წვდომის მენიუ

შპს „ტელე-რადიოპრესკომპანია ზარის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B44 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №830/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-19-2 / 630

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 18, 2019 17:36

მიღების თარიღი ნოემბერი 07, 2019

შპს „ტელე-რადიოპრესკომპანია ზარის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B44 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და  კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №830/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული   კომისია  (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-7/3802, 24.09.19) მიმართა შპს ტელე- რადიო პრესკომპანია „ზარმა” მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B44 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ კომპანია ითხოვს გადამცემის სიმძლავრის გაზრდას 100 ვტ- დან 500 ვტ-მდე. როგორც წერილშია აღნიშნული კომპანია სიმძლავრის მომატებას ითხოვს ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის მდგრადი სამაუწყებლო სიგნალით დასაფარად.

კომისია  (შემდგომში ,,კომისია”)  აღნიშნავს,  რომ შპს  ტელე-რადიო  პრესკომპანია  „ზარი” 2021 წლის 31 დეკემბრამდე ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B44 ლიცენზიას კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №830/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, აფხაზური, ოსური, ინგლისური, რუსული;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 104,0 მგჰც სიხშირეზე 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. სამტრედია;

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის (№19-10/1855, 24/09/2019) თანახმად, დეპარტამენტში განხილულ იქნა შპს ტელე-რადიო პრესკომპანია „ზარის” მოთხოვნა და განხორციელდა 104,0 მჰც რადიო სამაუწყებლო გადამცემით გასხივებული სიგნალის ვირტუალური გავრცელების მოდელირება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (ICS Telecom) გამოყენებით იმგვარად, რომ შენარჩუნებულიყო ელექტრომაგნიტური თავსებადობა სხვა რადიოსამაუწყებლო გადამცემების მიმართ. შედეგად კერძო რადიომაუწყებლობის №B44 ლიცენზიის მოდიფიცირება შესაძლებელია შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების დაცვით:

 

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე

(მჰც)

 

 

მოდულაცია

პოლარ იზაცია V / H

 

 

გასხივება

 

გადამცემის სიმძლავრე

 

(ვტ)

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. სამტრედია

 

104.0

 

FM

 

V

 

წრიული

 

500

 

42°09'50.6"N

42°20'34.2"E

 

70

 

6

შენიშვნა: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

კომისია აღნიშნავს, რომ კერძო რადიომაუწყებლობის №B44 ლიცენზიაში დამატებითი ტექნიკური პარამეტრების მითითება აუცილებელია, ვინაიდან მოქმედი FM გადამცემების ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით ხდება თავისუფალი სიხშირული რესურსის დაგეგმარება 87.5-108 მჰც დიაპაზონში, შესაბამისად აღნიშნული გადამცემების განთავსების ადგილის, ანტენის დაკიდების სიმაღლის და სხვა ტექნიკური მახასიათებლების რეალურ პირობებში გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს ლიცენზიის პირობებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ №B44 ლიცენზიის სალიცენზიო პირობებში მითითებული სამაუწყებლო ზონების განმარტება აღარ შეესაბამება კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებას, რომლის თანახმად 87.5მჰც-დან 108.0მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ზონა არის საკონკურსო პირობით განსაზღვრული, ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით. შესაბამისად მიზანშეწონილია მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონის   კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში მითითებული განმარტების შესაბამისად განსაზღვრა.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ იმსჯელა ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების   დეპარტამენტის დასკვნაში (№19-10/1855, 24/09/2019) წარმოდგენილ სალიცენზიო გადასახადის გაანგარიშების მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ქ. სამტრედიაში 100 ვატი სიმძლავრის გადამცემის არსებობის შემთხვევაში სალიცენზიო გადასახადი10  წელზე  შეადგენდა  4,252.50 ლარს,  ხოლო  გადამცემის  სიმძლავრის  500  ვატამდე  გაზრდის შემთხვევაში - სალიცენზიო გადასახადი 10 წელზე იქნება 6,075.00 ლარი, სხვაობა შეადგენს 1,822.50 ლარს. შესაბამისად კერძო რადიომაუწყებლობის №B44 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში, შპს ტელე-რადიო პრესკომპანია „ზარის” მიერ გადასახდელი სალიცენზიო გადასახადის ოდენობა შეადგენს 1,822.50 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე      მოდიფიცირების      მოთხოვნის      შემთხვევაში,      კომისია      ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის (№19-10/1931, 03/10/2019) თანახმად თეორიული გათვლების მიხედვით, წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების დაცვით მაუწყებლობის შემთხვევაში, ლიცენზიის სამოქმედო ზონა არ შეიცვლება.

კომისია     აღნიშნავს,     რომ     კომისიის     2019     წლის     3     ოქტომბრის     №გ-19-23/574 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელე-რადიოპრესკომპანია ზარის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B44 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და  კომისიის 2011 წლის 30  დეკემბრის  №830/6  გადაწყვეტილებაში  ცვლილებების  შეტანის  მიზნით.  ზეპირი  მოსმენის თარიღად  განისაზღვრა  2019 წლის  7 ნოემბრის  15:00 საათი,  ხოლო გადაწყვეტილების  მიღების ვადად ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 7 ნოემბრის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს  „ტელე-რადიოპრესკომპანია ზარის“ წარმომადგენელი გია თევზაძე, რომელმაც დაადასტურა სალიცენზიო გადასახდელის - 1,822.50  ლარის კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადახდაზე მზადყოფნა.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: კომისიის და ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს ტელე-რადიო პრესკომპანია „ზარის” კერძო    მაუწყებლობის    №B44    ლიცენზიის    მოდიფიცირების    შემთხვევაში    არ    დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.

ყოველივე  ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით,  კომისიამ  ,,მაუწყებლობის   შესახებ” საქართველოს     კანონის     38-ე   მუხლის   მე-9   პუნქტის,   45-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის   ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ტელე-რადიო პრესკომპანია „ზარის” კერძო რადიომაუწყებლობის №B44 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №830/6 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მეექვსე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”6. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს ტელე-რადიო პრესკომპანია „ზარის” მაუწყებლობის №B44 ლიცენზიას  2021 წლის 31 დეკემბრამდე და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, აფხაზური, ოსური, ინგლისური, რუსული;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ვ.ა) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

 

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე

(მჰც)

 

 

მოდულაცია

პოლარ იზაცია V / H

 

 

გასხივება

 

გადამცემის სიმძლავრე

 

(ვტ)

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

ქ. სამტრედია

 

104.0

 

FM

 

V

 

წრიული

 

500

 

42°09'50.6"N

42°20'34.2"E

 

70

 

6

 

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით“.

2. უზრუნველყოს შპს ტელე-რადიო პრესკომპანია „ზარმა” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში 1,822.50  (ერთი ათას რვაასოცდაორი და 50) ლარის გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300213062;

3. შპს ტელე-რადიო პრესკომპანია „ზარი” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნული   თანხის   საქართველოს   ცენტრალურ   სახელმწიფო   ბიუჯეტში   გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. შპს ტელე-რადიო პრესკომპანია „ზარის” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე) და სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ)  ლიცენზიის  მოდიფიცირების  თაობაზე  ინფორმაციის  სსიპ  „საქართველოს  საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

 6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება;

ბ)    აღნიშნული    გადაწყვეტილების    დამოწმებული    ასლის    შპს    ტელე-რადიო    პრესკომპანია „ზარისთვის” გაგზავნა;

გ)  აღნიშნული  გადაწყვეტილების  მე-2  პუნქტში  მითითებული  თანხის  და  შესაბამის  ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის კონტროლი;

7.   გადაწყვეტილება   ძალაში   შევიდეს   მისი   დამოწმებული   ასლის      ასლის   შპს   ტელე-რადიო პრესკომპანია „ზარისთვის” ჩაბარების დღიდან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში   (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) შპს ტელე-რადიო პრესკომპანია „ზარისთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2, მე-3, მე-6, მე-9, მე-10 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

 

კახი ბექაური    თავმჯდომარე

მერაბ ქათამაძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები