წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2020 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-19-21 / 671

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 03, 2019 18:07

მიღების თარიღი ნოემბერი 28, 2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2020 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2019 წლის 28 ნოემბრის სხდომაზე კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის  უფროსმა ნათია დევდარიანმა, კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შეუფერხებელი შესრულების უზრუნველსაყოფად, წარმოადგინა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც შემუშავდა 2019 წლის ფაქტიური შემოსავლებიდან და ხარჯებიდან გამომდინარე, ასევე აპარატის დეპარტამენტების და სამსახურების  მიერ წარმოდგენილი, 2020 წლის სავარაუდო ხარჯების გათვალისწინებით.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად:

კომისიის 2020 წლის საპროგნოზო წლიურმა შემოსავალმა შეადგინა 11,997,069 ლარი, საიდანაც რეგულირების საფასურის შემოსავალი არის 8,645,994 ლარი, რადიოსიხშირული  და  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  საფასურის შემოსავალი 3,138,075 ლარი, ხოლო საპროცენტო შემოსავლები 213,000 ლარი, ხოლო სარეზერვო ფონდმა შეადგინა 3,134,931 ლარი.  სულ 2020 წლის საპროგნოზო შემოსავალი და სარეზერვო ფონდი ჯამში არის 15,132,000 ლარი.

2020 წლის დაგეგმილი ხარჯების მოცულობა, 2019 წლის ბიუჯეტის ათი თვის ფაქტიური  ხარჯებიდან    და    კომისიის    აპარატის    დეპარტამენტებიდან    და სამსახურებიდან   წარმოდგენილი   სავარაუდო   (დაკორექტირებული)   ხარჯების გათვალისწინებით, განისაზღვრა 15,132,000 ლარით, მათ შორის ააიპ მედიააკადემიის ბიუჯეტი - 3,092,809 ლარით.

2020 წლის ძირითადი საშუალებების შეძენის მუხლი განსაზღვრულია -- 592,637 ლარით, რომელიც მოიცავს ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომპიუტერული ტექნიკის და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯებს.

საკანცელარიო და ჟურნალ-გაზეთების ხარჯებზე განსაზღვრულია 72,670 ლარი, კომუნიკაციის,  ელექტროენერგიის,  წყლის  და  ბუნებრივი  აირის  ხარჯებზე  -- 205,237 ლარი, ხოლო ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯებზე -- 138,320 ლარი.

მივლინების ხარჯები   განისაზღვრა 334,540 ლარით, ხოლო   კონფერენციების ჩატარების, მუშა  სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლების  ხარჯები წარმოდგენილია 427,403 ლარის ოდენობით.

საექსპერტო  და  საკონსულტაციო  სამუშაოთა  საპროგნოზო  ხარჯებმა  შეადგინა 1,248,082 ლარი, რომელშიც შედის საერთაშორისო საინფორმაციო პორტალებზე და ბაზებზე წვდომის, მედიამონიტორინგის პროგრამით მომსახურეობის, ინტერნეტის ხარისხის შემოწმების სისტემის მომსახურეობის და ლიცენზიის, მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის ფასების კვლევის, სიხშირეების ვადის გაგრძელების და სარგებლობის საფასურის დაანგარიშებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება, EBRD-ის საკონსულტაციო პროექტის თანადაფინანსების და კომისიის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისათვის აუცილებელი სხვა ხარჯები.

სხვა საერთო ხარჯები --- სულ თანხით 993,417 ლარი, შედგება  სამეურნეო და საყოფაცხოვრებო საქონლის, ოფისის შენობის და რადიო სპექტრის მონიტორინგის სადგურების  დაცვის,  მთარგმნელობითი  მომსახურეობის,  ფოსტის მომსახურეობის, 2018 წლის ფინანსური აუდიტის ჩატარების, გაუთვალისწინებელი და სხვა ხარჯებისაგან.

შრომის ანაზღაურების და სახელმწიფო ბიუჯეტის ანარიცხების ხარჯები, საპენსიო სისტემის გადასახადებთან ერთად, გამომდინარეობს 2020 წლის საშტატო ნუსხიდან და დაიგეგმა 5,992,341 ლარით (მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შრომის ანაზღაურების გარეშე).

კომისიის 2020 წლის ბიუჯეტში, ისევე როგორც გასულ წლებში, ცალკეა გამოყოფილი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯები -- 30,000 ლარი და შრომის ანაზღაურების ხარჯები -- 198,778 ლარი, რითაც კომისიამ გაითვალისწინა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-154  მუხლის მოთხოვნები.

შრომის  წახალისებისა  და  მოტივაციის  ამაღლების ფონდი განსაზღვრულია 1,083,787 ლარით.

„მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, კომისიას განესაზღვრა საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის ფუნქცია და ამ მიზნით კომისიამ 2018 წლის 2 აგვისტოს დააფუძნა მედიაწიგნიერების სასწავლო-კვლევითი ცენტრი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ააიპ „მედიააკადემია“ (შემდგომში „აკადემია“) ამასთან, აღნიშნული მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად კომისია უფლებამოსილია კომისიის ბიუჯეტიდან გამოყოს შესაბამისი თანხები.    აკადემიის ფუნქციების განხორციელების მიზნით კომისია თავისი  საბიუჯეტო  სახსრებიდან  გამოყოფს  მიზნობრივი  დაფინანსების  სახით 3,092,809 ლარს, რომელიც გაერთიანდება კომისიის ბიუჯეტის, „მედიაწიგნიერების ხარჯების“ მუხლში.

გარდა      აკადემიის      მიზნობრივი      დაფინანსებისა,      კომისიის      ბიუჯეტის „მედიაწიგნიერების ხარჯების“ მუხლში, რომელიც დაგეგმილია „მაუწყებლობის შესახებ“ და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, განსაზღვრულია კომისიის მიერ მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობისათვის   574,720.00 ლარის ხარჯის გაწევა. სულ „მედიაწიგნიერების ხარჯები“-ს მუხლმა შეადგინა 3,667,529 ლარი.

ეროვნული „მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის   პირველი   და   მეორე   პუნქტების,   „ელექტრონული   კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   დამტკიცდეს კომისიის 2020 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:

დასახელება

ბიუჯეტი 2020

სულ შემოსავლები და სარეზერვო ფონდი

15,132,000

რეგულირების საფასური

8,645,994

რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური

 

3,138,075

საპროცენტო შემოსავლები

213,000

სარეზერვო ფონდი

3,134,931

სულ ხარჯები

15,132,000

 

 

გრძელვადიანი აქტივები (დარგობრივი აპარატურა, ოფისის აღჭურვილობა, კომპიუტერული ტექნიკა, პროგრამები და სხვა)

 

592,637

საკანცელარიო და ჟურნალ-გაზეთების ხარჯი

72,670

კომუნიკაციის, ელექტროენერგიის, წყლის  და  ბუნებრივი აირის  ხარჯი

 

205,237

ავტომანქანის  საწვავის, შენახვისა  და  რემონტის  ხარჯები

138,320

მივლინების ხარჯები

334,540

საბანკო  მომსახურეობის  ხარჯები

3,000

კონფერენციის  ჩატარების, მუშა  სემინარების  და კვალიფიკაციის  ამაღლების  ხარჯები

 

427,403

საწევრო  გადასახადების  ხარჯები

59,260

საექსპერტო, საკონსულტაციო  და  სხვა  მომსახურეობების ხარჯები

 

1,248,082

სხვა საერთო ხარჯები

993,417

წარმომადგენლობითი ხარჯები

50,000

მიმდინარე რემონტის ხარჯები

35,000

შრომის ანაზღაურება

4,693,579

სახელმწიფო  ბიუჯეტის  და  საპენსიო  სისტემის გადასახადები

 

1,298,763

მომხმარებელთა  ინტერესების  საზოგადოებრივი  დამცველის ხარჯები

 

30,000

მომხმარებელთა  ინტერესების  საზოგადოებრივი  დამცველის სამსახურის  შრომის  ანაზღაურება, სახ  ბიუჯეტის  და საპენსიო  სისტემის  გადასახადები

 

 

198,778

 

შრომის  წახალისებისა  და  მოტივაციის  ამაღლების  ფონდი

 

1,083,787

მედიაწიგნიერების  ხარჯი

3,667,529


2. დამტკიცდეს აკადემიის 2020 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:

დასახელება

ბიუჯეტი 2020

გრძელვადიანი  აქტივები

181,306

შრომის  ანაზღაურება

821,788

ადმინისტრაციული  და  საოპერაციო  ხარჯები

2,089,716

 

 

სულ

3,092,809


3. დაევალოს აკადემიის აღმასრულებელ დირექტორს   მიზნობრივი  დაფინანსების მისაღებად კომისიაში ინვოისების წარმოდგენა;

4.   დაევალოს აკადემიის აღმასრულებელ დირექტორს კომისიაში ყოველთვიური ფაქტიური ხარჯების ფინანსური ანგარიშების წარმოდგენა, თანდართულ ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტაციების ასლებთან ერთად,  ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით;

5.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

6.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო  სასამართლოს

7.   ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #6) ერთი თვის ვადაში;

8.   კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის ადმინისტრაციის უფროსს (ო. ვოტ).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ელისო ასანიძე   წევრი

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები