წვდომის მენიუ

„სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N816/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-19-19 / 553

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 25, 2019 11:33

მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2019

„სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და  პოზიციების  ნუსხის  დამტკიცების  თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N816/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში (შემდგომში „კომისია“) 2019 წლის 8 აგვისტოს Nგ 19-22/472 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიის აპარატის ზოგიერთ სტრუქტურულ ერთეულში დაიწყო ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელება   კომისიის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.         კომისიის 2019 წლის 8 აგვისტოს Nგ-19-23/474 გადაწყვეტილებით    დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანის მიზნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1062  მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიის დადგენილების პროექტი ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობასთან ერთად გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების    დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე კომისიის დადგენილების განხილვა გაიმართა 2019 წლის 12 სექტემბერს.   2019 წლის 17 სექტემბერს, კომისიამ მიიღო დადგენილება N4   „სქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელის ამოქმედების თარიღადაც განისაზღვრა 2019 წლის 1 ოქტომბერი.  აღნიშნული დადგენილების და კომისიის Nგ-19-22/472 გადაწყვეტილების გათვალისწინებით, კომისიის 2019 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებაში Nგ-19-19/473 „სსიპ სქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსის დამტკიცების თაობაზე“ უნდა აისახოს შესაბამისი ცვლილებები. კერძოდ: 

1. კომისიის 2019 წლის 17 სექტემბრის N4 დადგენილების შესაბამისად გაუქმდა ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტი, ჯგუფის სახით შეუერთდა სამართლებრივ დეპარტამენტს და მისი სახელწოდება ჩამოყალიბდა ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფის სახით.         შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია გაუქმდეს ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტი და აღნიშნული დეპარტამენტის   სამივე (3) საშტატო პოზიცია: დეპარტამენტის უფროსი (1 პოზიცია),  ლიცენზირება/ ავტორიზაციის მთავარი სპეციალისტი (1 პოზიცია) და სიხშირული ნებართვების სპეციალისტი (1 პოზიცია); სამართლებრივ დეპარტამენტში შეიქმნას ავტორიზაციისა და   ლიცენზირების ჯგუფი   შემდეგი პოზიციებით:  ჯგუფის უფროსი - 1 პოზიცია, მთავარი სპეციალისტი - 1 პოზიცია  და    წამყვანი სპეციალისტი - 1 პოზიცია. ვინაიდან  ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს დაემატა ახალი ფუნქცია, აღნიშნულთან დაკავშირებით, გაზრდილი პასუხისმგელობისა და სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია სიხშირული ნებართვების სპეციალისტის პოზიცია ჩამოყალიბდეს  წამყვანი სპეციალისტის რანგად;

2. კომისიის 2019 წლის 17 სექტემბრის N4 დადგენილების შესაბამისად, გაუქმდა საფინანსო- საბიუჯეტო სამსახური და ადმინისტრაციის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა საფინანსო- საბიუჯეტო ჯგუფის სახით.  ამის გათვალისწინებით, კომისას მიზანშეწონილად მიაჩნია საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისა და მისი ორი 2 საშტატო პოზიციის (სამსახურის უფროსი - 1 პოზიცია, საფინანსო სამსახურის წამყვანი სპეციალისტი - 1 პოზიცია) გაუქმება და კომისიის ადმინისტრაციაში საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის შექმნა 2 პოზიციით:   საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსი - 1 პოზიცია  და წამყვანი ბუღალტერი - 1 პოზიცია;

3. კომისიის 2019 წლის 17 სექტემბრის N4 დადგენილების შესაბამისად, ცვლილებები განხორციელდა ადმინისტრაციაში შემავალ   ქვე-სტრუქტურულ  ერთეულებში/ ჯგუფებშიც. კერძოდ, სამდივნო გაერთიანდა ადმინისტრაციის საკანცელარიო და საოქმო საქმისწარმოების ჯგუფთან და   ჩამოყალიბდა საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო ჯგუფის სახით; ასევე, სამეურნეო უზრუნველყოფის ჯგუფი გაერთიანდა შესყიდვებისა და ლოჯისტიკის ჯგუფთან და ჩამოყალიბდა შესყიდვებისა და ქონების მართვის ჯგუფის სახით. აღნიშნულის გათვალისწინებით:

ა) ადმინისტრაციის საკანცელარიო და საოქმო საქმისწარმოების ჯგუფს უერთდება სამდივნო სულ 6 პოზიციით:  კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე - 1 პოზიცია, ოფის - მენეჯერი - 1 პოზიცია და კომისიის წევრის თანაშემწე - 4 პოზიცია.  ჯგუფის სახელწოდება ჩამოყალიბდა   საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო ჯგუფის სახით. ახლებურად  განისაზღვრა აღნიშნული ჯგუფის ფუნქციებიც; შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საოქმო საქმისწარმოების წამყვანი სპეციალისტის პოზიციისათვის რანგის ცვლილება და საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო ჯგუფის მთავარი სპეციალისტის რანგად ჩამოყალიბება;

ბ) შესყიდვებისა და ლოჯისტიკის ჯგუფს უერთდება სამეურნეო უზრუნველყოფის ჯგუფი სულ 12 პოზიციით: სამეურნეო ჯგუფის უფროსი - 1 პოზიცია,    მძღოლი - 8 პოზიცია, ელექტრიკოსი - 1 პოზიცია,    ტექნიკოსი - 1 პოზიცია და მექანიკოსი - 1 პოზიცია. ამასთანავე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია სამეურნეო უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსის პოზიციის შესყიდვებისა და ქონების მართვის ჯგუფში სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სპეციალისტის (1 პოზიცია) სახით ჩამოყალიბება.  ასევე მიზანშეწონილია   ელექტრიკოსის და მექანიკოსის პოზიციების სახელწოდებების ცვლილება   ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციის სახით   (სულ 2 პოზიცია),     ხოლო   ტექნიკოსის პოზიციის   სახელწოდების ჩამოყალიბება შიდა სატელეფონო ქსელის ტექნიკოსის პოზიციის  (1 პოზიცია)  სახით. დანარჩენი  პოზიციები დარჩება უცვლელად.

4.   კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2019 წლის 17 სექტემბრის N4 დადგენილების შესაბამისად, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი გაუქმდა, ხოლო მისი ფუნქციები ჯგუფის სახით შეუერთდა რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს. შეიცვალა დეპარტამენტის სახელწოდება და   ჩამოყალიბდა   სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტად. შესაბამისად, კომისას მიზანშეწონილად მიაჩნია სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის და მისი 4 პოზიციის გაუქმება: დეპარტამენტის უფროსი - 1 პოზიცია, ინფრასტრუქტურისა და ქსელების მთავარი სპეციალისტი - 1 პოზიცია, ნუმერაციის რესურსის მართვის მთავარი სპეციალისტი - 1 პოზიცია და სერტიფიკაციის, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის   წამყვანი სპეციალისტი - 1 პოზიცია და სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის ტექნოლოგიის ჯგუფის სახით   ჩამოყალიბება შემდეგი 3 პოზიციით: ჯგუფის უფროსი - 1 პოზიცია, ინფრასტრუქტურისა და ქსელების მთავარი სპეციალისტი - 1 პოზიცია, ნუმერაციის რესურსის მართვის მთავარი სპეციალისტი - 1 პოზიცია; კომისიას ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის წამყვანი სპეციალისტის   1   პოზიციის   გაუქმება,   ვინაიდან   აღნიშნული   ფუნქციები   სრულდება   სსიპ „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ მიერ;

5. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიაში დაგროვილი პროფესიული ცოდნის კონსოლიდაციისათვის 2019 წლის   31 იიანვრის N47/19 გადაწყვეტილებით  შექმნილია მრჩეველთა საბჭო, რომელიც კომისიისა და მისი აპარატისათვის ექსპერტულ-საკონსულტაციო ფუნქციას ასრულებს.  კომისიას მიზანშეწონილად  მიაჩნია  აღნიშნულ  სტრუქტურულ  ერთეულს  დაემატოს  მრჩევლის  ერთი  (1) პოზიცია სიხშირული დაგეგმვის მიმართულებით - შმკ 30;

6. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიაში 2018 წლის 11 ოქტომბრიდან   შექმნილია მედია წიგნიერების ხელშეწყობის დეპარტამენტი, რომელიც აქტიურად ახორციელებს პროექტებს  მედია წიგნიერების ხელშეწყობის კუთხით, გეგმავს ღონისძიებებს და  განსაზღვრავს სტრატეგიას მედია წიგნიერების ხელშეწყობის მიმართულებით. აღნიშნულ დეპარტამენტში არსებული მზარდი დატვირთვის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია აღნიშნულ დეპარტამენტს დაემატოს წამყვანი სპეციალისტის 1 პოზიცია;

7. კომისიას აღნიშნავს, რომ მოქმედი    კანონმდებლობით კომისიისათვის განსაზღვრული ფუნქციების    ეფექტურად შესრულებისა  და ორგანიზაციული პროდუქტულობის გაზრდისათვის მნიშვნელოვანია      მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მოზიდვა და არსებული თანამშრომლების შენარჩუნება.             გამომდინარე იქიდან, რომ კომისია არეგულირებს სატელეკომუნიკაციო და მაუწყებლობის დარგებს, ხოლო   ამ მიმართულებით პროფესიულ კადრებზე შრომის ბაზარზე დიდი მოთხოვნაა, თანამშრომელთა მატერიალური კომპენსაციისა და ბენეფიტების მართვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის N614/19 გადაწყვეტილების თანახმად,     ცვლილება შევიდა კომისიის პოზიციების ნუსხაში   და სახელფასო ზღვრები - პოზიციის მინიმალური და მაქსიმალური სახელფასო განაკვეთი - განისაზღვრა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისათვის. აღნიშნული განპირობებული იყო შრომის ბზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების აუცილებლობით; იმისათვის, რომ არ მოხდეს პროფესიონალი კადრების კომისიიდან გადინება, რეკომენდირებულია, კომისიის აპარატში დასაქმებულთა ხელფასების კორექტირება კომისიის აპარატის პოზიციებისათვის. ამ ეტაპზე, კომისიის  აპარატის  იერარქია  სულ 3 დონეს და 7 რანგს მოიცავს, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციიდან ტექნიკური სპეციალისტის პოზიციამდე.   კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შემდეგი იერარქიის შემოღება: 1 დონე- მენეჯერული პოზიციები (M1 და M2); 2 დონე -  ექსპერტული პოზიციები (E3, E4, E5);  3 დონე - უმცროსი სპეციალისტის/ტექნიკური პოზიციები (S6, S7):

მენეჯერული პოზიციები (M1, M2): გულისხმობს კომისიის რომელიმე მიმართულების ზედამხედველობას და კოორდინაციას შესაბამისი კომპეტენციით, უფლებამოსილებით და პასუხისმგებლობით. მენეჯერულ პოზიციათა    რანგში    კომისიაში ერთიანდება    მაღალი მმართველობითი დონე     (M1),   სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (დეპარტამენტის უფროსი, სამსახურის უფროსი), რომელსაც აქვს უშუალო დაქვემდებარება და თავად   უშუალო დაქვემდებარებაშია   კომისიის თავმჯდომარესთან. ასევე,    საშუალო მმართველობითი დონე ჯგუფის უფროსი (M2), რომელსაც აქვს უშუალო დაქვემდებარება და თავად    უშუალო დაქვემდებარებაშია სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან;

ექსპერტული პოზიციები   (E3, E4, E5): გულისხმობს     მიმართულების (შესაბამისი დარგის) ექსპერტულ დონეზე ცოდნას, კვალიფიკაციას, კონკრეტული მიმართულებისთვის საჭირო პროცესების დამოუკიდებლად მართვას, შესაბამისი ფუნქციების შესრულებას, უფლებამოსილებას, პასუხისმგელობას და   კომპეტენციას.   ექსპერტულ პოზიციათა რანგში კომისიაში ერთიანდება მთავარი სპეციალისტი (E3), წამყვანი სპეციალისტი (E4)   და სპეციალისტი (E5) პოზიციები. აღნიშნული პოზიციები უშუალო დაქვემდებარებაშია სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან ან ჯგუფის უფროსთან;   E5 პოზიციებს კომისიაში მიეკუთვნება სპეციალისტი, ოფის-მენეჯერი, კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე,  რადიომონიტორინგის სადგურის მთავარი ინჟინერი;

უმცროსი სპეციალისტის/ტექნიკური პოზიციები   (S6, S7):  გულისხმობს უმცროსი სპეციალისტის დონეს,  ფუნქციების შესრულებაში მონაწილეობა,  ფუნქციის შესრულებაში დახმარება/მონაწილეობა, შესაბამისი პასუხისმგებლობა, კვალიფიკაცია და უფლებამოსილება; უმცროსი სპეციალისტის/ტექნიკურ პოზიციათა რანგში კომისიაში ერთიანდება ვიწრო პროფესიული, დამხმარე/მხარდამჭერი და  ტექნიკური პოზიციები;

უმცროსი სპეციალისტი    (S6): კომისიაში ასეთი პოზიციებია კომისიის წევრის თანაშემწე, რადიომონიტორინგის ინჟინერი,    რადიომონიტორინგის რეგიონული სადგურის უფროსი ინჟინერი;

ტექნიკური სპეციალისტი (S7): კომისიაში  ასეთი პოზიციებია   მონიტორინგის ცენტრის ინჟინერი, რადიომონიტორინგის რეგიონული სადგურის ინჟინერი, მობილური ჯგუფის ტექნიკოსი, ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი,   მძღოლი, შიდა სატელეფონო ქსელის ტექნიკოსი. აღნიშნული პოზიციები უშუალო დაქვემდებარებაშია სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან ან ჯგუფის უფროსთან.

ცხრილის N1 სახით წარმოდგენილია კომისიის პოზიციათა ახლებური იერარქიის/რანგისა და შესაბამისი სახელფასო ზღვრები:

ცხრილი N 1

კომისიის  პოზიციათა იერარქია / რანგი

იერარქია  საჯარო სამსახურის პოზიციათა შესაბამისად;

სახელფასო ზღვრები შმკ

 

M1. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი,

(დეპარტამენტის უფროსი, სამსახურის უფროსი);

 

უშუალო დაქვემდებარებაში ჰყავს თანამშრომლები, თავად  უშუალო დაგვერდებაშია კომისიის თავმჯდომარესთან.

1.1. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

40-50

 

 

მენეჯერული პოზიციები

M2. ჯგუფის უფროსი

 

უშუალო დაქვემდებარებაში ჰყავს თანამშრომლები, თავად  უშუალო დაქვემდებარებაშია სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან.

2.2. მეორადი სრტურუქრული ერთეულის ხელმძღვანელი,

30-40

E 3.   ესპერტული პოზიცია:  მთავარი სპეციალისტი.

 

ექსპერტული კვალიფიკაცია, ფუნქციების  ექსპერტული შესრულება, საკუთარი პროცესების მართვა; დოკუმენტების, პროდუქტების შემუშავება, ანალიზი, დასკვნების მომზადება;  სამუშაო ჯგუფის/პროექტების მართვა,  შედეგზე პასუხიმგებლობა.

 

არ აქვს უშუალო დაქვემდებარება;  თუმცა შეიძლება დროებით დაეკისროს მენეჯერული ფუნქციები/შეცვალოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ექვემდებარება სტრუქტურული ერთეულის ხემძღვანელს ან ჯგუფის უფროსს.

3.1. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

25-35

 

ექსპერტული პოზიციები

E4.  ექსპერტული პოზიცია:   წამყვანი სპეციალისტი

 

ექპერტული ცოდნა, კვალიფიკაცია,    დოკუმენტების მომზადება და შინაარსზე პასუხისმგებლობა, კომპლექსური გადაწყვეტილების განხილვის პროცესში მონაწილეობა;

 

არ აქვს უშუალო დაქვემდებარება; ექვემდებარება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან ჯგუფის უფროსს.

3.2.  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

20-30

 

 

E5.  ექსპერტული პოზიცია:  სპეციალისტი

 

ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად ინფორმაციის მოძიება, პირველადი დამუშავება, ნაკლებად რთული დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადება,  რთული სამუშაოს შესრულებაში ტექნიკური დახმარება;

 

არ აქვს უშუალო დაქვემდებარება; ექვემდებარება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან ჯგუფის უფროსს.

3.3.  მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

10-20

 

S6  უმცროსი სპეციალისტი

 

ხელმძღვანელის   ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარდაჭერა, სტანდარტული, რუტინული დავალებების შესრულება;

უფლებამოსილია ინტერპრეტაცია გაუკეთოს და შეარჩიოს რუტინული დავალების შესასრულებლად საუკეთესო მეთოდი;

 

არ აქვს უშუალო დაქვემდებარება;

ექვემდებარება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან ჯგუფის უფროსს.

4.1.               პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

5-15

 

უმცროსი სპეციალისტის პოზიციები

S 7.   ტექნიკური სპეციალისტი

სტანდარტული, კარგად განმარტებული ერთგვაროვანი ტიპის  დავალებების  შესრულება  და  მის  სისწორეზე პასუხისმგებლობა,დადგენილი ინსტრუქციების/სტანდარტების გათვალისწინებით;

 

არ აქვს უშუალო დაქვემდებარება;

ექვემდებარება            სტრუქტურული            ერთეულის ხელმძღვანელს ან ჯგუფის უფროსს.

4.2.                    მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

4-10

 

კომისია აღნიშნავს რომ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-131  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, მხოლოდ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოა უფლებამოსილი:   ა) დაამტკიცოს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა; ბ) განსაზღვროს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის შრომითი გასამრჯელო; გ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში პირის დასაქმებისათვის დაადგინოს ძირითადი მოთხოვნები, სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასანიშნად შეარჩიოს და დანიშნოს პირი, დააწინაუროს გადაიყვანოს და გაათავისუფლოს ეროვნული  მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირი;

კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს პირებს კომისიის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე; საჭიროების შემთხვევაში  კომისიის მიერ  განსაზღვრული  წესითა  და  საქართველოს  ორგანული  კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, დროებით ამოცანათა შესასრულებლად იწვევს შტატგარეშე დასაქმებულებს და აფორმებს მათთან ვადიან შრომით ხელშეკრულებებს. ხოლო დებულების ამავე მუხლის გ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის თავმჯდომარე ახორციელებს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ მართვას და აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის საერთო კოორდინაციას; ანაწილებს სამსახურებრივ დავალებებს აპარატის სტრუქტურულ    ერთეულებს    შორის;    კომისიის  გადაწყვეტილებით დადგენილი წესით აპარატში დასაქმებულთა შრომითი მოტივაციის მიზნით იყენებს წახალისების ზომებს, ხოლო დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, უფლებამოსილია გამოიყენოს კომისიის აპარატის შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები; ამავე პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად, შიდა ორგანიზაციულ საკითხებზე კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც არ შეიცავს ქცევის ზოგად წესს.

კომისიას მიაჩნია, რომ დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის ბ), გ) და დ) ქვეპუნქტების გათვალისწინებით, კომისიის პოზიციათა ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისთვის  სახელფასო სარგოების ზღვრების  შემოღებასთან ერთად, მიზანშეწონილია კომისიის თავმჯდომარეს მიენიჭოს უფლებამოსილება ბრძანებით განსაზღვროს თითოეულ პოზიციაზე დასაქმებულთა სახელფასო სარგო, აღნიშნული გადაწყვეტილებით მიღებული თითოეული პოზიციისათვის განსაზღვრული სახელფასო სარგოების ფარგლებში, შესრულებული სამუშაოს შეფასების ქულის, გაზრდილი ფუნქციების, პასუხისმგებლობის და შესაბამის შრომის ბაზარზე არსებული სახელფასო სარგოების გათვალისწინებით.

ყოველივე     ზემოაღნიშნულის     გათვალისწინებით, კომისიას     მიზანშეწონილად მიაჩნია, სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა  და პოზიციების   ნუსხის   დამტკიცების   თაობაზე“ კომისიის  2017  წლის  14 დეკემბრის N816/22 გადაწყვეტილებაში ზემოაღნიშნული ცვლილებების შეტანა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ეროვნული მარეგულირებელი  ორგანოების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  131 მუხლისა  და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების,  კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“   შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.   ,,სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N816/22 გადაწყვეტილების პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურა“ (ორგანიგრამა) თანდართული ფორმით (დანართი N1);

2. სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N816/22 გადაწყვეტილების მეორე პუნქტში შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხა თანდართული ფორმით (დანართი N2);

3.     დაევალოს    ადამიანური    რესურსების    მართვის    სამსახურს    ასახოს    ცვლილებები    ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანართი N2-ის  შესაბამისად ა.რ.მ. სამსახურის ელექტრონულ პროგრამაში ამ გადაწყვეტილების  ამოქმედებიდან 2 კვირის განმავლობაში;

4. მიეცეს უფლებამოსილება კომისიის თავმჯდომარეს, ბრძანებით განსაზღვროს კომისიის აპარატის დასაქმებულთა არსებულისახელფასო სარგოებისაგან განსხვავებული სახელფასო სარგოები დანართი N2-ით დამტკიცებული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხით გათვალისწინებული ზღვრების ფარგლებში;

5. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2019 წლის 1 ოქტომბერს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში  (ქ.  თბილისი,  დავით  აღმაშენებლის  ხეივანი,  მე-12  კმ.)  კომისიის  ვებ- გვერდზე  www.gncc.ge გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

7.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს (თ. ბოკუჩავა).

მერაბ ქათამაძე  კომისიის წევრი

 ვახტანგ აბაშიძე  კომისიის წევრი

 გიორგი ფრუიძე  კომისიის წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები