წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 22 აგვისტოს № გ-19-7 / 490 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-19-19 / 665

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2019 14:06

მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 22 აგვისტოს გ-19-7 / 490 გადაწყვეტილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „Batumi car tour“-მა (რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის მიერ 2011 წლის 25 მაისს; ს.კ. №445397589) კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-7/4373, 14.11.19 და №შ-19-7/4384, 14.11.19) ქ.ბათუმში მეტრულ დიაპაზონში აპარატურული ხარვეზის გამო, მინიჭებული ორი სიხშირის 154.475 მჰც და 160.475 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) შეცვლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2019    წლის 22 აგვისტოს № გ-19-7/490 გადაწყვეტილებით    შპს „Batumi car tour“-ს მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 2141 უფლება და მიენიჭა სიხშირე 154.475 მჰც, 160.475 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ბათუმში, ერთი წლის ვადით - 2019 წლის 23 აგვისტოდან 2020 წლის 23 აგვისტომდე.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის   აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2019 წლის 22 ნოემბრის №19-10-2151 სამსახურებრივი ბარათის თანახმად შპს „Batumi car tour“-ს შესაძლებელია მიენიჭოს სიხშირეები 154.675 მჰც და 160.425 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) 154.475 მჰც და 160.475 მჰც სიხშირეების ნაცვლად, ქ. ბათუმში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2019  წლის 22 აგვისტოს № გ-19-7/490 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიენიჭოს შპს „Batumi car tour“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 2141 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 154.675 მჰც, 160.425 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. ბათუმში, ერთი წლის ვადით - 2019 წლის 23 აგვისტოდან 2020 წლის 23 აგვისტომდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;“;

2. დაევალოს კომისიის  ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „Batumi car tour“-სთვის გაგზავნა (ნ.ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

3. დაევალოს შპს „Batumi car tour“-ს გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული   ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ   მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) შპს „Batumi car tour“-სთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ლ.ლაშქარავა) და სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები