რადიომოყვარულ მარინა ჯიქიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2019 20:22
მიღების თარიღი სექტემბერი 05, 2019
რადიომოყვარულ მარინა ჯიქიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-7/3463, 21.08.19) მიმართა მოქალაქე მარინა ჯიქიამ სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ მარინა ჯიქია არის „C“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2014 წლის პირველი მაისის № 322/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა სახმობი 4L1YMJ. მინიჭებული სახმობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, იგი ითხოვს მისი ხელახალი ვადით მინიჭებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ მარინა ჯიქიას სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2019 წლის 5 სექტემბრიდან 2024 წლის 5 სექტემბრამდე:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
NC1-041 |
მარინა ჯიქია |
ქ. თბილისი, კალოუბნის ქ. 38 |
4L1YMJ |
„C“ |
2. რადიომოყვარული მარინა ჯიქია, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე მარინა ჯიქიასთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., № 6) მოქალაქე მარინა ჯიქიასთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
მერაბ ქათამაძეკომისიის თავმჯდომარე - მ.შ.
ელისო ასანიძე კომისიის წევრი
გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 5 სექტემბრის გ-19-7/508 გადაწყვეტილების დანართი
„C“ კატეგორია
|
სიხშირეთა ზოლი |
სიმძლავრე (ვტ) |
გამოსხივების კლასი |
სიხშირეთა ზოლი |
სიმძლავრე (ვტ) |
გამოსხივების კლასი |
|
135,7 - 137,8 KHz 472 – 479 kHz |
10 W 1 W |
100HA1A |
430 - 440 MHz |
5 W |
100HA1A; 3K00R3E; 3K00J3E 6K00A3E; 6K00F3E;
24K00F3E; |
|
1840 – 1850 KHz |
100 W |
3K00R3E; 3K00J3E |
1240 - 1300 MHz |
5 W |
|
|
3500 - 3650 KHz |
100 W |
100HA1A |
2300 - 2450 MHz |
5 W |
|
|
3650 - 3700 KHz |
100 W |
3K00R3E; 3K00J3E |
5650 - 5850 MHz |
5 W |
|
|
21000 - 21450KHz |
100 W |
100HA1A |
10 - 10.5 GHz |
5 W |
|
|
28000 - 29700 KHz |
100 W |
100HA1A |
24 -24.05 GHz |
5 W |
|
|
24.05 -24.25 GHz |
|||||
|
28200 - 29700 KHz |
100 W |
3K00R3E; 3K00J3E |
47 - 47.2 GHz |
5 W |
|
|
29200 - 29700 KHz |
100W |
6K00R3E |
76 - 81 GHz |
5 W |
|
|
77.5 - 78 GHz |
|||||
|
144 - 146 MHz |
5 W |
100HA1A; 6K00F3E;24K00F3E;3K00 R3E; 3K00J3E |
241 - 248 GHz |
5 W |
|
|
248 - 250 GHz |
