წვდომის მენიუ

შპს „სპორტი 1“-ს მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: გ-19-22 / 492

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 02, 2019 22:03

მიღების თარიღი აგვისტო 22, 2019

შპს „სპორტი 1“-ს მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით  მიმართა  შპს  „სპორტი  1“-მა  (კომისიაში  რეგისტრაციის  №19-7/3253,09.08.2019) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე. კერძოდ, განცხადების შესაბამისად, შპს „სპორტი 1“ ითხოვს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას შემდეგი პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (სპორტი) ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, რუსული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 18 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (სტერეო +-ს მულტიპლექსი);

ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები (საქართველო); ვ.გ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2019 წლის 17 აგვისტომდე;

თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

თ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

თ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - ფასიანი; თ.გ) ინტერნეტი - უფასო;

თ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - ფასიანი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 19 აგვისტოს კომისიაში შემოვიდა შპს „სპორტი 1“-ს წერილი, რომლითაც კომპანია ითხოვს მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განუხილველად დატოვებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განუხილველად დარჩეს შპს „სპორტი 1“-ს მიერ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის №19-7/3253, 09.08.2019) და შეწყდეს განცხადების განხილვასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება;

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა)  აღნიშნული  გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის  შპს  „სპორტ  1“-სთვის“  გაგზავნა  (ნ. ჯავახიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე).

3.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო     სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „სპორტ1“-სთვის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

4.   გადაწყვეტილება   ძალაში   შევიდეს   მისი   დამოწმებული   ასლის   შპს   „სპორტ   1“-სთვის“ ჩაბარებისთანავე;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური   კომისიის თავმჯდომარე 

ვახტანგ აბაშიძე   კომისიის წევრი

 ელისო ასანიძე  კომისიის წევრი

 გიორგი ფრუიძე  კომისიის წევრი

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები