სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის“ სანაპირო საბაზო სადგურებისთვის ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 22, 2019 12:09
მიღების თარიღი ოქტომბერი 17, 2019
სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის“ სანაპირო საბაზო სადგურებისთვის ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურმა“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-19-3/3628, 06.09.19) ქ. ფოთსა და ქ. ბათუმში სანაპირო საბაზისო სადგურებისთვის ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურს“ სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2019 წლის 24 სექტემბრის №19-10-1854 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, საქართველოს საზღვაო ზონაში შესაძლებელია მიენიჭოს AIS-ის (ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემა) ამოცნობის ნიშნები (MMSI) სამსახურებრივ ბარათში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47' მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სანაპირო საბაზისო სადგურებს ცხრილში აღნიშნული ამოცნობის ნიშნები:
|
№ |
სადგურის დასახელება |
განთავსების ადგილი |
მინიჭებული MMSI |
|
1. |
სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“ |
ქ. ბათუმი (დ. თავდადებულის ქ. № 35) |
00 213 0201 |
|
2. |
სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“ |
ქ. ფოთი (დ. თავდადებულის ქ. № 93) |
00 213 0301 |
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
გიორგი ფრუიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი
