წვდომის მენიუ

შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს” კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №819/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-19-2 / 654

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 22, 2019 18:13

მიღების თარიღი ნოემბერი 21, 2019 18:13

შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს” კერძო რადიომაუწყებლობის№B38 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და  კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №819/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული   კომისია  (შემდგომში ,,კომისია”)  აღნიშნავს, რომ   კომისიას  განცხადებით  (კომისიაში  რეგისტრაციის  №შ-19-6/3278,  12.08.19)  მიმართა  შპს ”ტელერადიო      კორპორაცია    ინფორმკავშირი    ტელევიზია    არგომ” მისი    კუთვნილი    კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ კომპანია ითხოვს გადამცემის სიმძლავრის გაზრდას 250 ვტ-დან 2 კვტ-მდე. როგორც წერილშია აღნიშნული 250 ვტ- იანი გადამცემი ვერ უზრუნველყოფს მყარ და ხარისხიან მაუწყებლობას.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  შპს  ”ტელერადიო  კორპორაცია  ინფორმკავშირი  ტელევიზია არგო” 2021 წლის 31 დეკემბრამდე ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიას კომისიის 2011  წლის  30  დეკემბრის  №819/6  გადაწყვეტილებით  განსაზღვრული  შემდეგი  სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 102,0 მგჰც სიხშირეზე 250 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ზესტაფონი და მიმდებარე სოფლები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის (№19-10/1779, 13/09/2019) თანახმად, დეპარტამენტში განხილულ იქნა შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია  არგოს” მოთხოვნა  და  განხორციელდა 102,0  მჰც  რადიო  სამაუწყებლო  გადამცემით გასხივებული სიგნალის ვირტუალური გავრცელების მოდელირება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (ICS Telecom) გამოყენებით იმგვარად, რომ შენარჩუნებულიყო ელექტრომაგნიტური თავსებადობა სხვა რადიოსამაუწყებლო გადამცემების მიმართ. შედეგად კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირება შესაძლებელია შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების დაცვით:

 

 

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე

(მჰც)

 

 

მოდულაცია

პოლარ იზაცია V / H

 

 

გასხივება

 

გადამცემის სიმძლავრე

 

(ვტ)

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

 

ქ. ზესტაფონი

 

 

102.0

 

 

FM

 

 

V

მიმართული (160° გაშლის კუთხე, აზიმუტი

43°)

 

 

750

 

 

42°6'1.45"N

42°59'38.9"E

 

 

30

 

 

4

შენიშვნა: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

კომისია აღნიშნავს, რომ კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიაში დამატებითი ტექნიკური პარამეტრების მითითება აუცილებელია, ვინაიდან მოქმედი FM გადამცემების ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით ხდება თავისუფალი სიხშირული რესურსის დაგეგმარება 87.5-108 მჰც დიაპაზონში, შესაბამისად აღნიშნული გადამცემების განთავსების ადგილის, ანტენის დაკიდების სიმაღლის და სხვა ტექნიკური მახასიათებლების რეალურ პირობებში გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს ლიცენზიის პირობებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ №B38 ლიცენზიის სალიცენზიო პირობებში მითითებული სამაუწყებლო ზონების განმარტება აღარ შეესაბამება კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებას, რომლის თანახმად 87.5მჰც-დან 108.0მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ზონა არის საკონკურსო პირობით განსაზღვრული, ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით. შესაბამისად მიზანშეწონილია მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონის   კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში მითითებული განმარტების შესაბამისად განსაზღვრა.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ იმსჯელა ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების   დეპარტამენტის დასკვნაში (№19-10/1829, 23/09/2019) წარმოდგენილ სალიცენზიო გადასახადის გაანგარიშების მეთოდილოგიებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ქ. ზესტაფონში 250 ვატი სიმძლავრის გადამცემის არსებობის შემთხვევაში სალიცენზიო გადასახადი 10 წელზე შეადგენდა 5,163.75 ლარს, ხოლო გადამცემის სიმძლავრის 750 ვატამდე გაზრდის შემთხვევაში - სალიცენზიო გადასახადი 10 წელზე იქნება 6,682.00 ლარი, სხვაობა შეადგენს 1518.25 ლარს. შესაბამისად კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში, შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს”  მიერ გადასახდელი სალიცენზიო გადასახადის ოდენობა შეადგენს 1,518.25 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე      მოდიფიცირების      მოთხოვნის      შემთხვევაში,      კომისია      ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის (№19-10/1931, 03/10/2019) თანახმად თეორიული გათვლების მიხედვით, წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების დაცვით მაუწყებლობის შემთხვევაში, ლიცენზიის სამოქმედო ზონა არ შეიცვლება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2019 წლის 3 ოქტომბრის №გ-19-23/572 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს” კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №819/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 7 ნოემბრის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 7 ნოემბრის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს” წარმომადგენელი სიმონ ხაჟალია, რომელმაც დაადასტურა სალიცენზიო გადასახდელის - 1,518.25 ლარის კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადახდაზე მზადყოფნა. სიმონ ხაჟალიამ სხდომაზე აღნიშნა, რომ კომპანიას შეკვეთილი აქვს ახალი გადამცემი, რომლის დამონტაჟების მერე მოახერხებენ გაზრდილი სიმძლავრით მაუწყებლობას. ამიტომ მან შუამდგომლობით მიმართა კომისიას და სთხოვა გადაწყვეტილება სიმძლავრის გაზრდის თაობაზე ძალაში შევიდეს ერთი კვირის ვადაში მას შემდეგ რაც დასრულდება ახალი გადამცემის დამონტაჟების ტექნიკური სამუშაოები. კომისიამ დააკმაყოფილა შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს” წარმომადგენელის შუამდგომლობა, ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოაცხადა შესვენება და საკითხის ზეპირი მოსმენა ჩანიშნა 2019 წლის 21 ნოემბერს.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 21 ნოემბრის ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს” წარმომადგენელი. კომპანიამ 2019 წლის 21 ნოემბერს კომისიას მიმართა წერილით (შ-19-6/4488) სადაც აღნიშნულია, რომ შპს ”ტელერადიო     კორპორაცია    ინფორმკავშირი    ტელევიზია    არგო“  ტექნიკურად    მზად    არის განახორციელოს გაზრდილი სიმძლავრით მაუწყებლობა, ასევე მზად არის 10 სამუშაო დღის ვადაში გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: კომისიის და ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი  ტელევიზია  არგოს” კერძო  მაუწყებლობის  №B38  ლიცენზიის  მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.  შესაბამისად კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა გადაწყვეტილების მიღება ზეპირი მოსმენის სხდომის დასრულებისთანავე.

ყოველივე   ზემოაღნიშნულის   გათვალისწინებით,   კომისიამ   ,,მაუწყებლობის    შესახებ” საქართველოს     კანონის     38-ე   მუხლის   მე-9   პუნქტის,   45-ე   მუხლის პირველი   პუნქტის   ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს” კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება   კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის

№819/6 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

ვ.ა) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

 

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე

(მჰც)

 

 

მოდულაცია

პოლარ იზაცია V / H

 

 

გასხივება

 

გადამცემის სიმძლავრე

 

(ვტ)

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

 

ქ. ზესტაფონი

 

 

102.0

 

 

FM

 

 

V

მიმართული (160° გაშლის კუთხე, აზიმუტი

43°)

 

 

750

 

 

42°6'1.45"N

42°59'38.9"E

 

 

30

 

 

4


ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ
500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით“.

2. უზრუნველყოს შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგომ” აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში 1,518.25 (ერთი ათას ხუთასთვრამეტი და 25) ლარის გადახდა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი -TRESGE22;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი -300193062;

3. შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგო” ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების  მე-2  პუნქტში აღნიშნული  თანხის  საქართველოს  ცენტრალურ  სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

4. შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს” მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს;

5.     დაევალოს    კომისიის    აპარატის    სამართლებრივი    დეპარტამენტის    ავტორიზაციისა    და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე) და სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ)  ლიცენზიის  მოდიფიცირების  თაობაზე  ინფორმაციის  სსიპ  „საქართველოს  საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის” გაგზავნა;

გ) აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში მითითებული თანხის შესაბამის ვადაში საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის კონტროლი;

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის” ჩაბარების დღიდან;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში   (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) შპს ”ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის” ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

9.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე-2, მე-3, მე-6, მე-9, მე-10 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

მერაბ ქათამაძე  წევრი

ვახტანგ აბაშიძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები