შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2019 წლის 29 აგვისტოს №გ-19-1/497 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-19-2 / 568

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 07, 2019 16:58

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2019

 შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2019 წლის 29 აგვისტოს №გ-19-1/497 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ფორმულამ“ (ს/ნ 405345666) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-7/3810, 24/09/2019; №შ-19-6/3862, 01.10.2019) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5067, 29/08/2019) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს დამატებით მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიებით (მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ქსელის გამოყენებით), მაუწყებლობის განხორციელება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ხელმისაწვდომობა მოთხოვნილ ტექნოლოგიაზე იქნება უფასო, მაუწყებლობა საკაბელო ოპერატორების ქსელის გამოყენებით დაიწყება 2019 წლის 5 ოქტომბერს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ფორმულა“ კომისიის 2019 წლის 29 აგვისტოს №გ-19-1/497 გადაწყვეტილებით ფლობს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას (BR-5067, 29/08/2019) შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა; 

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი: 

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი( შპს სტერეო+-ს მულტიპლექსი);

ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო); ვ.გ)  ინტერნეტი (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო; ზ.გ) ინტერნეტი - უფასო;

თ) მაუწყებლობის დაწყების თარიღი ყველა ტექნოლოგიის გამოყენებით: 2019 წლის 1 ოქტომბერი;

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2019 წლის 3 ოქტომბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ფორმულას“ წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5067, 29/08/2019) მოდიფიცირება და კომისიის 2019 წლის 29 აგვისტოს №გ-19-1/497 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა.

ყოველივე   ზემოაღნიშნულის   გათვალისწინებით,   კომისიამ,   „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მოდიფიცირდეს  შპს  „ფორმულას“  (ს/ნ  405345666)  მაუწყებლობის  ავტორიზაცია  (BR-5067, 29/08/2019), შევიდეს ცვლილება კომისიის 2019 წლის 29 აგვისტოს №გ-19-1/497 გადაწყვეტილებაში:

ა)   გადაწყვეტილების პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ვ.დ)  და ზ.დ) ქვეპუნქტები:

„ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო;“

ბ) პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მაუწყებლობის დაწყების თარიღი გავრცელების სხვა ტექნოლოგიების (მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ქსელით) გამოყენებით - 2019 წლის 5 ოქტომბერი, ხოლო ყველა სხვა ტექნოლოგიის გამოყენებით - 2019 წლის 1 ოქტომბერი;“

2. შპს „ფორმულა“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ)  იქონიოს  თვითრეგულირების  ეფექტიანი  მექანიზმი,  რომელიც  უზრუნველყოფს  საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ფორმულასთვის“  გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

5.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო     სასამართლოს ადმინისტრაციულ  კოლეგიაში  (ქ.  თბილისი,  დავით  აღმაშენებლის  ხეივანი  მე-12  კმ.;  N6)  შპს

„ფორმულასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი   და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ლიცენზირებისა და ავტორიზაციის ჯგუფს (მ. ქადეიშვილი). 

კახი ბექაური კომისიის თავმჯდომარე

ელისო ასანიძე  კომისიის წევრი

მერაბ ქათამაძე კომისიის წევრი

გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები