„საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 28 ნოემბრის №გ- 19-23/660 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 25, 2019 18:53
მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2019
„საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 28 ნოემბრის №გ-19-23/660 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 28 ნოემბრის №გ-19-23/660 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის თანახმადაც, საკითხის ზეპირი მოსმენის დღედ განისაზღვრა 2019 წლის 26 დეკემბერი.
კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან 2019 წლის 26 დეკემბერს, საკითხის ზეპირი მოსმენა არ გაიმართება კომისიის წევრთა ქვორუმის არ არსებობის გამო, კომისიის სხდომა ჩაინიშნა 2019 წლის 25 დეკემბერს, გადაუდებელი აუცილებლობით, ზეპირი მოსმენის თარიღის განსაზღვრის მიზნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შევიდეს ცვლილება „საქართველოში საერთაშორისო ზარების ტერმინაციის დროებითი რეგულაციის დადგენის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 16 მაისის №345/22 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2019 წლის 28 ნოემბრის №გ-19-23/660 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2019 წლის 30 დეკემბერს 12.00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ.50/18)“;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე;
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე თავმჯდომარე - მ.შ.
