წვდომის მენიუ

ი/მ „ილო ლაბაძის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: გ-19-6 / 588

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 17, 2019 17:39

მიღების თარიღი ოქტომბერი 10, 2019

ი/მ „ილო ლაბაძის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას    განცხადებით  მიმართა  ი/მ  „ილო  ლაბაძემ“  (კომისიაში რეგისტრაციის  №19-7/3697,12.09.2019)   და   მოითხოვა   რადიოსიხშირული  სპექტრით   სარგებლობის   №F73   ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება.

კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ „ილო ლაბაძე“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:  12672 მჰც ÷ 12868 მჰც და 12964 მჰც ÷ 13132 მჰც (ჯამური სიგანით 364);

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ზესტაფონის, საჩხერის, ჭიათურის რაიონები და ქ.ქუთაისი;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 16 ოქტომბრამდე; 

დ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49- ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ. თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს, კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიას მოქმედების ვადა უგრძელდება 10 წლით.

ი/მ „ილო ლაბაძის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიას მოქმედების ვადა  გასდის  2019  წლის  16  ოქტომბერს.  შესაბამისად,  ი/მ  „ილო  ლაბაძის“  მიერ  დაცულია

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების კომისიაში წარმოდგენასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის  შესაბამისად:

ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

ბ) თუ იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით    სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  ამ პუნქტის „ა“  ქვეპუნქტით  განსაზღვრული  ვადის (2 წელი) განმავლობაში  არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

გ)      თუ     „რადიოსიხშირული     სპექტრის     განაწილების     ეროვნული     გეგმის“     შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში − ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ 1 აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს;

ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით;

ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.

კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 1,000.00 (ერთი ათას) ლარს. ი/მ „ილო ლაბაძის“ მიერ 2019 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულია სალიცენზიო მოსაკრებელი (1,000.00 ლარი) და გადახდის დამადასტურებელი საბუთი იმავე დღეს წარმოდგენილია კომისიაში (კომისიაში რეგისტრაციის №19-7/3939, 09.10.2019)

კომისია აღნიშნავს, რომ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (N19-10/1922 02.10.2019) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გაანგარიშების თაობაზე.   სამსახურებრივი ბარათის თანახმად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ოდენობის დადგენისთვის, გამოყენებულ იქნა ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული  წესი.

კომისიის აპარატის ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (N19-10/1922 02.10.2019) თანახმად კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემების შესაბამისად, 10705-13250 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში ჩატარებულია სამი აუქციონი, რომლებშიც გამარჯვებულად გამოვლინდნენ  შპს „ახნეტი”, შპს „სამაუწყებლო ტელეკომპანია კახეთი  1“  და  შპს  „დამოუკიდებელი  ტელეკომპანია  ოდიში“.  აუქციონებში  დაფიქსირებული ფასების და შესაბამისი გეოგრაფიული კოეფიციენტების გათვალისწინებით, 10705-13250 მგჰც სიხშირულ  დიაპაზონში  1  მგჰც-ის  ფასი  შეადგენს 2,035.50 ლარს.  გამომდინარე  იქიდან,  რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზია ვრცელდება მხოლოდ ზესტაფონის, საჩხერის, ჭიათურის რაიონებზე და ქ. ქუთაისზე, ამიტომ შესაბამისი გეოგრაფიული კოეფიციენტების გათვალისწინებით №F73 ლიცენზიის 10 წლის ვადით - 2019 წლის 16 ოქტომბრიდან 2029 წლის 16 ოქტომბრამდე გაგრძელების საფასური შეადგენს 56 458,14 ლარს.

კომისია    სპექტრისა    და    ტექნოლოგიების    დეპარტამენტის    (N19-10/1957    07.10.2019) სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე აღნიშნავს, რომ ITU-ს პირველი რეგიონის (საქართველო განეკუთვნება ამ რეგიონს) და მესამე რეგიონის ქვეყნებისათვის რადიორეგლამენტში წარმოდგენილი  რადიოკავშირის სამსახურების განაწილების მიხედვით, 11.7-12.5 გჰც განაწილებულია სამაუწყებლო, სამაუწყებლო-თანამგზავრული, ფიქსირებული და მობილური გარდა საჰაერო მობილური, სამსახურებისათვის. ამასთან, რადიორეგლამენტის 5.487 „ფუტნოტის“ შესაბამისად, სიხშირულ დიაპაზონში 11.7-12.5 გჰც ფიქსირებულმა, ფიქსირებულმა- თანამგზავრულმა, მობილურმა, გარდა საჰაერო მობილურისა, და სამაუწყებლო სამსახურებმა, მათი შესაბამისი განთავსების მიხედვით,  არ უნდა გამოიწვიონ საზიანო ინტერფერენციები სამაუწყებლო-თანამგზავრული სისტემების მიმართ, ან თვითონ მოითხოვონ დაცვა სამაუწყებლო- თანამგზავრული სისტემებისაგან, რომლებიც ფუნქციონირებენ პირველ და მესამე რეგიონებში რადიორეგლამენტის  30-ე  „აპენდიქსში“  მოცემული  გეგმის  მიხედვით.  აღნიშნულ დიაპაზონში „მიტრისის“ სისტემების ფუნქციონირება იწვევს სამაუწყებლო-თანამგზავრული სისტემების მიმღები ტერმინალების მიმართ ხელშეშლებს, ვინაიდან „მიტრისის“ გადამცემი ტერმინალები განთავსებულია გეოგრაფიულად მაღალ წერტილებში და შესაბამისად მაღალი ალბათობით მათგან გასხივებული სიგნალი სამაუწყებლო-თანამგზავრული სისტემების სააბონენტო ტერმინალების ანტენების მიღების დიაგრამის ფარგლებში ხდება. შესაბამისად, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება სამაუწყებლო-თანამგზავრული სისტემების დაცვა საზიანო ინტერფერენციებისაგან. ITU-ს პირველი რეგიონის და მესამე რეგიონის ქვეყნებისათვის რადიორეგლამენტში წარმოდგენილი რადიოკავშირის სამსახურების განაწილების  მიხედვით, 12.5-12.75 გჰც განაწილებულია მხოლოდ ფიქსირებული-თანამგზავრული სამსახურებისათვის და შესაბამისად „მიტრისის“ სისტემა საერთოდ არ უნდა ფუნქციონირებდეს ამ დიაპაზონში. შესაბამისად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის ვადის გაგრძელებისას მიზანშეწონილი იქნება შემდეგი ვალდებულების განსაზღვრა: იმ ქალაქებსა და რეგიონებში, სადაც ი/მ „ილო ლაბაძე“ ფლობს 12.5-12.75 მჰც სიხშირეებს, ამ სიხშირეებზე ფუნქციონირებისას მათ არ უნდა გამოიწვიონ საზიანო ინტერფერენციები ფიქსირებული-თანამგზავრული სისტემების მიმართ, და ასევე, ი/მ „ილო ლაბაძემ“ არ უნდა მოითხოვოს დაცვა ფიქსირებული-თანამგზავრული სისტემებისაგან.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 10 ოქტომბერს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდა ი/მ „ილო ლაბაძე“. ილო ლაბაძემ დაადასტურა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 56 458,14 (ორმოცდათექვსმეტი ათას ოთხასორმოცდათვრამეტი და 14) ლარის 2019 წლის 16 ნოემბრამდე  საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდაზე მზადყოფნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  49-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-5 პუნქტის გ) ქვეპუნქტის, ”სალიცენზიო და სანებართვო  მოსაკრებლის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე–6  მუხლის  მე–14  პუნქტის  დ) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების” და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა ი/მ „ილო ლაბაძის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის№F73 ლიცენზიას 2019 წლის 16 ოქტომბრიდან 10 წლის ვადით  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი:  12672 მჰც ÷ 12868 მჰც და 12964 მჰც ÷ 13132 მჰც (ჯამური სიგანით 364);

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ზესტაფონის, საჩხერის, ჭიათურის რაიონები და ქ.ქუთაისი;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2029 წლის 16 ოქტომბრამდე;

დ) უზრუნველყოს ლიცენზიის მფლობელმა 12672 მჰც ÷ 12868 მჰც და 12964 მჰც ÷ 13132 მჰც (ჯამური სიგანით 364) სიხშირული დიაპაზონის გამოყენება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის.

ე) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის მფლობელმა 12672მჰც÷12868 მჰც სიხშირეებზე ფუნქციონირებისას არ უნდა გამოიწვიოს საზიანო ინტერფერენციები ფიქსირებული- თანამგზავრული სისტემების მიმართ, და ასევე, არ უნდა მოითხოვოს დაცვა ფიქსირებული- თანამგზავრული სისტემებისაგან;

2.     რადიოსიხშირული    სპექტრით    სარგებლობის    №F73    ლიცენზიის    მოქმედების    ვადის გაგრძელებისთვის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური განისაზღვროს - 56 458,14 (ორმოცდათექვსმეტი ათას ოთხასორმოცდათვრამეტი და 14) ლარით.

3. უზრუნველყოს ი/მ „ილო ლაბაძემ“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F73 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის   -   56 458,14 (ორმოცდათექვსმეტი ათას ოთხასორმოცდათვრამეტი და 14) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა 2019 წლის 16 ნოემბრამდე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში-ა/ა-N200122900

-ბანკი-სახელმწიფო ხაზინა

-ბანკის კოდი-TRESGE22

-საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი-N300193402

4. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში აღნიშნული თანხის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში;

5. ლიცენზიის მფლობელის მიერ  წინამდებარე  გადაწყვეტილების  მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს; 

6.     დაევალოს    კომისიის    აპარატის    სამართლებრივი    დეპარტამენტის    ავტორიზაციისა    და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)  ლიცენზიის  მოქმედების  ვადის  გაგრძელების  თაობაზე  ინფორმაციის  სსიპ  „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა.

7. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ „ილო ლაბაძესთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-ვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

8. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

9. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს   ქ.თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., N6) ი/მ „ილო ლაბაძესთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე (გარდა გ) ქვეპუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ლ. ლაშქარავა);

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-3 და მე-4 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების (პირველი პუნქტის ა), ბ), დ) და ე) ქვეპუნქტების, მე-3, მე-4 მე-7, მე-10 და მე-11 პუნქტების გარდა) შესრულებაზე დაევალოს კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ელისო ასანიძე     წევრი

მერაბ ქათამაძე     წევრი

გიორგი ფრუიძე    წევრი

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

კახი ბექაური თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები