წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ალექსანდრე ტკაჩისთვის რადიოელექტრონულისაშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-19-7 / 482

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 19, 2019 10:29

მიღების თარიღი აგვისტო 15, 2019

 რადიომოყვარულ ალექსანდრე ტკაჩისთვის რადიოელექტრონულისაშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-9/3188, 05.08.2019) მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ალექსანდრე ტკაჩმა, საქართველოში მისი ვიზიტის პერიოდში (2019 წლის 1-11 სექტემბერი), სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად სახმობის დროებით მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ალექსანდრე ტკაჩს, ამერიკის შეერთებული შტატების კომუნიკაციების ფედერალური კომისიის მიერ გაცემული სარეგისტრაციო დოკუმენტის შესაბამისად, შეუძლია გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგური, იგი არის „Extra“ კატეგორიის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი KU1CW.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515  მუხლის პირველი და მე-7 პუნქტების, 518  მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ალექსანდრე ტკაჩს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის დანართში (თან ერთვის) მითითებული  სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2019 წლის 1 სექტემბრიდან 11 სექტემბრამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

T – 070

 

ალექსანდრე ტკაჩი

 

საქართველო

 

4L-KU1CW

 

„Extra“


2.  რადიომოყვარული     ალექსანდრე     ტკაჩი, რადიომოყვარულთა     საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის    (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი    პრინციპები და ასევე სამოყვარულო  რადიოსადგურით    სამოყვარულო  რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე ალექსანდრე ტკაჩისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., № 6) მოქალაქე ალექსანდრე ტკაჩისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი). 

კახი ბექაური 

კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე 

კომისიის წევრი

ელისო ასანიძე 

კომისიის წევრი

გიორგი ფრუიძე 

კომისიის წევრი

მერაბ ქათამაძე 

კომისიის წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები