რადიომოყვარულ ალექსანდრ შვეცოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2019 14:29
მიღების თარიღი ივლისი 25, 2019
რადიომოყვარულ ალექსანდრ შვეცოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-9/3016, 17.07.2019) მიმართა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ალექსანდრ შვეცოვმა, საქართველოში მისი ვიზიტის (2019 წლის 01-14 აგვისტო) პერიოდში, სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად სახმობის დროებით მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ალექსანდრ შვეცოვს, რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული სარეგისტრაციო დოკუმენტის შესაბამისად, შეუძლია გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგური, იგი არის „B“ (CEPT - 2 კატეგორია) კატეგორიის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი UA1OHZ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტების,
518 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ალექსანდრ შვეცოვს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2019 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 18 აგვისტომდე:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
T – 068 |
ალექსანდრ შვეცოვი |
საქართველო |
4L- UA1OHZ |
„ B “ |
2. რადიომოყვარული ალექსანდრ შვეცოვი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე ალექსანდრ შვეცოვისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., № 6) მოქალაქე ალექსანდრ შვეცოვისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური კომისიის თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი
ელისო ასანიძე კომისიის წევრი
გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 25 ივლისის № გ-19-7/447 გადაწყვეტილების დანართი
"B" კატეგორია
|
სიხშირეთა ზოლი |
სიმძლავრე (ვტ) |
გამოსხივების კლასი |
სიხშირეთა ზოლი |
სიმძლავრე (ვტ) |
გამოსხივების კლასი |
|
135,7 - 137,8 KHz; 1820 - 2000 KHz |
100 W; 500 W |
100HA1A |
21000 - 21450 KHz |
500 W |
100HA1A |
|
1840 - 2000 KHz |
10 W |
3K00R3E; 3K00J3E |
21080 - 21120 KHz |
500 W |
ციფრული |
|
1900 - 2000 KHz |
500 W |
6K00R3E |
21150 - 21450 KHz |
500 W |
3K00R3E; 3K00J3E |
|
3500 - 3800 KHz |
500 W |
100HA1A |
24890 - 24990 KHz |
500 W |
100HA1A |
|
3580 - 3620 KHz |
500 W |
ციფრული |
24920 - 24929 KHz |
500 W |
ციფრული |
|
3600 - 3800 KHz |
500 W |
3K00R3E; 3K00J3E |
24930 - 24990 KHz |
500 W |
3K00R3E; 3K00J3E |
|
3730 - 3740 KHz |
500 W |
SSTV; FAX |
28000 - 29700 KHz |
500 W |
100HA1A |
|
7000 - 7100 KHz |
500 W |
100HA1A |
28050 - 28150 KHz |
500 W |
ციფრული |
|
7035 - 7045 KHz |
500 W |
ციფრული; SSTV; FAX |
28200 - 29700 KHz |
500 W |
3K00R3E; 3K00J3E |
|
7040 - 7100 KHz |
500 W |
3K00R3E; 3K00J3E |
144 - 146 MHz |
25 W |
100HA1A; 6K00F3E;
24K00F3E;
3K00R3E; 3K00J3E |
|
10100 - 10150 KHz |
500 W |
100HA1A |
430 - 440 MHz |
25 W |
|
|
10140 - 10150 KHz |
500 W |
ციფრული |
|||
|
14000 - 14070 KHz |
500 W |
CW |
1240 - 1300 MHz |
5 W |
100HA1A; 24K00F3E; 3K00R3E; 3K00J3E; 6K00A3E; 6K00F3E; |
|
14000 - 14060 KHz |
500 W |
CW; (უპირატესად contest CW) |
2320 - 2450 MHz |
5 W |
|
|
14070 - 14089 KHz |
500 W |
ციფრული; CW |
5650 - 5850 MHz |
5 W |
|
|
14089 - 14099 KHz |
500 W |
ციფრული; (უპირატესად არა ავტომატური packet); CW |
10 - 10.5 GHz |
5 W |
|
|
14099 - 14101 KHz |
500 W |
IBP |
24 -24.5 GHz |
5 W |
|
|
14101 - 14112 KHz |
500 W |
ციფრული; (უპირატესად დაგროვება- რეტრანსლაცია); PHONE; CW |
47 - 47.2 GHz |
5 W |
|
|
14230 KHz |
500 W |
SSTV; FAX |
75.5 - 81 GHz |
5 W |
|
|
18068 - 18168 KHz |
500 W |
100HA1A |
119.98 - 120.02 GHz |
5 W |
|
|
18100 - 18109 KHz |
500 W |
ციფრული |
142 - 149 GHz |
5 W |
|
|
18110 - 18168 KHz |
500 W |
3K00R3E; 3K00J3E |
241 - 250 GHz |
5 W |
