წვდომის მენიუ

ინდ. მეწარმე „ილო ლაბაძისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-19-18 / 659

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2019 13:57

მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2019

ინდ. მეწარმე „ილო ლაბაძისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I.          აღწერილობითი ნაწილი

კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათის (N19-10-2232, 19/11/2019) თანახმად, ინდ. მეწარმე „ილო ლაბაძეს“ კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის Nგ-19-6/588 (ი/მ ილო ლაბაძის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF73 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ) გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტებით დაკისრებული ვალდებულება არ შეუსრულებია, კერძოდ: „ი/მ „ილო ლაბაძის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF73 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის N გ-19-6/588 გადაწყვეტილების მე-3 პუქნტის თანახმად, ი/მ „ილო ლაბაძეს“ დაევალა უზრუნველეყო ი/მ „ილო ლაბაძეს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 56 458,14 (ორმოცდათექვსმეტი ათას ოთხასორმოცდათვრამეტი და 14) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა 2019 წლის 16 ნოემბრამდე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: -მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში- ა/ა-N200122900; -ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; -ბანკის კოდი-TRESGE22.

კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათის (N19-10-2232, 19/11/2019) საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული   კომისიის   საქმიანობის   მარეგულირებელი   წესების“   36-ე   მუხლის   მე-14 პუნქტის  შესაბამისად, 2019  წლის 22 ნოემბერს კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება ი/მ „ილო ლაბაძისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, ხოლო საკითხის განხილვა დაინიშნა 2019 წლის 28   ნოემბერს.   აღნიშნულის   თაობაზე   ი/მ   „ილო   ლაბაძეს“   ეცნობა   წერილობითი შეტყობინებით   (Nგ-19-03/3650,    22/11/2019)    და    მოწვეულ  იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული     კოდექსის  98–ე  და  99–ემუხლებით  გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება. კომისიის შეტყობინება (Nგ-19-03/3650, 22/11/2019) ი/მ „ილო ლაბაძეს“ ჩაბარდა 2019 წლის 25  ნოემბერს.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა კომისიის 2019 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა ი/მ „ილო ლაბაძე“. ვინაიდან,    ი/მ „ილო ლაბაძისთვის“ გაგზავნილი შეტყობინება კომპანიას 2019 წლის 25 ნოემბერს ჩაბარდა, კომისიის მიერ შესრულებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით და  კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის განხილვა ი/მ „ილო ლაბაძის“ დაუსწრებლად.

II.         გამოკვლეული მტკიცებულებები

1. კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხსენებითი ბარათი (N19-10-2232, 19/11/2019);

2.  „ინდ.მეწარმე „ილო ლაბაძეს“- სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის  გაცემის    შესახებ“    კომისიის    2009    წლის    16    ოქტომბრის    N520/1 გადაწყვეტილება;

3. „ი/მ „ილო ლაბაძის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF73 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის N გ-19-6/588 გადაწყვეტილება;

4.   მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან ი/მ „ილო ლაბაძის“ შესახებ მონაცემები;

5. კომისიის შეტყობინება (Nგ-19-03/3650, 22/11/2019) და აღნიშნული შეტყობინების ი/მ „ილო ლაბაძისთვის“ ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (AP01007010115);

III.        დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1. ი/მ „ილო ლაბაძე“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 31/01/2010; ავტორიზაციის სახეები: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური  საშუალებებით      უზრუნველყოფა:    კოაქსიალური   (საკაბელო) ადგილობრივი   (სააბონენტო)   დაშვების   ქსელის   ფუნქციური   რესურსებითა   და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების  ქსელის  ტერმინალური  საშუალებების   ფუნქციური რესურსებითა   და     სიმძლავრეებით    უზრუნველყოფა;     A.F.4    მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი)  გატარების საშუალებებითა და/ან        მაგისტრალური     საკომუნიკაციო     ციფრული  (სადენიანი)   სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო  საშუალებების  ფუნქციური რესურსებითა  და  სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური  რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება: თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება);

2. „ინდ.მეწარმე „ილო ლაბაძისთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის   გაცემის    შესახებ“    კომისიის  2009  წლის 16  ოქტომბრის    N520/1 გადაწყვეტილებით   ინდ.მეწარმე   „ილო   ლაბაძეს“ რადიოსიხშირული   სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზია მიეცა და განესაზღვრა ლიცენზიით სარგებლობის შემდეგი პირობები: ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 12672 მჰც ÷ 12868 მჰც და 12964 მჰც ÷ 13132 მჰც (ჯამური სიგანით 364); ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ზესტაფონის, საჩხერის, ჭიათურის რაიონები და ქ.ქუთაისი; გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 16 ოქტომბრამდე; დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი; ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის; ასევე, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70% (22,874.6 - ოცდაორი ათას რვაას სამოცდათოთხმეტი ლარი და სამოცი თეთრი) გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში;

3.   „ი/მ „ილო ლაბაძის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF73 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის N გ-19-6/588 გადაწყვეტილების თანახმად, გაუგრძელდა მოქმედების ვადა ი/მ „ილო ლაბაძის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიას 2019 წლის 16 ოქტომბრიდან 10 წლის ვადით შემდეგი პირობებით: ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 12672 მჰც ÷ 12868 მჰც და 12964 მჰც ÷ 13132 მჰც (ჯამური სიგანით 364); ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ზესტაფონის, საჩხერის, ჭიათურის რაიონები და ქ.ქუთაისი; გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2029 წლის 16 ოქტომბრამდე; დ) უზრუნველყოს ლიცენზიის მფლობელმა 12672 მჰც ÷ 12868 მჰც და 12964 მჰც ÷ 13132 მჰც (ჯამური სიგანით 364) სიხშირული დიაპაზონის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის; ე) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის მფლობელმა 12672მჰც÷12868 მჰც სიხშირეებზე ფუნქციონირებისას არ უნდა გამოიწვიოს საზიანო ინტერფერენციები ფიქსირებული-თანამგზავრული სისტემების მიმართ, და ასევე, არ უნდა მოითხოვოს დაცვა ფიქსირებული-თანამგზავრული სისტემებისაგან; ასევე, №F73 ლიცენზიით სარგებლობის ერთ-ერთ პირობად განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის - 56 458,14 (ორმოცდათექვსმეტი ათას ოთხასორმოცდათვრამეტი და 14) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა 2019  წლის 16  ნოემბრამდე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: -მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900; - ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; -ბანკის კოდი-TRESGE22;

4.   2019 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობითა და ამ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის ი/მ „ილო ლაბაძეს“ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გააჩნია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიისათვის - სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 56 458,14 ლარი;

5.  ი/მ „ილო ლაბაძის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის  არც  ერთი სახე  მსგავსი/ანალოგიური  დარღვევისათვის გამოყენებული არ ყოფილა.

IV.        სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესხებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ამოწურვადი რესურსების მართვა და მათი ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველსაყოფად და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარებისათვის რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების დადგენა, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა/სარგებლობის უფლების მინიჭება და ლიცენზიის/რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება; ხოლო, ამავე მუხლის მე-3    პუქნტის    ზ)    ქვეპუნქტის    თანახმად,    კომისიის    ძირითადი  ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში   საქმიანობის   ავტორიზებისა  და სალიცენზიო     პირობების,   აგრეთვე  ამოწურვადი    რესურსით    სარგებლობის პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

2.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუქნტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს     ელექტრონული      კომუნიკაციების      სფეროში      საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

3.  „ელექტეონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,  კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ  მიერ   ელექტრონული   კომუნიკაციების სფეროში  საქართველოს კანონმდებლობის,  მათ  შორის,  კომისიის დადგენილებებითა  და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული    მოთხოვნებისა  და    ვალდებულებების შესრულებას; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მქონე პირების, მათ შორის, ამოწურვადი    რესურსით     სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის,  მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის,  კომისიის    შესაბამისი    დადგენილებებითა  და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სალიცენზიო პირობების შესრულებას. მათი დარღვევის შემთხვევაში კომისია აღნიშნული პირების მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს;

4.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 31 პუნქტის  თანახმად,    ლიცენზიის    მფლობელი    ვალდებულია    ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსი  გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით,   აგრეთვე      ლიცენზიის      გაცემის      შესახებ    კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსის ოპტიმალური და ეფექტიანი გამოყენება,   მათ  შორის, ინოვაციური     ელექტრონული     საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვით;

5.   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმებას კომისია ახორციელებს სალიცენზიო პირობების შერჩევით შემოწმებით ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით.

გარდა ამისა, კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს შემოწმება კომისიაში შესული საჩივრის, ექს-პარტე შეტყობინების, საგაზეთო ან სხვაგვარი ინფორმაციის საფუძველზე; ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმების დროს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე   სალიცენზიო პირობების შესრულებასთან;

6.  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის   შემთხვევაში   კომისია   უფლებამოსილია   დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის   შემოსავლის   (საქართველოს   საგადასახადო   კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ „ოლო ლაბაძის“ მიერ ლიცენზიით სარგებლობის ერთ- ერთი პირობის შეუსრულებლობით, კერძოდ ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 56 458,14 (ორმოცდათექვსმეტი ათას ოთხასორმოცდათვრამეტი და 14) ლარის - გადაუხდელობით ადგილი აქვს „ი/მ „ილო ლაბაძის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF73 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის N გ-19-6/588 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევას. ზემოაღნიშნული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის    შესაბამისად, ავტორიზებული პირის       სანქცირების საფუძველია. იმის გათვალისწინებით, რომ ი/მ „ილო ლაბაძის“ მხრიდან   ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა იგივე/მსგავს დარღვევას, ის წერილობით უნდა გაფრთხილდეს.

ამასთან, ი/მ „ილო ლაბაძეს“ უნდა დაევალოს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF73 ლიცენზიის საფასურის 56458,14 (ორმოცდათექვსმეტი ათას ოთხასორმოცდათვრამეტი და 14) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა 5 სამუშაო დღის ვადაში.

V.         სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე,  „ელექტრონული  კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) და ზ ქვეპუნქტების, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 44-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, 49-ე მუხლის 31  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 76-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის, 95,  98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ,  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    ი/მ  „ილო  ლაბაძეს“  მიეცეს  წერილობითი  გაფრთხილება  „ი/მ  „ილო  ლაბაძის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF73 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის N გ-19-6/588 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2.    უზრუნველყოს ი/მ „ილო ლაბაძემ“ NF73 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახადის - 56 458,14 (ორმოცდათექვსმეტი ათას ოთხასორმოცდათვრამეტი და 14) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა 5 სამუშაო დღის ვადაში;

3.    დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების ი/მ „ილო    ლაბაძისთვის“    გაგზავნა    და    კომისიის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4.    გადაწყვეტილება    ძალაში    შედის    მისი    დამოწმებული    ასლის    ი/მ    „ილო ლაბაძისთვის“  ჩაბარების დღიდან;

5.    გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ. თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ი/მ „ილო ლაბაძისთვის“ ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;

6.    დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (თ. გოშუა) ი/მ „ილო ლაბაძისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

7.    კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (გარდა  მე-3  და  მე-6 პუქნტების) დაევალოს    კომისიის    ადმინისტრაციის    საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები