კერძო რადიომაუწყებლობის №№B18, B45, B46, B47, B49, B51, B52, B58, B67, B73, B81, B82 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 29, 2019 19:03
მიღების თარიღი სექტემბერი 26, 2019 19:03
კერძო რადიომაუწყებლობის №№B18, B45, B46, B47, B49, B51, B52, B58, B67, B73, B81, B82 ლიცენზიების მოდიფიცირებისა და კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით მოქმედი რადიომაუწყებლობის ლიცენზიიდან გარკვეულ ნაწილს განსხვავებულად აქვთ ჩამოყალიბებული მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები, კერძოდ ტექნიკურ პარამეტრებში მითითებულია მხოლოდ სიხშირული რესურსი, სიმძლავრე და გეოგრაფიული ზონა. აღნიშნულ ლიცენზიების ტექნიკურ პარამეტრებში არ არის მითითებული: გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი, მოდულაცია, პოლარიზაცია, გასხივება, გადამცემის და ანტენის განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები, ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან, ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი.
კომისია აღნიშნავს, რომ ასეთ ლიცენზიებს ფლობენ შემდეგი კომპანიები:
1. შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანია“ კერძო რადიომაუწყებლობის №B18 ლიცენზიას ფლობს კომისიის 2013 წლის 8 მაისის №311/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი/შემეცნებითი);
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 100,3 მჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;
2. შპს „რადიოკომპანია პირველი რადიო“ კერძო რადიომაუწყებლობის №B45 ლიცენზიას ფლობს კომისიის 2014
წლის 31 ივლისის №401/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 106,4 მგჰც სიხშირისა და 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ.თბილისი).
3. შპს „რადიოკომპანია პირველი რადიო“ კერძო რადიომაუწყებლობის №B46 ლიცენზიას ფლობს კომისიის 2014
წლის 16 აპრილის №207/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 106,4 მგჰც სიხშირეზე 800 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ყვარელი და მიმდებარე რაიონები.
4. შპს „ფოთი ტვ“ კერძო რადიომაუწყებლობის №B47 ლიცენზიას ფლობს კომისიის 2012 წლის 6 ივლისის №461/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 10 ივლისამდე; ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 100,5 მგჰც სიხშირეზე, 50 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.ფოთი.
5. შპს „რადიო იმედი“ კერძო რადიომაუწყებლობის №B49 ლიცენზიას ფლობს კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის
№824/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე; ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
ვ.ა) რადიომაუწყებლობა 105,9 მჰც სიხშირეზე, 200 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;
ვ.ბ) რადიომაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.
6. შპს „რადიოცენტრი პლუს“ კერძო რადიომაუწყებლობის №B51 ლიცენზიას ფლობს კომისიის 2011 წლის 30
დეკემბრის №825/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე; ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 103,9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრს გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი.
7. შპს „არტ რადიო“ კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიას ფლობს კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის
№834/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;
ა.ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
ა.გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;
ა.დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;
ა.ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
ა.ე.ა) რადიო მაუწყებლობა 101,9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი; ბ) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ.ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
ბ.გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა; ბ.დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;
ბ.ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყე ბლობა 97,5 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;
8. შპს „რადიოკომპანია მწვანე ტალღა“ კერძო რადიომაუწყებლობის №B58 ლიცენზიას ფლობს კომისიის 2011
წლის 30 დეკემბრის №820/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე;
ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, რუსული, ინგლისური;
ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 107,4 მგჰც სიხშირეზე 750 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ.თბილისი;
9. შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმა“ კერძო რადიომაუწყებლობის №B67 ლიცენზიას ფლობს კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №475/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე)მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 107.9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;
10. შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ კერძო რადიომაუწყებლობის №B73 ლიცენზიას ფლობს კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №828/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2021 წლის 31 დეკემბრამდე; ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
ვ.ა) რადიომაუწყებლობა 105.5 მგჰც სამუშაო სიხშირეზე 500 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.ქუთაისში და მიმდებარე რაიონებში;
ვ.ბ) რადიომაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.
11. შპს „სისტემა გამა“ კერძო რადიომაუწყებლობის №B81 ლიცენზიას ფლობს კომისიის 2013 წლის პირველი მაისის №291/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული;
ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიო მაუწყებლობა 104,3 მჰც სიხშირეზე 0.5 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი;
12. შპს „სისტემა გამა“ კერძო რადიომაუწყებლობის №B82 ლიცენზიას ფლობს კომისიის 2013 წლის პირველი მაისის №291/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა:სპეციალიზებული (შემეცნებითი) მაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ფრანგული, რუსული;
ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 102,9 მგჰც სიხშირეზე 0.25 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. თბილისი
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ ლიცენზიებში ტექნიკური პარამეტრების მითითება აუცილებელია, ვინაიდან მოქმედი FM გადამცემების ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით ხდება თავისუფალი სიხშირული რესურსის დაგეგმარება 87.5-108 მჰც დიაპაზონში, შესაბამისად აღნიშნული გადამცემების განთავსების ადგილის, ანტენის დაკიდების სიმაღლის და სხვა ტექნიკური მახასიათებლების რეალურ პირობებში გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს ლიცენზიის პირობებს.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის მიერ გადამოწმებულ იქნა ზემოთ მითითებული რადიომაუწყებლების გადამცემი სადგურის განთავსების გეოგრაფიული კოორდინატები, ანტენის დაკიდების სიმაღლე და სხვა ტექნიკური პარამეტრები. მონიტორინგის შედეგად გადამოწმებული მონაცემების თანახმად (სამსახურებრივი ბარათი №19-10-1638, 23.08.19) კერძო რადიომაუწყებლობის №№B18, B45, B46, B47, B49, B51, B52, B58, B67, B73, B81, B82 ლიცენზიებში შესაძლებელია მიეთითოს შემდეგი ტექნიკური პარამეტრები:
|
№ |
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
ლიცენზია № |
სიხში რე (მჰც) |
მოდ ულა ცია |
პოლარ იზაცია (v/H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირი დან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
1 |
ქ. თბილისი |
B18 |
100.3 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'35.13"N 44°45'18.13" E |
35 |
8 |
|
2 |
ქ. თბილისი |
B45 |
106.4 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'39 "N 44°46'36" E |
40 |
8 |
|
3 |
ქ. თბილისი |
B49 |
105.9 |
FM |
V |
წრიული |
200 |
41°41'44.88"N 44°47'6.11" E |
250 |
8 |
|
4 |
ქ. თბილისი |
B51 |
103.9 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'44.88"N 44°47'6.11" E |
187 |
8 |
|
5 |
ქ. თბილისი |
B52 |
101.9 97.5 |
FM |
V |
წრიული |
1000 1000 |
41°41'44.88"N 44°47'6.11" E |
228 |
8 |
|
6 |
ქ. თბილისი |
B58 |
107.4 |
FM |
V |
წრიული |
750 |
41°41'44.88"N 44°47'6.11" E |
137 |
8 |
|
7 |
ქ. თბილისი |
B67 |
107.9 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°43'3.71"N 44°50'0.09"E |
70 |
8 |
|
8 |
ქ. თბილისი |
B81 |
104.3 |
FM |
V |
წრიული |
500 |
41°41'44.88"N 44°47'6.11" E |
90 |
8 |
|
9 |
ქ. თბილისი |
B82 |
102.9 |
FM |
V |
წრიული |
250 |
41°41'44.88"N 44°47'6.11" E |
90 |
8 |
|
10 |
ქ. ყვარელი |
B46 |
106.4 |
FM |
V |
წრიული |
800 |
41°54'26.43"N 45°49'42.54"E |
25 |
7 |
|
11 |
ქ. ქუთაისი |
B73 |
105.5 |
FM |
V |
წრიული |
500 |
42°16'48"N 42°44'12"E |
65 |
8 |
|
12 |
ქ. ფოთი |
B47 |
100.5 |
FM |
V |
წრიული |
200 |
42°8'30.50"N 41°40'18.90"E |
25 |
4 |
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი აღარ ითვალისწინებს თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით რადიომაუწყებლობის განხორციელებისას ლიცენზირებას, შესაბამისად აღნიშნული ჩანაწერი ამოღებულ უნდა იქნას ლიცენზიის პირობებიდან, ხოლო თუ კომპანიას სურვილი ექნება განახორციელოს ზემოაღნიშნული ტექნოლოგიით მაუწყებლობა მან უნდა გაიაროს ავტორიზაცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
ასევე აღსანიშნავია, რომ რადიომაუწყებლობის აღნიშნულ ლიცენზიებში მითითებული სამაუწყებლო ზონების განმარტება აღარ შეესაბამება კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებას, რომლის თანახმად
87.5მჰც-დან 108.0მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ზონა არის საკონკურსო პირობით განსაზღვრული, ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით. შესაბამისად მიზანშეწონილია ლიცენზიებში მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონის კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში მითითებული განმარტების შესაბამისად განსაზღვრა.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიების მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B18 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 8 მაისის №311/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
2. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიოკომპანია პირველი რადიოს“ კერძო რადიომაუწყებლობის №B45 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 31 ივლისის №401/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
3. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიოკომპანია პირველი რადიოს“ კერძო რადიომაუწყებლობის №B46 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 16 აპრილის №207/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
4. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ფოთი ტვ“-ის კერძო რადიომაუწყებლობის №B47 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2012 წლის 6 ივლისის №461/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
5. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიო იმედი“ კერძო რადიომაუწყებლობის №B49 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №824/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
6. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიოცენტრი პლუს“ კერძო რადიომაუწყებლობის №B51 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №825/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
7. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „არტ რადიო“ კერძო რადიომაუწყებლობის №B52 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №834/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
8. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიოკომპანია მწვანე ტალღა“ კერძო რადიომაუწყებლობის №B58 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №820/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
9. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რადიოკომპანია საქართველოს ხმის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B67 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის 26 ივლისის №475/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
10. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელერადიოკომპანია რიონი“ კერძო რადიომაუწყებლობის №B73 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №828/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
11. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სისტემა გამას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B81 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის პირველი მაისის №291/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
12. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სისტემა გამას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B82 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2013 წლის პირველი მაისის №291/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით;
13. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2019 წლის 31 ოქტომბერს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა;
14. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებისთვის გაგზავნა;
15. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
16. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი
კახი ბექაური კომისიის თავმჯდომარე
გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი
ელისო ასანიძე კომისიის წევრი
მერაბ ქათამაძე კომისიის წევრი
