დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 03 სექტემბერს განხორციელდა შპს „მედ ეფემის" (რადიოს ბრენდული სახელწოდება - „ბათუმი“) სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი სპონსორობის წესების, პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების, ტელეშოპინგის განთავსების და რეკლამის განთავსების მართლზომიერების, ასევე სალიცენზიო პირობების შესრულების დადგენის მიზნით. მონიტორინგის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ შპს „მედ ეფემი“, რომელიც წარმოადგენს სპეციალიზებულ მაუწყებელს საკუთარ სამაუწყებლო ეთერში ანთავსებს პოლიტიკური შინაარსის ახალ ამბებს.

შპს „მედ ეფემისთვის“  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 10 ოქტომბერს, რის თაობაზეც შეტყობინებით ეცნობა  შპს „მედ ეფემს“ და ეთხოვა საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და მტკიცებულებების კომისიაში წარმოდგენა. კომპანიას ასევე განემარტა მისი უფლებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული მასალების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „მედ ეფემის“ წარმომადგენელი და საკითხის განხილვა გადაიდო 2019 წლის 17 ოქტომბრისთვის;

2019 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „მედ ეფემის“ წარმომადგენელი ირაკლი ბანძელაძე, რომელმაც განაცხადა, რომ შპს „მედ ეფემის“ რადიო განთავსებულია სხვა, საერთო მაუწყებლობის მქონე რადიოებთან ერთად ერთ სივრცეში. მემონტაჟის დაუდევრობით მოხდა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე რადიოსთვის დამონტაჟებული ფაილის შპს „მედ ეფემის“ სერვერზე გაშვება, რამაც გამოიწვია დარღვევა.

II.       კომისიის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის  სამსახურებრივი  ბარათი  თანდართული  CD-ით  (N19-10-1823, 23.09.19);

2.   შპს  „მედ  ეფემის“   შესახებ  მონაცემები  კომისიის  უწყებრივი  რეესტრიდან  და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრიდან;

3.   შპს ,,მედ ეფემის“ წარმომადგენლის ი.ბანძელაძის მიერ კომისიის 2019 წლ ის 17ოქტომბრის სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტება.

III.    კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1.   შპს ,,მედ ეფემი“  კომისიის 2017 წლის 19 ოქტომბრის N691/1 გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგენს N B199  რადიომაუწყებლობის ლინცენზიის მფლობელ პირს; ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა; ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; გ)   ლიცენზიის   ქვესახეობა:   სპეციალიზებული   (სამედიცინო) რადიომაუწყებლობა;

2.   შპს „მედ ეფემის“ 2019 წლის 3 სექტემბრის სამაუწყებლო ეთერში, 12:00 სთ-ზე განთავსდა პოლიტიკური შინაარსის ახალი ამბები;

3. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „მედ ეფემის “ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული    ადმინისტრაციული   პასუხისმგებლობის   არცერთი   სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისათვის.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები

1. „მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე-2   მუხლის   ჰ8)   ქვეპუნქტის შესაბამისად სპეციალიზებული მაუწყებლობა არის „ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით მაუწყებლობა;

2.   ,,მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   451 მუხლის   მე-10   პუნქტის   ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში   მოქმედი   კანონმდებლობა,   მათ   შორის,   კომისიის  დადგენილებები დაგადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა; 

3.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა; 

4. „შპს „მედ ეფემისთვის“ ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 19 ოქტომბრის N691/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შპს „მედ ეფემს“ კერძო მაუწყებლობის №B199 ლიცენზია მიეცა შემდეგი  სალიცენზიო პირობით: ლიცენზიის ქვესახეობა:  სპეციალიზებული (სამედიცინო) რადიომაუწყებლობა;

5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  მაუწყებლის  მიერ  საქართველოს  კანონმდებლობის  დარღვევის  ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის       შემთხვევაში   კომისია   ვალდებულია   განიხილოს   შესაბამისი   საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი          უნდა   იყოს   დარღვევის   აღმოფხვრა   ან   პრევენცია.   კომისია   მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა   განსახორციელებლად,    ხოლო    მე-2    პუნქტის    თანახმად,    კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.

კომისიას მიაჩნია, რომ სპეციალიზებული ლიცენზიის მფლობელი მაუწყებლის - შპს „მედ ეფემის“  მიერ  სამაუწყებლო  ბადეში  პოლიტიკური  შინაარსის  ახალი  ამბების განთავსებით, დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და „შპს „მედ ეფემისთვის“ ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 19 ოქტომბრის N691/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი (სალიცენზიო ვალდებულება).

შპს „მედ ეფემს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დაკისრებია, შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ კომპანია უნდა გაფრთხილდეს და უნდა დაეკისროს დარღვევის აღმოფხვრა.

V. სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე და 99-ე მუხლების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ8) ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „შპს „მედ ეფემისთვის“ ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 19 ოქტომბრის N691/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის   შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „მედ ეფემს“ დაეკისროს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „შპს „მედ ეფემისთვის“ ქ. ბათუმში კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2017 წლის 19 ოქტომბრის N691/1 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (სალიცენზიო ვალდებულება) დარღვევის გამო; 

2. შპს „მედ ეფემს“ დაევალოს წინამდებარე გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოს სამაუწყებლო ეთერში განთავსებული პროგრამების სალიცენზიო პირობებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა; 

3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) ამ გადაწყვეტილების შპს „მედ ეფემისთვის“  დაუყოვნებლივ გაგზავნა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ.ხუხუნაიშვილი) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა; 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ   საქმეთა  კოლეგიაში  (მისამართი:  ქ.  თბილისი,  დ.  აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კმ., №6) გადაწყვეტილების შპს „მედ ეფემისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6.  გადაწყვეტილება  ძალაში  შედის  მისი  დამოწმებული  ასლის  შპს  „მედ  ეფემისთვის“ ჩაბარების დღიდან;

7. კონტროლი წინამდებარე  გადაწყვეტილების  მე-2 პუნქტის შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კახი ბექაურითავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

გიორგი ფრუიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები