წვდომის მენიუ

შპს „ინტერ თრეიდერ კომპანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 636

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 26, 2019 17:59

მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2019

შპს „ინტერ თრეიდერ კომპანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N19-10-2106; 30/10/2019) საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული  წარმოება შპს  „ინტერ  თრეიდერ  კომპანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N19-10-2106; 30/10/2019) თანახმად, კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2019 წლის 16 ოქტომბერს განხორციელდა შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N103. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, თემქა. მე-3 მკ/რნი, მე-5 კვარტალი, N25ა, შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ ოფისში, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის შ. დოლიძის თანდასწრებით. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება შემდეგი  სამაუწყებლო  არხების  ტრანზიტი:  “Охота  и  Рыбалка”,  „არტარეა“,  „Сарафан“,  „Мир“,„Cinema“, „Матч! планета“, “ORT”, „Мулт“, „ბასტი ბუბუ“, „Viasat Sport“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “History”, “Шансон ТВ”, “Setanta Sport 1”, “Россия К”, „ТНТ music”, „რაგბი ტვ“, „C 1“, “Домашный”, „ერთსულოვნება“, “Кухня”, “TV 1000 action”, “НТВ Мир”, “Дом Кино“, “Setanta Sport 2”, „ტვ პირველი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ობიექტივი“, „ქართული არხი“, „აჭარა“, „პალიტრა ტვ“, „კავკასია“, „РЕН ТВ“, “РТР планета”, „RTVi“, “Авто+”, „ I გასართობი“.

შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ 2019 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „Матч! планета“, “Setanta Sport 1”, “Кухня”,“Setanta Sport 2”, „ქართული არხი“,“Авто+“.

ზემოარნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

შპს „ინტერ თრეიდერ კომპანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 14 ნოემბერი, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.  შეტყობინებით  შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე  საქმის გარემოებათა  გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.  კომისიის შეტყობინება (Nგ-19-03/3264, 04/11/2019)  შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“  ჩაბარდა 2019 წლის 5 ნოემბერს.

კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის   სხდომაზე გამოცხადდა შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ წარმომადგენელი ზ.გიორგობიანი, რომელმაც აღიარა დარღვევა და აღნიშნა, რომ ვერ მოახერხეს ხელშეკრულებების გაფორმება და გამოასწორებენ აღნიშნულ ხარვეზს.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:

1. კომისიის  აპარატის  აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის  სამსახურებრივი     ბარათი     (N19-10-2106;     30/10/2019)     თანდართული დოკუმენტაციით;

2. კომისიის  აპარატის  აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების   რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 16 ოქტომბრის შემოწმების აქტი N103;

3.    შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი;

4.    შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);

5.     შპს    „ინტერ    თრეიდერ    კომპანის“    შესახებ    ამონაწერი    მეწარმეთა    და    არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

6.     კომისიის 2017 წლის 17 მაისის №16/1524-17 წერილი და ამ წერილის შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

7.     შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ წარმომადგენლის ზ. გიორგობიანის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2019 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე.

III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

1.     შპს  „ინტერ  თრეიდერ  კომპანის“  არის  ავტორიზებული  პირი  (კომისიაში  ავტორიზაციის თარიღი: 10/04/2018; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი)  ქსელითა     და/ან     (სადენიანი)  ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი  (სააბონენტო)  დაშვების  ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;  ოპტიკურ-ბოჭკოვანი   ადგილობრივი    (სააბონენტო)    დაშვების    ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 დგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა:                                    რადიოსიხშირული,    ადგილობრივი    (სააბონენტო)    დაშვების    ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით    უზრუნველყოფა:პაკეტური     საკომუტაციო     საშუალებების     ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;  B.F.2 ინტერნეტ მომსახურება: ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; კოაქსიალური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; WiFi;  B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი );

2. შპს   „ინტერ   თრეიდერ   კომპანის“   საქართველოს   ტერიტორიაზე სამაუწყებლო   არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან მომიჯნავე (მათ შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;

3. 2019 წლის 16 ოქტომბერს, 12:25 საათზე, შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, თემქა, მე-3 მკ/რნი, მე-5 კვარტალი, N25ა, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №103.   შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის   აუდიო-ვიზუალური    მედია    მომსახურებების    რეგულირების    დეპარტამენტის თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ აღმასრულებელი დირექტორი შ,დოლიძე;

4.     შემოწმების შედეგად  დაფიქსირდა,  რომ 2019 წლის 16 ოქტომბერს,   შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტი: “Охота и Рыбалка”, „არტარეა“, „Сарафан“, „Мир“, „Cinema“, „Матч! планета“, “ORT”, „Мулт“, „ბასტი ბუბუ“, „Viasat Sport“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, “History”, “Шансон ТВ”, “Setanta Sport 1”, “Россия К”, „ТНТ music”, „რაგბი ტვ“, „C 1“, “Домашный”, „ერთსულოვნება“, “Кухня”,   “TV   1000   action”,   “НТВ   Мир”,   “Дом   Кино“,   “Setanta   Sport   2”,   „ტვ   პირველი“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „ობიექტივი“, „ქართული არხი“, „აჭარა“, „პალიტრა ტვ“, „კავკასია“, „РЕН ТВ“, “РТР планета”, „RTVi“, “Авто+”, „ I გასართობი“;

5. 2019 წლის 16 ოქტომბერს განხორციელებული შემოწმების სისწორე დასტურდება 2019 წლის 16 ოქტომბრის №103 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი  წესების“ 36–ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო- ვიზუალური ჩანაწერით;

6.     შპს   „ინტერ   თრეიდერ   კომპანის“   2019   წლის   30   ოქოტმბრის   მდგომარეობით   და   ამ გადაწყვეტილების  მიღების  მომენტისათვის კომისიაში  არ ჰქონდა წარმოდგენილი  შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „Матч! планета“, “Setanta Sport 1”, “Кухня”,“Setanta Sport 2”, „ქართული არხი“,“Авто+“;

7.     კომისიის  2017  წლის  17  მაისის  №16/1524-17  წერილით,  ელექტრონული  კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს (შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ ჩაბარდა: 10.04.2018), მათ შორის, შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ ეცნობა და განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის მიერ ხორციელდება ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი, არა უშუალოდ ტელე ან    რადიომაუწყებელთან    გაფორმებული    ხელშეკრულების,    არამედ    შუამავალ/დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით   აღჭურვილ  პირთან გაფორმებული   ხელშეკრულების    საფუძველზე,    ტელე    ან    რადიოარხის    საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერად ტრანზიტის დასადასტურებლად, ავტორიზებულმა პირმა კომისიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ავტორიზებულ პირსა და შუამავალ /დისტრიბუტორ/ წარმომადგენლობითი        უფლებამოსილებით     აღჭურვილ     პირს     შორის     გაფორმებული ხელშეკრულება; ბ) შუამავლობის /დისტრიბუციის/ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი        დოკუმენტაცია;    გ)    ტელე    ან    რადიომაუწყებლის    ოფიციალური დადასტურება ტელე ან რადიოარხის სამაუწყებლო ბადეებში განთავსებული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული გავრცელების უფლების ფლობის შესახებ. ამავე წერილით მას განემარტა, რომ თუ სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება ხორციელდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, აუცილებელია კომისიაში აღნიშნული სამაუწყებლო არხის პროგრამებზე საავტორო და მომიჯნავე უფლების მქონე პირის/ კომპანიის ნებართვის წერილის წარმოდგენა (Permission Letter), რომელშიც აღნიშნული იქნება ა) ნებართვა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ სამაუწყებლო არხის საქართვლოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების  შესახებ;  ბ)  დადასტურება  სამაუწყებლო  არხის  ბადეში განთავსებული პროგრამების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელების უფლების შესახებ; ასევე, განემარტა მის მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტებში ყოველი სამაუწყებლო არხის ცვლილების (დამატების) შემთხვევაში, აგრეთვე მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ახალი ვადით ხელშეკრულების გაგრძელებისას შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება კომპანიის მიერ შესაბამისი სამაუწყებლო არხის პაკეტში ჩასმამდე/ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე;

8. შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ელექტრონული კომუნიკაციების    შესახებ“    საქართველოს    კანონის    45-ე მუხლით    გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.     ,,ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის   მე-11  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით    განსაზღვრული    უფლებამოსილებების    ფარგლებში    ამავე    კანონითა    და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2.     ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს                  ზედამხედველობა      და      მათი      დარღვევისას      გაატაროს      კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ  საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს       კანონმდებლობის,      მათ      შორის,      კომისიის      დადგენილებებითა      და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;

3.     ,,ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  43-ე  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  განხორციელებულ  საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების            სფეროში     საქართველოს     კანონმდებლობის,     მათ     შორის,     კომისიის დადგენილებებითა            და      გადაწყვეტილებებით      განსაზღვრული      მოთხოვნებისა      და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

4.  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალურობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალურობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ საიდუმლოებად ან პერსონალურ მონაცემებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის თაობაზე, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ   არასწორი ან არასრული     ინფორმაციის     მიწოდება     ითვლება     ინფორმაციის მიუწოდებლობად, ხოლო ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს  ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  საქართველოს  კანონმდებლობა,  მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5.     „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

6.     „ლიტერატურისა  და  მხატვრული  ნაწარმოებების  დაცვის  შესახებ”  ბერნის  კონვენციასთან (რატიფიცირებულია      საქართველოს    პარლამენტის    1994    წლის  24   ნოემბრის   №609 დადგენილებით), ,,საავტორო     უფლებების შესახებ”  1996 წლის 20  დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო  ორგანიზაციის  ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

7.     „ლიტერატურული  და  მხატვრული  ნაწარმოებების  დაცვის”  ბერნის  კონვენციის   მე-11bis მუხლისა    და „ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის    საავტორო უფლებების  შესახებ  ხელშეკრულების”  მე-8  მუხლის თანახმად,  ავტორები,  სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის   გამოყენებისათვის   კი   აუცილებელია   ნაწარმოების   საჯაროდ   გადაცემა   და   არა საშუალებები და ხერხები;

8.     ,,ბერნის    კონვენციისა”    და    „ისმო-ს    ხელშეკრულების”     აღნიშნულ    დანაწესთან    სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს  ნაწარმოების    გამოყენების    განსაკუთრებული    უფლება,    რაც    ნიშნავს    უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

9.     „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

10.  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია  მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და   რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და  კაბელით  ხელახალი  გადაცემა შესაბამისად  საეთერო  და  საკაბელო  მაუწყებლობის  სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია; ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის  გაქირავება  ან  მფლობელობის  სხვა  ფორმით  გადაცემა;  თ)  გადაცემის  ჩანაწერის გადაცემა    სადენებით    ანდა    უსადენო    კავშირგაბმულობის    მეშვეობით    ისე,    რომ    ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ  არჩეული ადგილიდან და დროს;

11. „საავტორო  და  მომიჯნავე  უფლებების  შესახებ”  საქართველოს  კანონის   51-ე  მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

12. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტურ  კავშირის     ჩათვლით,     საზოგადოებისთვის განკუთვნილი ტელე   და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

13.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;

14. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს      კანონმდებლობის,      მათ      შორის,      კომისიის      დადგენილებებითა      და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.;

15.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კომისიისათვის    კანონმდებლობით    დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სატელევიზიო არხების: „Матч! планета“, “Setanta Sport 1”, “Кухня”,“Setanta Sport 2”, „ქართული არხი“,“Авто+“-ის შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე სამომხმარებლო პაკეტში ჩასმით და ტრანზიტული გავრცელებით, შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის მე-11bis მუხლი,   ,,საავტორო   უფლებების   შესახებ“   ისმო-ს   ხელშეკრულების   მე-8   მუხლი,

„შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან  ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას ის კანონის შესაბამისად წერილობით უნდა გაფრთხილდეს.

კომისია აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით,   შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“  უნდა აეკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე  სატელევიზიო  არხის: „Матч! планета“, “Setanta Sport 1”, “Кухня”,“Setanta Sport 2”, „ქართული არხი“,“Авто+“-ის არამართლზომიერი ტრანზიტი.

V.    სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის   კონვენციის   მე-11bis       მუხლის, „საავტორო უფლებების   შესახებ”   ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების  უფლებათა  დაცვის  შესახებ”  რომის  1961  წლის  კონვენციის  მე-13  მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტის,   45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.     შპს „ინტერ თრეიდერ კომპანის“   მიეცეს გაფრთხილება  „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო  ორგანიზაციის  „საავტორო  უფლებების  შესახებ”  ხელშეკრულების  მე-8  მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების   დარღვევის გამო;

2.  უზრუნველყოს შპს „ინტერ თრეიდერ კომპანიმ“ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხების: „Матч! планета“, “Setanta Sport 1”, “Кухня”,“Setanta Sport 2”, „ქართული არხი“,“Авто+“-ის არამართლზომიერი გადაცემის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ინტერ თრეიდერ კომპანისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.     დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ინტერ თრეიდერ კომპანისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.     გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ინტერ თრეიდერ კომპანისთვის“  ჩაბარების დღიდან;

6.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო     სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „ინტერ თრეიდერ კომპანისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.     კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (მე-3  და  მე-4  პუნქტების  გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიდუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კახი ბექაური  თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ელისო ასანიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები