წვდომის მენიუ

სს „თელასისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: 112 / 13

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 26, 2019 17:56

მიღების თარიღი თებერვალი 21, 2019

სს „თელასისთვის“  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისთვის რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ  სს „თელასმა“  (რეგისტრირებული დიდუბის რ-ის სასამართლოს მიერ, რეგ.  N 2/5-86, 14/05/1995; ს.კ. № 202052580) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-19-7/425, 04.02.19) ქ. თბილისში განცხადებაში აღნიშნულ კოორდინატებით განსაზღვრულ მონაკვეთებზე შიდა მოხმარების რადიოსარელეო ქსელის ფუნქციონირებისთვის, 18 გჰც სიხშირულ დიაპაზონში, ორი სიხშირული წყვილის მინიჭების მოთხოვნით.  

კომისია აღნიშნავს, რომ სს „თელასისთვის“  შერჩეულ იქნა სიხშირული წყვილები, რაც გათვალისწინებულია შიდა მოხმარების რადიოსარელეო ხაზის სადგურების ფუნქციონირებისთვის  წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად  და გამოყენებული იქნება მხოლოდ  სს „თელასის“  მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად არაავტორიზებულ პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი წინასწარ იხდის აღნიშნული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა განისაზღვრება ამავე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ფორმულის შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2019 წლის 7 თებერვლის №19-10-244 სამსახურებრივი ბარათის თანახმად სს „თელასს“ შესაძლებელია მიენიჭოს რადიოსიხშირეები სამსახურებრივი ბარათის დანართში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის პირველი პუნქტისა და რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2019 წლის 7 თებერვლის №19-10-244 სამსახურებრივი ბარათის დანართში განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებულ იქნა რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასური, რომელმაც სიხშირული რესურსის ერთი წლის ვადით (2019 წლის 22 თებერვლიდან 2020 წლის 22 თებერვლამდე) მინიჭების შემთხვევაში შეადგინა 1287.4 ლარი.

კომისია   აღნიშნავს,   რომ    2019 წლის   13 თებერვალს სს „თელასს“ გაეგზავნა წერილი №გ-19-16/376, რომლის თანახმად კომპანიას კომისიის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 1287.4 ლარი და გადახდის დამადასტურებელი საბუთი წარმოედგინა 2019 წლის 18  თებერვლამდე. სს „თელასმა“ 2019 წლის 18 თებერვალს კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 1287.4 ლარი.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 21 თებერვლის სხდომაზე კომისიამ იმსჯელა სს „თელასის“ წერილთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნია სს „თელასისთვის“ დამხმარე ტექნოლოგიური, დანიშნულებით რადიოსარელეო სიხშირეებით სარგებლობის უფლების მინიჭება ერთი წლის ვადით.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის და  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“  71 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

ა:

1. მიენიჭოს სს „თელასს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება №F 1987 დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, ერთი წლის ვადით - 2019 წლის 22 თებერვლიდან 2020 წლის 22 თებერვლამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2. სს „თელასის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტს   (ლ. ლაშქარავა);

4. დაევალოს სს „თელასს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.gncc.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სს „თელასისთვის“  სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6. დაევალოს კომისიის  აპარატის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს (ნ. დევდარიანი) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში;

7. დაევალოს კომისიის  აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი) სს „თელასისთვის“  მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

8. დაევალოს       კომისიის       ადმინისტრაციას       გადაწყვეტილების       დამოწმებული     ასლის სს „თელასისთვის“  გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე); 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) სს „თელასისთვის“   ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

 

კომისიის თავმჯდომარე

 

კახი ბექაური

კომისიის წევრი

 

ელისო ასანიძე

კომისიის წევრი

 

გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი

 

მერაბ ქათამაძე

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის 2019  წლის 21 თებერვლის №112/13   გადაწყვეტილების დანართი

 

რადიოსარელეო      ხაზის      მონაკვეთები

გადაცემის სიხშირე, (ზოლის სიგანე ± 3.5მჰც)

A

B

Tx A

Tx B

1

„მობილფონის“ ანძა

410 4126.55N

440 4451.75E

„თეთრიხევის“ ანძა

410 4249.16N

440 568.78.E

19067.5 მჰც

18057.5 მჰც

2

„მობილფონის“ ანძა

410 4126.55N

440 4451.75E

სს „თელასის“ სათაო (ოფისი)

41°44'2.78"N 

44°47'5.61"E

19067.5 მჰც

18057.5 მჰც

3

 

„მობილფონის“ ანძა

410 4126.55N

440 4451.75E

„მუხიანის“ ანძა

410 4718.05N

440 5029.76E

19122.5 მჰც

18112.5 მჰც

4

შპს „ჰორიზონტის“ ანძა

410 4252.71N

440 4947.30E

სს „თელასის“ სათაო (ოფისი)

41°44'2.78"N 

44°47'5.61"E

19067.5 მჰც

18057.5 მჰც

5

შპს „ჰორიზონტის“ ანძა

410 4252.71N

440 4947.30E

„თეთრიხევის“ ანძა

410 4249.16N

440 568.78.E

19122.5 მჰც

18112.5 მჰც

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები