წვდომის მენიუ

შპს „ალიანსი ტივის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 658

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 18, 2019 15:12

მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2019

შპს „ალიანსი ტივის“ სამართალდამრღვევად ცნობისა და  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

I.     საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N19-10-2107; 30/10/2019)  საფუძველზე კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ალიანსი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N19-10-2107; 30/10/2019) თანახმად, კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ 2019 წლის 30 სექტემბერს განხორციელდა შპს „ალიანსი ტივის“ შემოწმება პროგრამების აუდიო-ვიზუალური დათვალიერება-მოსმენის საშუალებით და გადაცემის დროის დაფიქსირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი N91. შემოწმება ჩატარდა ქ. თბილისში, ვარკეთილი, შუამთის ქ N15, შპს „ალიანსი ტივის“ ოფისში კომპანიის ტექნიკოსის ო. ბროევის თანდასწრებით. შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ შპს „ალიანსი ტივის“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტი: „საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი“, „კავკასია“, „აჭარა“, „ობიექტივი“, „ბასტი ბუბუ“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი“, „ერთსულოვნება“, “Домашный”, „ტვ პირველი“, „მაესტრო“, „სილქ უნივერსალი“, “ORT”, “РТР планета”, „Детский Мир“,“TV 1000”, “TV 1000 action”,“TV 1000 ру.кино”, “Русский иллюзион”, “Карусель”, “VIP Megahit”, “Россия К”, “Шансон ТВ”, „ТВЦ“, „VIP premiere“, “Телекафе”, “CTC”, “Дом Кино“, “VIP Comedy”, “Viasat Nature”.

შპს „ალიანსი ტივის“ 2019 წლის 30 ოქტომბრის   მდგომარეობით კომისიაში არ წარმოუდგენია შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „კავკასია“, „ბასტი ბუბუ“, „მაესტრო“, “ORT”, “РТР планета”, „Карусель“, “Россия К”, “Телекафе”, “Дом Кино“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების   რეგულირების   დეპარტამენტს   მიაჩნია,   რომ      შპს   „ალიანსი   ტივის“ მიერ ზემოაღნიშნული არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირება ხორციელდება არამართლზომიერად.

შპს „ალიანსი ტივისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 21 ნოემბერი, რის შესახებ კომპანიას გაეგზავნა შეტყობინება და  მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. შეტყობინებით (N გ-19-03/3520, 15/11/2019) შპს „ალიანსი ტივის“ განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების  გამოთხოვის უფლება.  კომისიის შეტყობინება (N გ-19-03/3520, 15/11/2019) შპს „ალიანსი ტივის“ ჩაბარდა 2019 წლის 19 ნოემბერს.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში 2019 წლის 20 ნოემბერს შემოვიდა შპს „ალიანსი ტივის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4458), რომელშიც აღნიშნულია, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო სამაუწყებლო ბადეში დაფიქსირდა სამუწყებლო არხების „ბასტი ბუბუ“ და „მაესტრო“-ს ტრანზიტი. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ზემოაღნიშნული არხების ტრანზიტი აღარ ხორციელდება.

შპს „ალიანსი ტივიმ“ 2019 წლის 20 ნოემბერს (კომისიაში რეგისტრაციის N შ-19-6/4465) წარმოადგინა ტელეკომპანია „კავკასიის“ სანებართვო წერილი სამაუწყებლო არხის ტრანზიტის თაობაზე და ააიპ „საკაბელო ტელევიზიების კავშირთან“ დადეული ხელშეკრულება სამაუწყებლო არხების: “РТР планета“, „Россия-Культура” (логотип “Россия К”), “Россия-24”, „Travel Channel“, „Food network“, „Fine Living“, „TV-21“ (XXI),  Интер+, “Первый канал.Всемирная сеть”, “Карусель”, „Дом Кино“, “Дом кино пермиум”, “Телекафе”, “Музыка первого”,   “Время: далекое и близкое“, „Бобер“,   „О!“,   „Поехали“, „Совершенно секретно“,  „World Fashion“ მართლზომიერი ტრანზიტის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში 2019 წლის 21 ნოემბერს შპს „ალიანსი ტივიმ“ (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4495, 21.11.2019) ასევე წარმოადგინა სამაუწყებლო არხ „ბასტი-ბუბუს“ მართლზომიერი ტრანზიტის სანებართვო წერილი.

კომისიის 2019 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადდა შპს „ალიანსი ტივის“ დირექტორი დ. ბედიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო დაფიქსირდა სამუწყებლო არხის „მაესტრო“-ს ტრანზიტი, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე გამორთული აქვთ.

კომისია აღნიშნავს, რომ  საკითხის დამატებით შესწავლის მიზნით საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2019 წლის 28 ნოემბერს. აღნიშნულის თაობაზე შპს „ალიანსი ტივის“ წარმომადგენელი სხდომაზევე გაფრთხილდა.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბრათიდან (N 19-10-2284, 26/11/2019) ირკვევა, რომ 2019 წლის 21 ნოემბერს კომისიის     სხდომაზე     კომისიის  აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია  მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს დაევალა დამატებით შპს „ალიანსი ტივის“ მონიტორინგი. 2019 წლის 25 ნოემბერს განხორციელდა შპს „ალიანის ტივის“ მონიტორინგი, შედგა შემოწმების აქტი N127, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „ალიანსი ტივის“ მიერ აღარ ხორციელდება სამაუწყებლო არხ „მაესტროს“ რეტრანსლირება.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2019 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „ალიანსი ტივის“   წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ ის კომისიის 2019 წლის 21 ნოემბრის სხდომაზევე გაფრთხილდა კომისიის 2019 წლის 28 ნოემბრის სხდომის გამართვის თაობაზე. შესაბამისად, კომისიის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და  კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა შპს „ალიანსი ტივის“ დაუსწრებლად.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები:

1. კომისიის  აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების   რეგულირების დეპარტამენტის  სამსახურებრივი ბარათი (N19-10-2107; 30/10/2019) თანდართული დოკუმენტაციით;

2. კომისიის  აპარატის   აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2019 წლის 30 სექტემბრის შემოწმების აქტი N91;

3.    შემოწმების დამსწრე მოწმის პირადობის მოწმობის ასლი;

4.    შემოწმების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (CD);

5.     შპს  „ალიანსი  ტივის“  შესახებ  ამონაწერი  მეწარმეთა  და  არასამეწარმეო  (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან;

6.    შპს „ალიანსი ტივის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-19-6/4458,  20.11.2019);

7.    შპს   „ალიანსი   ტივის“      წერილი   (კომისიაში   რეგისტრაციის   N   შ-19-6/4465,   20.11.2019)

თანდართული დოკუმენტაციით;

8.    შპს    „ალიანსი    ტივის“    წერილი    (კომისიაში    რეგისტრაციის    Nშ-19-6/4495,    21.11.2019) თანდართული დოკუმენტაციით;

9.    შპს „ალიანსი ტივის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2019 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე;

10. კომისიის     აპარატის     აუდიო-ვიზუალური     მედია     მომსახურებების    რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბრათი (N 19-10-2284, 26/11/2019) და შემოწმების აქტი N127.

III. კომისიის მიერ დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს „ალიანსი ტივი“ არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი (კომისიაში ავტორიზაციის თარიღი: 12/02/2010; ავტორიზებული საქმიანობის სახეები: A.F.1ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:   კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის    ფუნქციური    რესურსებითა    და    სიმძლავრეებით    უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების  ფუნქციური    რესურსებითა    და    სიმძლავრეებით    უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი);

2. შპს „ალიანსი ტივის“ საქართველოს ტერიტორიაზე   სამაუწყებლო არხების უცვლელი სახით გადაცემის უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად,  საავტორო ან    მომიჯნავე    (მათ    შორის ექსკლუზიური) უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების ან/და სანებართვო წერილების  საფუძველზე;

3.     2019  წლის  30  სექტემბერს,  11:45  საათზე,   შპს  „ალიანსი  ტივის“  ოფისში,  მისამართზე:  ქ. თბილისი, ვარკეთილი, შუამთის ქ N15, კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (ზ. კვირველია, ი. ბაღაშვილი) განხორციელდა შპს „ალიანსი ტივის“ მიერ სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე გადაცემის მართლზომიერების შემოწმება, რის თაობაზეც გაფორმდა შემოწმების აქტი №91.  შემოწმების აქტს ხელს აწერენ კომისიის აპარატის აუდიო- ვიზუალური მედია  მომსახურებების  რეგულირების    დეპარტამენტის    თანამშრომლები: ზ.კვირკველია და ი.ბაღაშვილი, შემოწმებისა და შემოწმების აქტის შედგენის დამსწრე მოწმე, შპს „ალიანსი ტივის“ ტექნიკოსი ო. ბროევი;

4. შემოწმების შედეგად დაფიქსირდა, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს,  შპს „ალიანსი ტივის“ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდებოდა შემდეგი სამაუწყებლო არხების ტრანზიტი: „საზოგადოებრივი  მაუწყებლის  I  არხი“,  „კავკასია“,  „აჭარა“, „ობიექტივი“,  „ბასტი  ბუბუ“,„საზოგადოებრივი  მაუწყებლის  II  არხი“, „ერთსულოვნება“,  “Домашный”,  „ტვ  პირველი“, „მაესტრო“, „სილქ უნივერსალი“, “ORT”, “РТР планета”, „Детский Мир“,“TV 1000”, “TV 1000 action”,“TV 1000 ру.кино”, “Русский иллюзион”, “Карусель”, “VIP Megahit”, “Россия К”, “Шансон ТВ”, „ТВЦ“, „VIP premiere“, “Телекафе”, “CTC”, “Дом Кино“, “VIP Comedy”, “Viasat Nature”;

5. 2019 წლის 30 სექტემბერს განხორციელებული შემოწმების სისწორე დასტურდება 2019 წლის 30 სექტემბრის №91 შემოწმების აქტით, რომელიც შედგენილია ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი      წესების“  36–ე      მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე, შემოწმების პროცესის აუდიო- ვიზუალური ჩანაწერით;

6. შპს  „ალიანსი  ტივის“  2019  წლის  30  ოქტომბრის  მდგომარეობით  კომისიაში არ ჰქონდა წარმოდგენილი შემდეგი სამაუწყებლო არხების საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: „კავკასია“, „ბასტი ბუბუ“, „მაესტრო“, “ORT”, “РТР планета”, „Карусель“, “Россия К”, “Телекафе”, “Дом Кино“;

7.     შპს „ალიანსი ტივიმ“ 2019 წლის 20 და 21 ნოემბრის მდგომარეობით კომისიაში წარმოადგინა სამაუწყებლო არხების „კავკასია“, „ბასტი ბუბუ“,  “ORT”, “РТР планета”, „Карусель“, “Россия К”, “Телекафе”, “Дом Кино“-ს მართლზმომიერი ტრანზიტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ასევე, შპს „ალიანსი ტივის“ შეწყვეტილი აქვს სამაუწყებლო არხ „მაესტროს“ ტრანზიტი (მტკიცებულება:  კომისიის  აპარატის  აუდიო     ვიზუალური     მედია     მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათითი (N 19-10-2284, 26/11/2019) და 2019 წლის 25 ნოემბრის შემოწმების აქტი N127);

8.     შპს    „ალიანსი    ტივის“    მიმართ    ბოლო    ერთი    წლის    განმავლობაში  „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“    საქართველოს    კანონის    45-ე  მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.     ,,ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის   მე-11  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით    განსაზღვრული    უფლებამოსილებების    ფარგლებში    ამავე    კანონითა    და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;

2. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ზ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს                  ზედამხედველობა      და      მათი      დარღვევისას      გაატაროს      კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ  საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს       კანონმდებლობის,      მათ      შორის,      კომისიის      დადგენილებებითა      და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას;

3. ,,ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  43-ე  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის,  მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა დაგადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა      და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;

4. ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა,    მათ    შორის,    საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

5.     „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-3 მუხლის  პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო  ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები;

6.     „ლიტერატურისა  და  მხატვრული  ნაწარმოებების  დაცვის  შესახებ”  ბერნის  კონვენციასთან (რატიფიცირებულია      საქართველოს    პარლამენტის    1994  წლის    24    ნოემბრის  №609 დადგენილებით),  ,,საავტორო     უფლებების შესახებ” 1996 წლის 20 დეკემბერის ინტელექტუალური საკუთრების  მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებასთან (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2001 წლის 23 მაისის №879 დადგენილებით) და ,,შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციასთან მიერთებით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 17 თებერვლის №3344 დადგენილებით), საქართველომ იკისრა ვალდებულება დაიცვას საავტორო და მომიჯნავე უფლებები და გაატაროს ამ ხელშეკრულებების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი;

7. „ლიტერატურული  და  მხატვრული  ნაწარმოებების  დაცვის”  ბერნის  კონვენციის   მე-11bis მუხლისა  და  „ინტელექტუალური  საკუთრების  მსოფლიო  ორგანიზაციის    საავტორო უფლებების  შესახებ  ხელშეკრულების”  მე-8  მუხლის  თანახმად,  ავტორები,  სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით, თავისი ნაწარმოებების საყოველთაოდ გაცნობისათვის საჯარო გადაცემის უფლება დართონ სადენებითა და კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით. შესაბამისად, ხელშეკრულებები იცავენ  ავტორის უფლებას ნაწარმოებთან დაკავშირებით; ამ ნორმის   გამოყენებისათვის   კი   აუცილებელია   ნაწარმოების   საჯაროდ   გადაცემა   და   არა საშუალებები და ხერხები;

8.     ,,ბერნის    კონვენციისა”    და    „ისმო-ს    ხელშეკრულების”     აღნიშნულ    დანაწესთან    სრულ შესაბამისობაშია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს  ნაწარმოების    გამოყენების    განსაკუთრებული    უფლება,    რაც    ნიშნავს    უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ან/და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება);

9.     „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, ნაწარმოების ნებისმიერი ფორმით გამოყენება ან ამ უფლების სხვა პირისათვის გადაცემა ავტორის განსაკუთრებული, ექსკლუზიური უფლებაა და ინტელექტუალურ სამართალში იგი პრეზუმირებულ ფაქტს წარმოადგენს. „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს ნება დართოს ან აკრძალოს თავისი გადაცემების რეტრანსლაცია;

10.  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, რაც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ნიშნავს ნება დართოს ან აკრძალოს: ა) გადაცემის ჩაწერა; ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია  მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით  და   რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც  მოხდა მისი ჩაწერა; გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და  კაბელით  ხელახალი  გადაცემა შესაბამისად  საეთერო  და  საკაბელო  მაუწყებლობის  სხვა ორგანიზაციის მიერ; დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით; ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია; ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) გადაცემის ჩანაწერის გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; თ) გადაცემის ჩანაწერის გადაცემა სადენებით    ანდა    უსადენო    კავშირგაბმულობის    მეშვეობით    ისე,    რომ    ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ  არჩეული ადგილიდან და დროს;

11. „საავტორო  და  მომიჯნავე  უფლებების  შესახებ”  საქართველოს  კანონის   51-ე  მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია მაუწყებლის ორგანიზაციის გადაცემის გამოყენება მისი თანხმობის გარეშე. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებების დამრღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ ან/და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

12. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, კაბელით ხელახალი გადაცემა არის სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის     ჩათვლით,     საზოგადოებისთვის    განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის ერთდროულად, შეუწყვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით. ამავე მუხლის „ჟ” ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო გადაცემა არის ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მონაცემთა ბაზის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით (გარდა ნაწარმოების ან ფონოგრამის ასლების გავრცელებისა) ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შესაძლებელია აღიქვან პირებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნას მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტები, მონაცემთა ბაზები ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

13.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45  პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის ტრანზიტი არის ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე-ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე-ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე ან რადიოარხის ტრანზიტი;

14. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს      კანონმდებლობის,      მათ      შორის,      კომისიის      დადგენილებებითა      და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში დენადი ხასიათის დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არაუმეტეს 30000 ლარისა.;

15.„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების   დაწყების საფუძველია კომისიისათვის    კანონმდებლობით    დაკისრებული ვალდებულება ან მინიჭებული უფლებამოსილება - გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

კომისია აღნიშნავს,     შპს ,,ალიანსი ტივის“ მიერ სამაუწყებლო არხების შესაბამისი ხელშეკრულებების და სანებართვო წერილების გარეშე საკაბელო ქსელით უცვლელი სახით გადაცემით, შპს „ალიანსი ტივის“ მიერ დარღვეულია „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის   მე-11bis    მუხლი, ,,საავტორო უფლებების შესახებ“ ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლი, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლი, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლები და ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“   საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის მოთხოვნები, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სანქცირების საფუძველია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნები და ვალდებულებები შესრულებულ იქნა (დარღვევა აღმოფხვრილი იქნა) ნებაყოფლობით, კერძოდ, შპს „ალიანსი ტივიმ“ შეწყვიტა სამაუწყებლო არხ „მაესტრო“-ს არამართლზომიერი ტრანზიტი და კომპანიის მიერ   ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის შესრულებულია     ყველა ის კანონისმიერი ვალდებულება, რომელიც მას, როგორც ავტორიზებულ პირს გააჩნდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე,   კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ალიანსი ტივი“ ცნობილ უნდა იქნას სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

V.    სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, 98-ე, 99-ე მუხლების, „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის   კონვენციის   მე-11bis       მუხლის, „საავტორო   უფლებების   შესახებ”   ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის „საავტორო უფლებების შესახებ“ ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების  უფლებათა  დაცვის  შესახებ”  რომის  1961  წლის  კონვენციის  მე-13  მუხლის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45) პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  ბ)  ქვეპუნქტის,   45-ე მუხლის პირველი  პუნქტის, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის ბ) პუნქტის,  36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.     შპს „ალიანსი ტივი“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო  ორგანიზაციის  „საავტორო  უფლებების  შესახებ”  ხელშეკრულების  მე-8  მუხლის, „შემსრულებლების, ფონოგრამების, დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებათა დაცვის შესახებ” რომის 1961 წლის კონვენციის მე-13 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე, 50-ე, 51-ე მუხლების, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტების   დარღვევის გამო;

2. შპს „ალიანსი ტივი“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან;

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ალიანსი  ტივისთვის“  დაუყოვნებლივ  გაგზავნა  და  კომისიის  ოფიციალურ  ვებგვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.     დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) შპს „ალიანსი ტივის“ სამართალდამრღვევად  ცნობისა  და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

5.     გადაწყვეტილება   ძალაში   შედის   გადაწყვეტილების   დამოწმებული   ასლის   შპს   „ალიანსი ტივისთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.,  N6) შპს „ალიანსი ტივისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

7.     კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (მე-3  და  მე-4 პუნქტების  გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიდუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები