წვდომის მენიუ

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის № 2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

ნომერი: გ-19-23 / 645

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 21, 2019 12:22

მიღების თარიღი ნოემბერი 14, 2019 12:22

,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში - კომისია) აღნიშნავს, რომ 2019 წლის 18 ოქტომბერს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად, კომისიის წევრები უფლებამოსილი გახდნენ, კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარედ აირჩიონ იგივე კომისიის წევრი. ასევე, ახლებურად განისაზღვრა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების წესი, კერძოდ, შეიცვალა კომისიის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების  მისაღებად  საჭირო  ხმათა  რაოდენობა.   აღნიშნული  ცვლილებები, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე განმარტებითი ბარათის თანახმად, არა მხოლოდ უზრუნველყოფს კომისიის წევრების სრულ დამოუკიდებლობას მათი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, არამედ, გააძლიერებს კომისიის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. ამასთან, კომისიის წევრის კომისიის თავმჯდომარედ ისევ არჩევის შესაძლებლობა მეტ გარანტიებს უქმნის არჩეულ კომისიის თავმჯდომარეს სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეიმუშაოს გრძელვადიანი სტრატეგია და განახორციელოს ეფექტური მენეჯმენტი. ასევე, კომისიის თავმჯდომარეს ექნება სათანადო სამართლებრივი გარანტიები თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების იმ ნორმაში, რომლითაც განსაზღვრულია კომისიის თავმჯდომარის არჩევისა და გადაყენების წესი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, VII და IX თავებისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20  მუხლის  მე-4  და  მე-6  პუნქტების  შესაბამისად,   კომისიამ  კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის პირველი მარტის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;

2.   ზეპირი  მოსმენა  გაიმართოს  2019  წლის  -   19   დეკემბერს,   15:00   საათზე,   ხოლო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს   (ო. ვოტ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5.   გადაწყვეტილება   ცალკე   გასაჩივრებას   არ   ექვემდებარება   საქართველოს   ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად;

6.    კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (პ.ბერია).

კახი ბექაური   თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე   წევრი

ელისო ასანიძე   წევრი

მერაბ ქათამაძე   წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები