წვდომის მენიუ

შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 მარტის № 120/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-19-19 / 448

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2019 17:14

მიღების თარიღი ივლისი 25, 2019

შპს  „საქართველოს  ტელერადიოცენტრისთვის“ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 06 მარტის № 120/13 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს   „საქართველოს  ტელერადიოცენტრმა“ კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-6/2439, 29.05.19 და №შ-19-7/1063, 14.03.19), დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოსა და მის მიმდებარე სოფლებში აზერბაიჯანის მხრიდან სასაზღვრო ზოლში 27-ე სატელევიზიო არხზე გამოწვეული ხელშეშლების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ საკოორდინაციო პროცედურის განხორციელების შედეგად, გეგმა „ჟენევა 06“-ში შეტანილ იქნა დამატება, რაც დასტურდება, მიმდინარე წლის 30 აპრილის BRIFIC2894-ის სპეციალური სექციის SS GE06/154-ის ნაწილ „B“-ში შეტანით და გამოქვეყნებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოსა და მის მიმდებარე სოფლებში მაუწყებლობის არსებული ჩრდილოვანი ზონის მაუწყებლობის სიგნალით დაფარვის და 27-ე სატელევიზიო არხზე ხელშემშლელი სიგნალის მიმართ, სასარგებლო (საქართველოს მაუწყებლობის) სიგნალის დონის მნიშვნელოვანი მომატების განხორციელება შესაძლებელია GE06/154-ის ნაწილ „B“-ში განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისად სატელევიზიო გადამცემის (ანტენის) განლაგების და ამოქმედების შემთხვევაში, შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

1.    ანტენის განლაგების გეოგრაფიული კოორდინატები -41˚19΄14.5"N; 46˚39΄50.8"E;

2.    ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან - 30მ;

3.    გამოყენებული სატელევიზიო არხი - 27;

4.    გასხივების ეფექტური სიმძლავრე - 500 ვტ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“, კომისიის 2014 წლის 6 მარტის  №120/13  გადაწყვეტილებით  მინიჭებული  აქვს  რადიოსიხშირეები  საქართველოს  მთელ ტერიტორიაზე ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ასაგებად და საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში გასავრცელებლად. იმის გათვალისწინებით, რომ შპს ”საქართველოს ტელერადიოცენტრს” დამატებითი სიხშირეები ესაჭიროება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობის ძირითადი ქსელის ექსპლოატაციაში შეყვანის შემდგომ ხელშეშლების აღმოფხვრისა და   ჩრდილოვანი ზონების დაფარვის მიზნით, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია დამატების შეტანა კომისიის 2014 წლის 6 მარტის №120/13 გადაწყვეტილებაში და შპს ”საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის” ზემოაღნიშნული მიზნით სიხშირული რესურსის მინიჭება.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის N206 განკარგულებით დამტკიცებული „ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ  მიწისზედა  სატელევიზიო  მაუწყებლობაზე  გადასვლის  სამოქმედო  გეგმის  და შესაბამისი რეკომენდაციების თაობაზე“ 6.2 პუნქტის შესაბამისად ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე დადგენილ ვადებში გადასვლის უზრუნველსაყოფად და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მულტიპლექს პლატფორმის ფორმირებისათვის საჭირო („დროებითი“ და ასევე შემდგომი პერიოდისათვის განკუთვნილი) რადიოსიხშირული რესურსი, ისევე, როგორც სადისტრიბუციო ქსელში გაერთიანებული რადიოსარელეო კავშირის ხაზების სადგურების ფუნქციონირებისათვის საჭირო ოპტიმალური რადიოსიხშირული რესურსი უსასყიდლოდ მიენიჭება შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილი იქნება (ეროვნულ დონეზე ერთი და იგივე სატელევიზიო კონტენტის გავრცელების შესაძლებლობის მქონე) ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის (სადისტრიბუციო ქსელის ჩათვლით) 2015 წლის პირველ მარტამდე აგება და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოებული სატელევიზიო პროგრამების ღია ეთერში გავრცელება.

კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტმა გაუგზავნა შეთანხმების წერილი შპს „საქართველოს   ტელერადიოცენტრს“   (№გ-19-06/1681, 07.06.2019) ტექნიკური პარამეტრების მონაცემებით, რაზედაც შპს   „საქართველოს  ტელერადიოცენტრმა“ თანხმობა განაცხადა (№შ-19-7/2799, 26.06.2019).

კომისია აღნიშნავს, რომ შესაძლებლად მიიჩნია განხორციელდეს სოფელ საბათლოსა და მის მიმდებარე სოფლებში ხელშეშლების გარეშე მაუწყებლობისთვის სიხშირული რესურსის მინიჭება რადიოსიხშირული  სპექტრის  მართვის  დეპარტამენტის  სამსახურებრივ  ბარათში  (№19-10-1262,

10.07.2019) მითითებული ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით,

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

63-ე  მუხლის და კომისიის 2014 წლის 06 მარტის № 120/13 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის  შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის  2014 წლის 6 მარტის  №120/13 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების დანართს დაემატოს  112-ე სტრიქონი შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

 

 

ციფრული სამაუწყებლო ზონა

 

 

 

 

პუნქტი

 

 

მუნიციპალიტეტი, ქალაქი

 

ეფექტურად გასხივებული სიმძლავრე

ERP [W]

 

გეოგრაფიული კოორდინატები

 

ანტენის  პარამეტრები

 

მიღება

(სარელეო ხაზი / ტელე არხი)

 

ტელე არხი

 

ცენტრალური სიხშირე

(MHz)

 

ზოლის სიგანე

(MHz)

 

 

ჩრდილოეთ განედი (N)

 

აღმოსავლეთ გრძედი

(E)

სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (m)

 

გასხივების მიმართულება (აზიმუტი)

 

პოლარიზაცია

H/V

112

GEO256

საბათლო

დედოფლის წყარო

500

41°19.2421'N

46°39.847'E

30

წრიული

H

23

27

522

8

 

2. დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  შპს

„საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

3. დაევალოს კომისიის  აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ.ქადეიშვილი), ასევე რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა) კომისიის უწყებრივ რეესტრში ცვლილებების აღრიცხვა;

4. დაევალოს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა);

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“  ჩაბარებისთანავე.

 

კახი ბექაური  კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  კომისიის წევრი

ელისო ასანიძე    კომისიის წევრი

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები