საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 28 თებერვლისთვის გამოქვეყნებული დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული საკითხების განხილვის თარიღის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 04, 2019 18:51
მიღების თარიღი მარტი 04, 2019 18:51
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 28 თებერვლისთვის გამოქვეყნებული დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული საკითხების განხილვის თარიღის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ 2019 წლის 28 თებერვალს დანიშნული კომისიის №08 სხდომა, ქვორუმის არარსებობის გამო, არ გამართულა.
„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს 2019 წლის 28 თებერვლის კომისიის №08 სხდომის დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული საკითხების (პროექტი თან ერთვის) განხილვა მ/წლის 07 მარტს, 15:00 საათზე;
2. უზრუნველყოს კომისიის ადმინისტრაციამ (ნ. შოვნაძე) კომისიის ვებგვერდზე (www.gncc.ge) კომისიის 2019 წლის 7 მარტის სხდომის დღის წესრიგის პროექტის გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. დაევალოს კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).
კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე
პროექტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №08 სხდომის დღის წ ესრიგი
ქ. თბილისი 2019 წლის 28 თებერვალი, 15:00 საათი
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის N08 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);
- შპს „ტელეიმედისა“ და შპს „სტუდია მაესტროს“ მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის საჩივრის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.ხუხუნაიშვილი - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
- შპს „დი+“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);
- შპს „ტვ სარფისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ჭელიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);
- შპს „მაგთიკომისთვის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ჯი ემ ეს“-ის მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- ააიპ „ჭადრაკი ტვ“-ს მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- სს „Hualing international special economic zone“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- უცხოური საწარმოს ფილიალის „SJS USA INC-ის წარმომადგენლობა საქართველოში SJS POTI“-სთვის არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „კახაბერისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „მეტრო პლიუსისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „საქაერონავიგაციისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- შპს „ტავ ურბან საქართველოსთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნული ლიგისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- რადიომოყვარულ არჩილ ბარაბაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);
- რადიომოყვარულ ლუკ ტობაუდატისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).
