საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 მაისის № 298/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 13, 2019 20:02
მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2019
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 მაისის № 298/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ მოქალაქე ავთანდილ ჯიქიამ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-7/3462, 21.08.19) რადიოსადგურის განთავსების ადგილის შეცვლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2016 წლის 11 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება№298/7 რადიომოყვარულ ავთანდილ ჯიქიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში რადიოსადგურის განთავსების ადგილი მითითებულია ქ. თბილისი, მე-3 მასივი, კალაუბნის ქ. 38-ე კორპუსი. მოქალაქე ავთანდილ ჯიქია ითხოვს მისამართის ცვლილებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2016 წლის 11 მაისის № 298/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ავთანდილ ჯიქიას სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული დიაპაზონები და სახმობი ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით:
|
ნებართვის N |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
A - 047 |
საქართველოს რადიომოყვარულთა ლიგა |
მცხეთა, სოფელი ზაქარო |
4L1HQ |
„A“ |
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს რადიომოყვარულთა ლიგისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) საქართველოს რადიომოყვარულთა ლიგისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური კომისიის თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე კომისიის წევრი
გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი
მერაბ ქათამაძე კომისიის წევრი
