წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 7 მარტის № 131/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-19-19 / 562

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 30, 2019 18:05

მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 7 მარტის № 131/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ მოქალაქე არჩილ ბარაბაძემ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-9/3800, 24.09.19) რადიომოყვარულის სახმობი ნიშნის შეცვლის თაობაზე. კერძოდ, მოქალაქე არჩილ ბარაბაძე ითხოვს მინიჭებული სახმობის (4L7AB) შეცვალას შემდეგი სახმობი ნიშნით 4L4AB. ასევე 2019 წლის 24 სექტემბერს კომისიას მიმართა ააიპ „საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნული ლიგამ“, რომელიც ასევე რეკომენდაციას უწევს რადიომოყვარულ არჩილ ბარაბაძეს სახმობი ნიშნის შეცვლასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2019 წლის 7 მარტის № 131/7 გადაწყვეტილების საფუძველზე რადიომოყვარულ არჩილ ბარაბაძეს მინიჭებული აქვს შემდეგი სახმობი ნიშანი:

 

ნებართვის N

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

A - 094

 

არჩილ ბარაბაძე

 

ქ. ქუთაისი, ა. ბელიაშვილის ქ. 22

 

4L7AB

 

„A“

კომისია აღნიშნავს, რომ მოქალაქე არჩილ ბარაბაძის და ააიპ „საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნული ლიგის“ მომართვის საფუძველზე შესაძლებლად მიაჩნია კომისიის მიერ 2019 წლის 7 მარტის № 131/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა და სახმობი ნიშნის შეცვლა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის  შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2019 წლის 7 მარტის №131/7 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიენიჭოს რადიომოყვარულ არჩილ ბარაბაძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით - 2019 წლის 7 მარტიდან 2024 წლის 7 მარტამდე:

 

ნებართვის N

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

A - 094

 

არჩილ ბარაბაძე

 

ქ. ქუთაისი, ა. ბელიაშვილის ქ. 22

 

4L4AB

 

„A“


2. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  საქართველოს რადიომოყვარულთა ლიგისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საქართველოს რადიომოყვარულთა ლიგისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4.კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური  კომისიის თავმჯდომარე 

 ვახტანგ აბაშიძე  კომისიის წევრი

 ელისო ასანიძე  კომისიის წევრი

 გიორგი ფრუიძე  კომისიის წევრი

 მერაბ ქათამაძე  კომისიის წევრი

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები